..., 1860 წ.

1565. ზღვათა მეფესა ეტყვიან. ორნივე შუქთა მეფენენი კბილნი ბროლნი და ბაგენი. სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა. ნიშატი საჩანგ დაფენი და მაგრამ გაგვიშვია ჟამთა. წავიდეთ ვართ მოსწრაფენი.

1566. შენ იყავ ჩვენი მშობელი. და ჩვენი საესავსიო მაგრამ ამოსაც ვგიაჯეთ. გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს. სამიწოდ თქვენთვის თავიო და რადგან ისწრაფის რა გკადრო. წაგიწინამძღვრებს მკლავიო.

1567. მეფემან ნავი ხომალდი. მოკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ. გამყრელი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს. თმა წვერსა გაიყრიდესა და ფატმის ცრემლთა შედენით. თვითზღვაცა გაადიდესა.

ტარიელისა და ავთანდილისაგან. ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მოსვლა.

1568. გამოვლნეს ზღვანი სამთავე. ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდა სიტყვასა. მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი. მათ მისთა არ უვიცართა და ბაგეთათ შუქი შეადგეს. ზედან ბროლისა ფიცართა.

1569. მუნით კაცი ასმათ თანა. მათ გაგზავნეს მახარობლად კვლავ ფრიდონის თავადთანა. ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს. მზე მნათობთა მამაგრობლად და ჩვენ დამზრალნი აქანამდის. აწ ვიქნებით დაუზრობლად.

1570. იგი მზე შესვეს კუბოსა. იარეს გზა ზღვისა პირსა მიყმაწვილობდეს უხარის. მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა. იყო ნურადინ გმირისა და მოეგებიან ესმოდის. ჴმა სიხარულისა ჴშირისა.

1571. მუნ მიეგებნეს ყველანი. ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა. ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტან დარეჯანს მოეჭდო. რომე ვერ გახსნის ცულები და აწ გაუსრულა ყველაი. მან მისი ნაერთგულები.

1572. ნესტან დარეჯან ეხვევის. პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახმე. შენცა აგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგცეს წყალობა. ვსცან მე არ მისი ძვირითა და მე გულსა შენსა ეზომსა. არ ვიცი გარდვიხდი რითა.

1573. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა. ვარდი ვნახე არ დამზრალი ბოლოდ ასრე გააცხადა. გონებამან დაფარული სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს. ოდეს გნახე მხიარული და სჯობნ ყოველთა მოყვარეთ. პატრონ ყმანი მოყვარული.

1574. დიდებულთა თაყვანის სცეს. მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარა. კურთხეულმცა მისი ღ~თება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი. აღარა გვაქვს ცეცხლთა დება და წყლულსა მისგან დაკოდილსა. მასვე ძალუცს განკურნება.

1575. მოვიდეს და პირი ჴელთა. დასდვეს ადრე გარდაკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა. თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვება საუკუნო. ცხადა პოვეს არ იოცნეს და ერთსა მიხვდეს საზიარო. დიდებანი იასოცნეს.

1576. თუცა მათი დაჴოცა. მტკიცის და სატკივარია მაგრამ მათ მიხვდა უკვდავი. მუნ დიდი საჩუქარია ესე თქვა ნელად ატირდა. ცრემლი მიწასა არია და ნარგისთა მოქრის ვარდსა ზრავს. ქრის ქარი იავარია.

1577. მუნ ატირდეს ყველაკანი. რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვის რა დაჰკლებოდა. მართ ტირილი აერთ სახეს დადუმდეს და მოახსენეს. რადგან ღ~თნ მზედ დაგსახეს და თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს. რასათვისცა ივაგლახეს.

1578. ვინ ღირსა თქვენსა ეზომსა. ტირილსა დამძიმებასა თქვენთვის სიკუდილი დია სჯობს. მიწათა ზედან რებასა კვლავ ფრიდონ ეტყვის მეფესა. ნურად იქ გამწარებასა და ღ~თიც მუქაფათ შემოგზღვავს ათასსა გახარებასა.

1579. ავთანდილცა მიუმტკივნა. იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს. თავი მივსცეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგულსა. ლომი მზესა წახდომილსა და არა ვსტირით სატირალსა. აღარ დავსდებთ თვალთა მილსა.

1580. მივიდეს სადა ქალაქი. დიდი მულღან ზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა. გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა. ჴმა ტკბილად შენათხ ზარია და მოატყდეს მოქალაქენი. დააგდეს მუნ ბაზარია.

1581. გადახდეს ფრიდონისასა. სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი. ოქროს სარტყლითა მონები ფერჴთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები როსა. ხვეტს ჯარი მუნ ნარონები და თავსა იყრიდეს ოქროსა. ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

1582. მოვიდნენ მოდგა ლაშქარი. ყოვლგნით ვაჭართა ჯარია შორს უარებდეს სარაგნი. ჴელთა აქვსთ მათ აბჯარია მოიჭრებოდეს ჯალაბნი. სარანგთა დასმა ჯარია და მათად საჭვრეტლად მიშვება. მუნ მათგან ნააჯარია.

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისას.