... (H-757), 1671 წ.

1566. აქა჻ მხატვარო჻ დახატე჻ ძმად჻ უმტკიცესნი჻ ძმობილნი იგი჻ მიჯნურნი჻ მნათობთა჻ სხუისა჻ ვერვისგან჻ სწრობილნი ორნივე჻ გმირნი჻ მოყმენი჻ მამაცობისა჻ ცნობილნი რა჻ ქაჯეთს჻ მივლენ჻ გასინჯეთ჻ ომი჻ ლახუართა჻ სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა჻

1567. რა჻ გათენდა჻ გაემართნეს჻ წაიტანეს჻ ასმათ჻ თანა ნურადინის჻ ქუეყანამდის჻ შეისუიან჻ მათ჻ უკანა მუნ჻ ვაჭარმან჻ ოქროს჻ ფასად჻ ცხენი჻ მისცა჻ არ჻ უძღუანა ავთანდილ჻ კმა჻ ყოლაოზად჻ სხუამცა჻ ვინღა჻ წაიტანა

1568. იარეს჻ და჻ ზედა჻ შეჰჴდეს჻ ნურადინის჻ მეჯოგეთა ჯოგი჻ ნახეს჻ მოეწონა჻ ფრიდონისთუის჻ იაგეთა მუნ჻ ავთანდილს჻ ჰინდო჻ ეტყუის჻ გაქნევ჻ კარგთა჻ სიშმაგეთა მოდი჻ ფრიდონს჻ გავლაღობნეთ჻ ჯოგსა჻ მისსა჻ მოვადგეთა

1569. ჯოგი჻ წაუღოთ჻ მოსრულნი჻ ვესმით჻ ჯოგისა჻ წაღებად გამოემართუის჻ საომრად჻ ველთა჻ სისხლისა჻ დაღებად ანაზდად჻ გვიცნობს჻ გაჰკრთების჻ გულსა჻ შეელმის჻ დაღებად ამოა჻ კარგი჻ ლაღობა჻ ლაღსა჻ შევეიქს჻ ლაღებად

1570. დაუწყეს჻ პყრობა჻ ტაიჭთა჻ ფრიდონის჻ უკეთესებსა მუნ჻ მეჯოგეთა჻ ფანოსი჻ შეექნა჻ ეკრა჻ კუესებსა უყივლეს჻ ვინ჻ ხართ჻ მოყმენო჻ ვინ჻ იქთ჻ საქმესა჻ ზესებსა ჯოგი჻ მისია჻ ვინ჻ მტერსა჻ ჰკრავს჻ ჴრმალსა჻ არ჻ აკუნესებსა

1571. მათ჻ მშვილდები჻ დაიწუადეს჻ მეჯოგეთა჻ გაეკიდნეს მეჯოგენი჻ მიიზახდეს჻ ჴმანი჻ მათნი჻ გაადიდნეს გვიშველეთო჻ გვიშველეთო჻ მეკობრეთა჻ ამოგვწყუიტნეს ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ ფრიდონს჻ ჰკადრეს჻ არ჻ დარიდნეს

1572. შეეკაზმა჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ შეკაზმული჻ გამოვიდა ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ რაზმი჻ ველთა჻ დაჰფარვიდა იგი჻ მზენი჻ მოეგებნეს჻ ვის჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაზვრიდა დაეხურა჻ ზარადები჻ პირსა჻ მათსა჻ უფარვიდა

1573. რა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ იცნა჻ თქუა჻ ვნახეო჻ ვინცა჻ მინა მუზარადი჻ მოიხადა჻ გაიღიმნა჻ გაიცინა ფრიდონს჻ უთხრა჻ რასა჻ ჰლამი჻ ჩუენი჻ მოსლვა჻ რას჻ გეწყინა პურად჻ ავი჻ მასპინძელი჻ მოგუეგებვი჻ ომად჻ წინა

1574. ფრიდონ჻ ფიცხლა჻ გარდაიჭრა჻ დავარდა჻ და჻ თაყვანისსცა იგინიცა჻ გარდაუხდეს჻ მოეხუივნეს჻ აკოცესცა ფრიდონ჻ ღმერთსა჻ ჴელაბყრობით჻ უსაზომო჻ მადლი჻ მისცა დიდებულნი჻ აკოცებდეს჻ იცნობდიან჻ იგი჻ ვისცა

1575. ფრიდონ჻ უთხრა჻ რასა჻ სდეგით჻ მოგელოდი჻ უწინარე მე჻ მზა჻ ვარო჻ სამსახური჻ თქუენი჻ რამცა჻ დავიზარე ჰგუანდა჻ თუცა჻ შეყრილ჻ იყვნეს჻ ორნი჻ მზენი჻ ერთი჻ მთუარე ერთმანერთი჻ დააშვენეს჻ გაემართნეს჻ იქცეს჻ გარე

1576. ფრიდონის჻ სახლსა჻ გარდაჴდეს჻ ორნივე჻ ტურფად჻ გებულსა ახლოს჻ დაისუამს჻ ავთანდილს჻ მისსა჻ ძმადშეფიცებულსა ტარიელ჻ დაჯდა჻ საჯდომსა჻ ოქსინოგარდაგებულსა მათ჻ უძღუნეს჻ იგი჻ აბჯარი჻ ფრიდონს჻ ჭაბუკად჻ ქებულსა

1577. უთხრეს჻ ჯერთ჻ ჟამად჻ არა჻ გვაქვს჻ სხუა჻ შენთვის჻ არმაღანია მაგრა჻ ტურფანი჻ მრავალნი჻ ქუე჻ სამე჻ გუისხენ჻ სხუანია მან჻ დასდვა჻ პირი჻ მიწასა჻ არ჻ დაიყოვნა჻ ხანია ჩემთუის჻ ამისი჻ ბოძება჻ არს჻ თქუენი჻ შესაგუანია

1578. გამოისუენეს჻ მას჻ ღამით჻ ფრიდონის჻ მასპინძლობითა აბანოს჻ ბანნა჻ აავსნა჻ შესამოსლისა჻ ძღუნობითა დამოსნა჻ ტურფატურფითა჻ ერთმანერთისა჻ მჯობითა თვალმარგალიტი჻ ღარიბი჻ უძღუნა჻ ოქროსა჻ გობითა

1579. უთხრა჻ თქუა჻ ესე჻ სიტყვაა჻ ავისა჻ მასპინძელისა჻ ჰგავს჻ მომწყენოდეს჻ სტუმრობა჻ თქუენ჻ ბრძნისა჻ ვითა჻ ხელისა მაგრა჻ აწ჻ ყოფნა჻ არ჻ ვარგა჻ წავლა჻ სჯობს჻ გზისა჻ გრძელისა თუ჻ ქაჯნი჻ მოგვესწრებიან჻ საეჭუი჻ არს჻ სიძნელისა

1580. დიდთა჻ რას჻ ვაქმნევთ჻ ლაშქართა჻ კარგნი჻ გუინდან჻ და჻ ცოტანი სამასი჻ კაცი჻ გუეყოფის჻ წავიდეთ჻ მართ჻ მეოტანი ჩუენ჻ ქაჯეთს჻ ქაჯთა჻ საომრად჻ დავაგნეთჴრმალთა჻ კოტანი მას჻ ადრე჻ ვჰპოებთ჻ ვისიცა჻ მოგუკლავს჻ ალვისა჻ მოტანი

1581. ქაჯეთს჻ ერთხელ჻ მეც჻ ვყოფილვარ჻ ნახავთ჻ თქუენცა჻ გემაგრების ყოვლგნით჻ კლდეა჻ გარეშემო჻ მტერი჻ ვერა჻ მოადგების თუ჻ იდუმალ჻ არ჻ შეუვალთ჻ ცხადად჻ შებმა჻ არ჻ ეგების მით჻ ლაშქარი჻ არად჻ გუინდა჻ რაზმი჻ მალვით჻ ვერ჻ მოგუყუების

1582. იგინიცა჻ დაემოწმნეს჻ ამა჻ მისსა჻ ნაუბარსა მუნ჻ დააგდეს჻ ქალი჻ ასმათ჻ ფრიდონ჻ მისცემს჻ საჩუქვარსა თუით჻ სამასსა჻ ცხენოსანსა჻ წაიტანდეს჻ გმირთა჻ დარსა ბოლოდ჻ ღმერთი჻ გაუმარჯვებს჻ ყოვლსა჻ პირველ჻ შენაზარსა

1583. ზღუა჻ გაიარეს჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შეფიცებულთა ფრიდონ჻ გზა჻ იცის჻ იარეს჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ რებულთა ფრიდონ჻ თქუა჻ ვახლავთ჻ არეთა჻ ჩუენ჻ ქაჯეთს჻ მიახლებულთა აქათგან჻ ღამით჻ ვლა჻ გუინდა჻ მით჻ არას჻ გამჟღავნებულთა

1584. ამა჻ ფრიდონის჻ თათბირთა჻ სამნივე჻ ერთგან჻ ზმიდიან რა჻ გაუთენდის჻ დადგიან჻ და჻ ღამით჻ ფიცხლა჻ ვლიდიან მივიდეს჻ აჩნდა჻ ქალაქი჻ მცველთა჻ ვერ჻ დასთუალვიდიან გარე჻ კლდე჻ იყო჻ გუშაგთა჻ ჴმა჻ ჯარვით჻ გაადიდიან