... (Q-1335), XVIII ს.

1560. ნესტან დარეჯან ეხუევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახმე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგუცა წყალობა ვცან მისი არ სიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1561. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თს ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მიჩს ოდენ გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ ყმანი მოყუარულნი

1562. დიდებულთა თაყვანისსცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა კურთხეულა მისი ღმრთება ჩუენ გუიჩუენნა პირი თქვენი აღარა გუწავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1563. მოვიდეს და პირი ჴელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა თავნი ჩუენთუის დაიჴოცნეს იგი შუება საუკუნო ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხუდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1564. თუცა მე მათი დაჴოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხუდა უკუდავი მუნ დიდი საჩუქვარია ესე თქუა ნელად ატირდა და წუიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძურის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1565. მუნ ატირდეს ყუველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭურეტთა მღერა ჰმართებს რასათუისცა ავაგლახეს

1566. ვინ ღირსა თქუენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქუენთუის სიკუდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა ღ~თმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1567. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხუდა დაკარგული ლომი მზესა წაჴდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თუალთა მილსა

1568. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ჴმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1569. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ჴელთა აქუ მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭურეტლად მიშუება მუნ მათგან ნააჯარია

1570. გარდაჴდეს და ფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა იყრიდეს ოქროსა ხუეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1571. მათ ქალ ყმათათუის საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული წითელ ყუითელთა თუალითა ზედა კეკლუცად ფრქუეული ავთანდილისთუის ყვითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდა მჭურეტელი ვცან მათი სულდალეული

1572. მგოსანები მოდგეს ისმოდეა ჴმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და განმრავლდა ძღუნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტან დარეჯანს უშუენის ღიმილი ჩენა კბილისა

1573. მოიღეს ძღუენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კუერცხი ბატისა კვლა ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქ მონამატისა მას წინა ღამით ძალედვის მხატუარსა ხატვა ხატისა

1574. კულა უძღუნა თუითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მრგულად დათლილისა თუალისა იაგუნდისა მრთელისა კვლა მოაქუ ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ჴელისა ავთანდილისთიის ლომისა ძღუენი ფრიდონის ქველისა

1575. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხუილითა ავთანდილს უძღუნა ყუელაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1576. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართუმიდის უფასოსა ძღუენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყუეტდის ჩაღანა და ჩანგი ჴმასა აჰა მიხუდა შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1577. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე [ე]რთ სიტყვები გულისა არს გული თქუენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქუენგან ვჰპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1578. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთუის თავისა დადება აწ მე მაქუ ნაცვლად მისისა მოჴმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნის ამისი ცხადება ვითა დამივსო საჴმილი ეგრე მისიცა კმა დება