... (S-4988), XVII-XVIII სს.

1565. იგი჻ ტაბაკი჻ სავსეა჻ მარგალიტითა჻ მსხვილითა: ავთანდილს჻ უძღვნა჻ ყველაი჻ არა჻ სიტყუითა჻ წბილითა: აივსო჻ სახლი჻ სტავრითა჻ და჻ ოქსინოთა჻ ლბილითა: ტარიელ჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყუითა჻ რათმე჻ ტკბილითა:

1566. ფრიდონისგან჻ უსაზომო჻ ქორწილია჻ დღესა჻ რვასა: ყოვლთა჻ დღეთა჻ მიართმიდეს჻ უფასოსა჻ ძღვენსა჻ მზასა: დღე჻ და჻ ღამე჻ არ჻ გასწყვედდის჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ჴმასა: აჰა჻ მიხუდა჻ შესაფერნი჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა:

1567. ტარიელ჻ ფრიდონს჻ უბრძანა჻ დღეერთ჻ სიტყუები჻ გულისა: არს჻ გული჻ თქუენი჻ საჩემო჻ უფროსი჻ ძმისა჻ სრულისა: არ჻ გემუქფების჻ სიცოცხლე჻ არცა჻ მოცემა჻ სულისა: მე჻ თქუენგან჻ ვჰპოვე჻ მოკუდავმან჻ ჩემი჻ წამალი჻ წყლულისა:

1568. ავთანდილისგან჻ შენც჻ იცი჻ ჩემთვის჻ თავისა჻ დადება: აწ჻ მე჻ მაქვს჻ ნაცულად჻ მისისა჻ მოჴმარებისა჻ წადება: შენ჻ მიდი჻ ჰკითხე჻ რა჻ უნდა჻ მან჻ ქნას჻ ამისი჻ ცხადება: ვითა჻ დამივსო჻ საჴმილი჻ ეგრე჻ მისიცა჻ კმა჻ დება:

1569. უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გარდიჴდის჻ შენგან჻ ჩემსა჻ ჭირნახულსა: ღმერთი჻ მოგცემს჻ წყალობასა჻ მისგან჻ ზეცით჻ შესახულსა: თუ჻ ვერა჻ ვიქ჻ საწადელსა჻ შენსა჻ შენთვის჻ გაზრახულსა: არა჻ ვნახავ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ არ჻ დარბაზსა჻ არცა჻ ხულსა:

1570. აწ჻ მითხარ჻ ჩემგან჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ რით჻ მოგეჴმარები: ვარჩევ჻ წავიდეთ჻ არაბეთს჻ იყავ჻ ჩემიცა჻ მარები: ტკბილი჻ სიტყუითა჻ გავმართოთ჻ და჻ ჴმლითა჻ საომარები: შენ჻ შენს჻ ცოლსა჻ არ჻ შეგრთავ჻ მე჻ ჩემსა჻ არ჻ ვექმარები:

1571. რა჻ ფრიდონ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა: მას჻ გაეცინნეს჻ გაღიმდა჻ შვენოდა჻ მხიარულობა: თქუა჻ თუ჻ მეშველი჻ რად჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა: ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ სჭირს჻ ლხინ჻ ნაკლულობა:

1572. ჩემი჻ მზე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ ღმთისა჻ ნებითა: საკრძალავი჻ და჻ უკადრი჻ ლაღი჻ არვისგან჻ ვნებითა: არცა჻ რა჻ უმძიმს჻ ქაჯთაგან჻ არცა჻ გრძნეულთა჻ გრძნებითა: მაზედან჻ შველა჻ რად჻ მინდა჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებითა:

1573. რა჻ მოვა჻ ჩემთვის჻ განგება჻ ზეცით჻ მოსრულნი჻ ზენანი: ღ~თი჻ იწადებს჻ მომივლენ჻ გულის჻ საჴმილთა჻ ლხენანი: მაშინღა჻ მომხუდეს჻ მოკუდავსა჻ მზისა჻ ელვათა჻ ფენანი: უმისჟამისოდ჻ ცუდია჻ ჩემგან჻ მიდამო჻ რბენანი:

1574. მიდი჻ და჻ ჰკადრე჻ ტარიელს჻ პასუხი჻ ჩემგან჻ თხრობილი: მადლი჻ რად჻ უნდა჻ მეფეო჻ ხარ჻ რაზომ჻ გინდა჻ ლმობილი: ვარ჻ მუცლითგანვე჻ დედისა჻ თქუენად჻ სამონოდ჻ შობილი: ღ~თნ჻ მუნამდის჻ მიწა჻ მყოს჻ ვირ჻ მეფე჻ იყო჻ ცნობილი:

