... (S-4988), XVII-XVIII სს.

1546. გამოვლნეს჻ ზღვანი჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შენაფიცართა: კულავ჻ ამტკიცებდეს჻ სიტყუათა჻ მათ჻ პირველ჻ დანამტკიცართა: ჰშვენის჻ მღერა჻ და჻ სიცილი჻ მათ჻ მისთა჻ არ჻ უვიცართა: ბაგეთათ჻ შუქი჻ შეადგის჻ ზედან჻ ბროლისა჻ ფიცართა:

1547. მუნით჻ კაცი჻ ასმათს჻ თანა჻ მათ჻ გაგზავნეს჻ მახარობლად: კულავ჻ ფრიდონის჻ თავადთასა჻ ნაომართა჻ მათთა჻ მთხრობლად: მანდა჻ მოვა჻ მოიმაღლებს჻ მზე჻ მნათობთა჻ მამაგრობლად: ჩუენ჻ დამზრალნი჻ აქანამდის჻ აწ჻ გავჴედით჻ დაუზრობლად:

1548. იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ იარეს჻ გზა჻ ზღვის჻ პირისა: მიყმაწვილობდეს჻ უხარის჻ მათ჻ გარდაჴდომა჻ ჭირისა: მივიდეს჻ სადა჻ ქუეყანა჻ იყო჻ ნურადინ჻ გმირისა: მოეგებნიან჻ ისმოდის჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ჴშირისა:

1549. მუნ჻ მიეგება჻ ყუელანი჻ ფრიდონის჻ დიდებულები: ასმათი჻ სავსე჻ ლხინითა჻ ვის჻ აღარ჻ აჩნდა჻ წყლულები: ნესტანდარიჯს჻ ზედ჻ მოიჭდნვა჻ რომე჻ ვერ჻ გაჴსნის჻ ცულები: აწ჻ გაუსრულა჻ ყოველი჻ მან჻ მისი჻ ნაერდგულები:

1550. ნესტანდარეჯან჻ ეხვევის჻ პირსა჻ აკოცებს჻ პირითა: უბრძანა჻ ჩემო჻ ვაგლახ჻ მე჻ შენცა჻ აგავსე჻ ჭირითა: აწ჻ ღმერთმან჻ მოგუცა჻ წყალობა჻ ვსცან჻ მე჻ არ჻ მის჻ სიძვირითა: მე჻ გულსა჻ შენსა჻ ეზომსა჻ არ჻ ვიცი჻ გარდვიჴდი჻ რითა:

1551. ასმათ჻ ჰკადრა჻ მადლი჻ ღ~თსა჻ ვარდნი჻ ვნახენ჻ არდაზრულნი: ბოლოდ჻ ასრე჻ გააცხადნა჻ გონებამან჻ დაფარულნი: სიკუდილიცა჻ სიცოცხლედ჻ მჩანს჻ ოდეს჻ გნახენ჻ მხიარულნი: სჯობან჻ ყოვლთა჻ მოყუარულთა჻ პატრონ჻ ყმანი჻ მოყუარულნი:

1552. დიდებულთა჻ თაყუანისსცეს჻ მოახსენეს჻ დიდი჻ ქება: რომე჻ ღ~თნ჻ გაგვახარნა჻ კურთხეულა჻ მისი჻ ღმრთება: ჩვენ჻ გვიჩვენნა჻ პირი჻ თქუენი჻ აღარა჻ გვწვავს჻ ცეცხლთა჻ დება: წყლულსა჻ მისგან჻ დაკოდილსა჻ მასვე჻ ძალუც჻ განკურნება:

1553. მოვიდეს჻ და჻ პირი჻ ხელსა჻ დასდვეს჻ აგრე჻ გარდაჰკოცნეს: მეფე჻ ეტყუის჻ ძმათა჻ თქუენთა჻ თავნი჻ ჩუენთუის჻ დაიჴოცნეს: იგი჻ შვებას჻ საუკუნო჻ ცხადად჻ პოვეს჻ არ჻ იოცნეს: ერთსა჻ მიხუდეს჻ საზიაროდ჻ დიდებანი჻ იასოცნეს:

1554. თუმცა჻ მე჻ მათი჻ დაჴოცა჻ მტკივის჻ და჻ სატკივარია: მაგრამ჻ მათ჻ მიხუდა჻ უკვდავი჻ მუნ჻ დიდი჻ საჩუქარია: ესე჻ თქუა჻ ნელად჻ ატირდა჻ და჻ წვიმა჻ თოვლსა჻ არია: ნარგისთათ჻ იძურის჻ ბორიო჻ ვარდსა჻ ზრავს჻ იანვარია:

1555. მუნ჻ ატირდეს჻ ყუელაკანი჻ რა჻ ტირილად჻ იგი჻ ნახეს: რაცა჻ ვისცა჻ დაჰკლებოდა჻ მათ჻ ტირილით჻ სულთქმით჻ ახეს: დადუმდეს჻ და჻ მოახსენეს჻ რადგან჻ ბრძენთა჻ მზეებრ჻ გსახეს: თქუენთა჻ მჭურეტთა჻ მღერა჻ მართებს჻ რასათვისცა჻ ივაგლახეს:

1556. ვინ჻ ღირს჻ ა჻ თქუენგან჻ ეგზომსა჻ ტირილსა჻ დამძიმებასა: თქუენთვის჻ სიკვდილი჻ დია჻ სჯობს჻ მიწათა჻ ზედა჻ რებასა: კულავ჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ მეფესა჻ ნურათ჻ იქთ჻ გამწარებასა: ღ~თიმცა჻ მუქფად჻ მოგიზღავს჻ ათასსა჻ გახარებასა:

1557. ავთანდილცა჻ მიუმტკივნა჻ იტყუის჻ დიდსა჻ სიმძიმილსა: მათ჻ შეასხეს჻ ქება჻ უთხრეს჻ თავნი჻ მივსცნეთ჻ აწ჻ ღიმილსა: რადგან჻ მიხუდა჻ დაკარგული჻ ლომი჻ მზესა჻ წაჴდომილსა: არა჻ ვსტირთ჻ სატირალსა჻ აღარ჻ დავსდებთ჻ თვალთა჻ მილსა:

1558. მივიდეს჻ სადა჻ ქალაქი჻ დიდი჻ მულღაზანზარია: სცემდეს჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ გაჰჴდა჻ ზათქი჻ და჻ ზარია: დაბდაბისა჻ და჻ ქოსისა჻ ჴმა჻ ტურფად჻ შენათხზარია: მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ დააგდეს჻ მუნ჻ ბაზარია:

1559. გარდაოდეს჻ ფრიდონისასა჻ სრა჻ ნახეს჻ მოსაწონები: გამოეგება჻ მრავალი჻ ოქროს჻ სარტყლითა჻ მონები: ფერჴთა჻ საფენლად჻ ოქსინო჻ მართ჻ მათგან჻ არს჻ ნაქონები: თავსა჻ აყრიდეს჻ ოქროსა჻ ხვეტს჻ ჯარი჻ მუნ჻ ნარონები:

1560. შუკათა჻ მოდგა჻ ვაჭარნი჻ ყოვლგნით჻ მჭურეტელთა჻ ჯარია: შორს჻ უარებდეს჻ სარანგნი჻ ჴელთა჻ აქუთ჻ მათ჻ აბჯარია: მოიჯრებოდეს჻ ჯალაბნი჻ სრაანგთა჻ დამსაჯარია: მათად჻ საჭურეტლად჻ მიშვება჻ მუნ჻ მათგან჻ ნააჯარია:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისასა:

1561. მათ჻ ქალ჻ ყმათათვის჻ საჯდომი჻ დაედგა჻ თეთრძოწეული: წითელ჻ ყვითლითა჻ თვალითა჻ ზედა჻ კეკლუცად჻ ფრქვეული: ავთანდილისთვის჻ ყვითელი჻ და჻ შავი჻ ერთგან჻ რეული: მოვიდეს჻ დასხდა჻ მჭურეტელი჻ ვცან჻ მათი჻ სულ჻ დალეული:

1562. მგოსანნი჻ მოდგეს჻ ისმოდა჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ტკბილისა: ქორწილი჻ ქნეს჻ და჻ გამრავლდა჻ ძღვნობა჻ ლარისა჻ ლბილისა: ფრიდონის჻ პურად჻ კარგისა჻ არ჻ მასპინძლისა჻ წბილისა: ნესტან჻ დარეჯანს჻ უშვენის჻ ღიმილი჻ ჩენა჻ კბილისა:

1563. მოიღეს჻ ძღვენი჻ უსახო჻ ფრიდონის჻ არ჻ ალქატისა: ცხრა჻ მარგალიტი჻ სიდიდით჻ მართ჻ ვითა჻ კვერცხი჻ ბატისა: სხვა჻ ერთი჻ თვალი჻ სამსგავსო჻ მზისა჻ შუქ჻ მონამატისა: მას჻ წინა჻ ღამით჻ ძალ჻ ედვის჻ მხატვარსა჻ ხატვა჻ ხატისა:

1564. კულავ჻ უძღუნა჻ თვითო჻ ფარღული჻ გარდასაყრელი჻ ყელისა: მრგულად჻ დათლილისა჻ თვალისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა: კულავ჻ მოაქუს჻ ერთი჻ ტაბაკი჻ მძლედ჻ საჭირავი჻ ჴელისა: ავთანდილისთვის჻ ლომისა჻ ძღვენი჻ ფრიდონის჻ ქველისა: