... (H-757), 1671 წ.

1546. ავთანდილს჻ მადლი჻ უბრძანა჻ ქნა჻ უყო჻ საუბარისა მე჻ შენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქუა჻ ბრძენთაგან჻ საქებარისა ვითა჻ ზემთისა჻ წყარომან჻ მომრწყე჻ ყუავილი჻ ბარისა დამწყუიტე჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთა჻ ნაგუბარისა

1547. მე჻ ვერა჻ გიყო჻ ნაცვალსა჻ ღმერთი჻ გარდგიხდის჻ ციერი ზეგარდმო჻ მისით჻ შემოგზღოს჻ მუქაფა჻ ჩემმაგიერი შესხდეს჻ და჻ შინა჻ წავიდეს჻ მათ჻ ლხინი჻ ჰქონდა჻ ძლიერი აწ჻ გავეაძღო჻ სოფელმან჻ ასმათ჻ ადრითგან჻ მშიერი

1548. ქუაბისა჻ კარსა჻ ასმათი჻ მარტო჻ ზის჻ არბარგოსანი შეხედნა჻ იცნა჻ ტარიელ჻ თანა჻ ყმა჻ ჭარმაგოსანი ორნივე჻ ტურფად჻ იმღერდეს჻ ვით჻ იადონი჻ მგოსანი მაშინვე჻ იცნა჻ ავარდა჻ მოშლილი჻ პერანგოსანი

1549. აქამდის჻ მიწყივ჻ ენახა჻ ქუაბს჻ მისლვა჻ მოტირალისა აწ჻ გაუკვირდა჻ დანახვა჻ სიცილით჻ მომღერალისა ზარაღებული჻ ავარდა჻ ცნობა჻ უც჻ ვითა჻ მთურალისა არ჻ იცის჻ სმენა჻ ამბვისა჻ ჯერთ჻ მისგან჻ სასურვალისა

1550. მათ჻ რა჻ ნახეს჻ შემოჰყივლეს჻ სიცილით჻ და჻ კბილთა჻ ჩენით ჰე჻ ასმათო჻ მოგუივიდა჻ მოწყალება჻ ღმრთისა჻ ზენით ვჰპოვეთ჻ მთუარე჻ დაკარგული჻ რაცა჻ გწადდა჻ იგი჻ ვქენით აწ჻ გავხედით჻ ბედისაგან჻ ცეცხლთა჻ შრეტით჻ ჭირთა჻ ლხენით

1551. ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ასმათის჻ მოსახვეველად მან჻ მიჰყო჻ ხელი჻ ალვასა჻ შტო჻ მოჰყვა჻ მოსარხეველად ყელსა჻ და჻ პირსა჻ აკოცებს჻ არის჻ ცრემლისა჻ მფრქვეველად რა჻ სცანო჻ რა჻ ჰქენ჻ მიამბე჻ ვტირ჻ შენი჻ მოაჯე჻ ველად

1552. ავთანდილ჻ ასმათს჻ უსტარი჻ მისცა჻ მისისა჻ ზრდილისა ალვისა჻ შტოდამჭკნარისა჻ მთუარისა჻ ფერმიხდილისა უთხრა჻ თუ჻ ნახე჻ ნაწერი჻ მის჻ პატიჟგარდაჴდილისა მზე჻ მოგუეახლა჻ მოგუეცა჻ ჩუენ჻ მოშორვება჻ ჩრდილისა

1553. ასმათ჻ რა჻ ნახა჻ უსტარი჻ ცნა჻ მისი჻ დანაწერობა გაჰკუირდა჻ ზარმან჻ აიღო჻ ათრთოლებს჻ ვითა჻ ხელობა ტერფით჻ თხემამდის჻ გაუჴდა჻ მას჻ მეტი჻ საკუირველობა იტყუის჻ რა჻ ვნახე჻ რა჻ მესმის჻ არსცა჻ ამისი჻ მრთელობა

1554. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ ეგე჻ ამბავი჻ მრთელია ლხინი჻ მოგუეცა჻ მოგვშორდა჻ ყოველი჻ ჭირი჻ ძნელია მზე჻ მოგუეახლა჻ უკუნი჻ ჩუენთვის჻ აღარა჻ ბნელია ბოროტსა჻ სძლია჻ კეთილმან჻ არსება჻ მისი჻ გრძელია

1555. ჰინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა ვარდსა჻ ზედა჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელსა჻ აპკურებდა კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ თუცა჻ კაცი჻ შეიგებდა

1556. ღმერთსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქუეს჻ გუიყოო჻ რაცა჻ სჯობდა აწყა჻ ვცანით჻ უარესსა჻ პირი჻ თქუენი჻ არ჻ გაჰბრჭობდა ჰინდოთ჻ მეფე჻ ჴელგანპყრობით჻ მხიარული჻ ამას჻ ჴმობდა ქუაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა

1557. ტარიელ჻ ეტყუის჻ ავთანდილს჻ ისმინე჻ სიტყვა჻ ასები გიამბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბვედ჻ ნუ჻ გენასები მე჻ ოდეს჻ ქუაბნი჻ წაუხვენ჻ დავხოცე჻ დევთა჻ დასები მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ ძეს჻ საჭურჭლე჻ ძუირნაფასები

1558. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მდომია მოდი჻ და჻ გავხსნათ჻ შევიგნეთ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია იამა჻ ადგეს჻ ორნივე჻ არცა჻ ქუე჻ ასმათ჻ მჯდომია დალეწეს჻ კარი჻ ორმოცი჻ მათგან჻ არ჻ ზედა჻ ომია

1559. პოვეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კულა჻ უნახავი჻ თვალისა მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თუალისა჻ ხელწმიდად჻ განათალისა ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა ვინმცა჻ ქნა჻ რიცხვი჻ ოქროსა჻ ვერუისგან჻ დანათვალისა

1560. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი პოეს჻ ერთი჻ ზარადახანა჻ აბჯრისათვის჻ ახლად჻ ქნილი მუნ჻ აბჯარი჻ ყოვლიფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭდილი჻ არგახსნილი

1561. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკუირველიო ჯაჭუმუზარადი჻ ალმასი჻ ჴმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებნენ჻ დღე჻ იყოს჻ იგი჻ ძნელიო უმისჟამისოდ჻ ვინც჻ გახსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკვლელიო

1562. კიდობანი჻ გახსნეს჻ პოვეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი რასაცა჻ ვით჻ შეიმოსენ჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი ჯაჭუი჻ ჴრმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გუანი ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყუნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი

1563. თუითომან჻ თუითო჻ ჩაიცვეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან ჯაჭუმუზარადსა჻ აბჯარი჻ მართ჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰკიდიან ხმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვით჻ ბამბის჻ მკედსა჻ სჭრიდიან მათ჻ უღირს჻ ყოვლად჻ ქუეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან

1564. თქუეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გუეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა ღმერთმან჻ მოგუხედნა჻ თუალითა჻ ზეგარდმო჻ მონახედითა აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა თუითო჻ მათ჻ ერთი჻ ფრიდონის჻ საძღვნობლად჻ შეკრეს჻ ღუედითა

1565. ოქროც჻ რამე჻ წაიტანეს჻ მარგალიტი჻ ღარიბები გამოვიდეს჻ გამობეჭდეს჻ ორმოცივე჻ საჭურჭლები ავთანდილ჻ თქუა჻ ამას჻ იქით჻ დავამაგრო჻ ჴრმალსა჻ ნები ამას჻ ღამე჻ არსად჻ წავალ჻ რა჻ გათენდეს჻ არ჻ დავდგები