1575. გებრძანა჻ შეყრა჻ მწადიან჻ საყუარელისა჻ შენისა: ეგე჻ არს჻ მსგავსი჻ გულისა჻ ლმობიერისა჻ თქუენისა: მუნა჻ მე჻ ჴმალი჻ არ჻ მიკვეთს჻ არცა჻ სივრცელე჻ ენისა: მიჯობს჻ მოლოდნა჻ საქმისა჻ მის჻ განგებისა჻ ზენისა:

1576. ესეა჻ ჩემი჻ საწადი჻ და჻ ჩემი჻ მოსანდომარე: ინდოეთს჻ გნახო჻ მორჭმული჻ საჯდომთა჻ ზედა჻ მჯდომარე: გვერდსავე჻ გიჯდეს჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომარე: მებრძოლნი჻ თქუენნი჻ მოგესრნეს჻ არვინ჻ ჩნდეს჻ მუნ჻ მეომარე:

1577. რა჻ გამისრულდენ჻ ესენი჻ ჩემნი჻ გულისა჻ ნებანი: მაშინღა჻ მივალ჻ არაბეთს჻ მომხუდენ჻ მის჻ მზისა჻ ხლებანი: ოდისცა჻ სწადდეს჻ დამივსნეს჻ ამა჻ ცეცხლისა჻ დებანი: სხვა჻ თქუენგან჻ არა჻ არ჻ მინდა჻ მძულან჻ რასაცა჻ თნებანი»:

1578. რა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ ნათქუამი჻ ყმისანი: მან჻ ბრძანა჻ მაგას჻ არა჻ ვიქ჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ მისანი: ვითა჻ მან჻ ჰპოვა჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ სულთა჻ დგმისანი: ეგრევე჻ მანცა჻ სამისოდ჻ ნახნეს჻ ძალ჻ გულნი჻ ძმისანი:

1579. მიდი჻ უთხარ჻ ჩემაგიერ჻ სიტყუა჻ ჩემგან჻ არ჻ ნათნები: მე჻ შენისა჻ გამზრდელისა჻ უნახავად჻ არ჻ დავდგები: ვეჭუ჻ მრავალი჻ დამეჴოცნეს჻ მონა჻ მისგან჻ საყუარლები: ვითხოვ჻ ხოლემ჻ შენდობასა჻ ეგეთივე჻ მოვბრუნდები»:

1580. ესე჻ უთხარ჻ ამის჻ მეტსა჻ მოციქულობ჻ ნურას჻ ნუო: ხვალე჻ წასულა჻ არ჻ დავშალო჻ არცა჻ საქმე჻ გავათუო: მე჻ არ჻ მიზამს჻ არაბთ჻ მეფე჻ რომე჻ სიტყუა჻ გავაცრუო: ამოდ჻ ვსთხოვო჻ ქალი჻ მისი჻ შევეხვეწო჻ შევეგუო:

1581. უანბო჻ ფრიდონ჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა: არ჻ დადგებისო჻ ცუდია჻ შენგან჻ ცდისაღა჻ თქმულობა: მას჻ დაუმძიმდა჻ მოედვა჻ კულა჻ გულსა჻ ცეცხლისა჻ ალობა: ასრე჻ ჴამს჻ შიში჻ მეფეთა჻ და჻ პატრონისა჻ კრძალულობა:

1582. ავთანდილ჻ მივა჻ მუჴლ჻ მოყრით჻ ტარიას჻ შესახუეწელად: ფერჴთა჻ ეხვევის჻ აკოცებს჻ აღარ჻ შეხედავს჻ ზე჻ წელად: ეტყუის჻ კმა჻ რაცა჻ შევსცოდე჻ როსტანს჻ წლეულად჻ მე჻ წელად: კულავ჻ ნუ჻ მიქ჻ ერდგულობისა჻ გამტეხლად჻ დაცამლეწელად:

1583. რასაცა჻ ჰლამი჻ არ჻ მოგცემს჻ მას჻ ღმრთისა჻ სამართალია: გამზრდელსა჻ ჩემსა჻ ვით჻ ვჰკადრო჻ მე჻ საქმე჻ სამუხთალია: მე჻ მისთუის჻ ჴელი჻ ვით჻ გავსძრა჻ ვინ჻ ჩემთუის჻ ფერ჻ ნამკრთალია: ვით჻ მოიჴმაროს჻ მონამან჻ პატრონსა჻ ზედა჻ ჴმალია:

1584. ეგე჻ საქმე჻ მე჻ და჻ ჩემსა჻ საყუარელსა჻ შეგუამდურვებს: ვაი჻ თუ჻ გაწყრეს჻ გაგულისდეს჻ კუშტი჻ გულსა჻ შეაურვებს: ამბავსაცა჻ დამიძვირებს჻ ჭურეტისათვის჻ მამასურვებს: შენდობასა჻ ჴორციელი჻ კაცი჻ ვერა჻ დამიურვებს: