..., 1860 წ.

1546. მოკრიფეს ჯორი აქლემი. რაცა ვით პოვეს მალები სამას ათასსა აჰკიდეს. მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი. იაგუნდი და ლალები და იგი მზე შესვეს კუბოსა. არს მათგან განაკრძალები.

1547. სამოცი კაცი დააგდეს. ქაჯეთის ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე. მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს. თუცა გზა მუნით გრძელია და თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა. გვაც მისი გარდუხდელია.

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა.

1548. ზღვათა მეფისა წინაშე. გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოვალ ტარიელ. მტერთა მძლედ მოსვრით მპობელი ქაჯეთით მამყვეს ჩემი მზე. ჩემი ლახვართა მსობელი და მწადიან გნახო პატივით. ვითა მამა და მშობელი.

1549. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა. და მათი დანადებია მეფეო ყველაი კარგი. მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე. სდედებია დასდებია და მის მუქაფად რა გიძღნუა. მძულს ცუდი ნაქადებია.

1550. მოდი გვნახე გავიარეთ. ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა. გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცი შენი შეაყენე. ციხე მაგრა დაიჭირე და მე ვისწრაფვი ვერა გნახავ. შენ წამოდი ჩემკენ ირე.

1551. თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ. უსენ ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების. ნახვა მისი ჴსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა. ჭვრეტასამცა სხვასა ვისსა და ვინ მზესაცა უნათლეა. ისრე ვითა ბროლი ფისსა.

1552. რა კაცი ტარიელისა. ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაჰკრთების. ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება. ღ~თსა მართლისა მბჭობელსა და მაშინვე შეჯდა არ უნდა. მისლვა ზ სხვისაღა მჴმობელსა.

1553. ბარგი აჰკიდა გააგო. ქნა ქორწილისა მათისა მას მიაქვს რიცხვი ტურფათა. არს სიდიადე სათისა ფატმან ყავს თანა იარეს. სავალი დღისა ათისა და უხარის ნახვა ლომისა. და მზისა ჴმელთა მნათისა.

1554. შორს გაეგებნეს სამნივე. დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს. გარდასწყდეს ჯართა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს. მან მადლი გაუათასა და ქალი რა ნახეს სტრფიალობს. შუქსა მას ბროლ ბაკამათსა.

1555. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა. ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდაკოცნა. ჴელი ფეხი პირი ყელი იტყვის ღ~თო რა გმსახურო. განმინათლდა რადგან ბნელი და ვცან სიმოკლე ბოროტისა. კეთილია შენი გრძელი.

1556. ქალი ფატმანს ეხვეოდა. ტკბილად ეტყვის რა გამწყრალი ღ~თნ გული განმინათლა. გახეთქილი გაცა მკრთალი აწ აგრე ვარ გავსებული. წინას ვიყავ ვითა მცხრალი და მზემან შუქნი შემომადგა. ვარდი მით ვსჩან არ დამზრალი.

1557. ზღვათა მეფე გარდაიხდის. მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა. არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა. საჭურჭლესა ანაკიდსა და პერპერასა დაფანტულსა. ზედა სცვეთენ ვითა ჴიდსა.

1558. მუნ იდვის გორი ლალისა. სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი. ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მთელისა. ყვითლისა მეტად ხასისა და კვლავ ერთი ტახტი ოქროსი. წითლისა მართლ ქალაქისა.

1559. ნესტან დარეჯანს ყაბარჩა. უძღუნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა. ბადახშითა და ლალითა დასხდეს ო რნივე ქალ ყმანი. პირითა ელვა მკრთალითა და მათი მჭვრეტელნი დაიწვნენ. ცეცხლითა მართ ხალასითა.

1560. ავთანდილს და ფრიდონს უძღუნა. უსაზომო დიდი ზღვენი ძვირ ფასისა უნაგირი. უკეთესი ფთვითო ცხენი თვითო კაბა თვალიანი. უცხო ფერთა შუქთა მფენი და მოახსენეს მადლი რა ვსთქვათ. სვიანიმცა დავლა თქვენი.

1561. ტარიელ მადლსა გარდიხდის. ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო. პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აღვავსე მნობითა. ტურფითა რითი მშვენითა და ვიცი შორიშორ არ ჩავლა. ჩვენ თქვენი კარგა ვქენითა.

1562. ზღვათა მეფე მოახსენებს. ჴელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო. ვერ მჭვრეტელთა შორით მკვლელო მსგავსი თქვენი რაღა მეძღვნა. შვენიერო სანახველო და რა მოგშორდე რა მერგების. საჭვრეტელად სასურველო.

1563. ტარელ ფატმანს უბრძანა. თავი შენი მიდია თავ გული შენი ჩემზედა. გარდაუხდელი დიდია აწ ქაჯთა რაცა საჭურჭლე. ქაჯეთით ამიკიდია და მამი ცემია წაიღე. არ კიდე მამიყიდია.

1564. ფატმან ხათუნ თაყვანისცა. ჰკადრებს მადლსა მეტისმეტსა მე მეფეო შენი ნახვა. მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები. მე დამაგდებ ვითა რეტსა და ას ნეტარძი მოახლეთა. ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა.