... (Q-1335), XVIII ს.

1638. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმისა მოსაყვანელად შეთუალა მოდი გიბრძანებს იგი შენ ვისად სჩანელად ჭირნი გარდაჴდეს მოგაკლდა ცრემლი ღაწუისა მბანელად ნუღარ ეშიშვი საჴუმილსა შენი დამწუელია ნელად

1639. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასმცა განა წავიდა და წამოუძღუა მოიყუანა მოჰყვა თანა მაგრა ირცხუის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1640. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდაჴდა რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ჴელ მანდილი პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შუენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა

1641. მეფე კოცნასა ჰლამოდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერჴთა ეხუევის შუქნი ქუე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხუი გაე რასაღა გრცხუენიან

1642. მოეხუია გარდაკოცნა მან პირისა არე მარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არე მარე გუალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე

1643. მეფე ყელსა ეხუეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭურეტს პირსა იგი მზეა ჴელმწიფობა ასრე მიხუდა ვითა ღირსა მაშინღა ლხინი ამო არის რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1644. ყმა მეფესა მოაჴსენებს მიკუირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახუა მზისა ანუ რადღა აგუიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქვენსა მოიყუანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1645. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს მიხუდეს მათსა საწადელსა იგი პოეს რაცა ძებნეს ჴელი ჰჴადეს ჴრმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1646. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდაჴდომილმან დაუყვნა თუალი ელვამან მისთა ღაწუთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან მჯდომალმან დაუწყო ქება მეფემან თუით ვერას ვერ მიხდომილმან

1647. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთუის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთუარიანო ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭურეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1648. გაჰკვირდეს ყოვლნი მჴედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაჴუნა მჭურეტელთა თუალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწუარნი მისცნიან გულნი ჭურეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1649. შინა წავიდეს ყოვლნი შესჴდეს თავისა დარებად ქონდეს შუიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიხდომვის სიტურფე არს მათგან მიუხუდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად არებად

1650. შევიდეს ნახეს თინათინ მჭურეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსან გუირგვინოსანსა ჰშუენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ჰინდოთა იგი მზე მსგავსი გმირისა

1651. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგება აკოცეს და საუბარი დააჰამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწუეს და გიშერი აწამ წამეს

1652. თინათინ ზედა აწვივნა ტახტის მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გუერდსა შენ მზესა მზეთასა

1653. ორთავე ჴელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა {გ}უერდსა დაუსუეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭუ მიჯნურად მათებრსა ნუცა თუ რამინას და ვისსა

1654. ქალსა შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გუერდსა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან გაქუ სირცხვილი თუ რაზომა ბრძენთა უთქუამს სიყვარული ბოლოდ მისი არ წაჴდომა

1655. აწ შვილო ღ~თნ თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სუე სუიანობა დიდობა კულა ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცულის მოგჴუდების თუით მისებრ შეუცვლელობა თქუენით ჴელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა

1656. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქვენი ასრე იქნა ღ~თისა ნება დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება {ჩ}ემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება

1657. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყვანეს მოახსენეს მიწად ვექმნნეთ ვინცა მიწად მიგუიყვანნეს მორჩილ ქმნილნი დაგუადიდნეს ურჩნი მკუდართა დაგუაგუანნეს მტერთა მკლავნი შეაძუტნეს გულნი ჩუენნი აგულვანნეს