... (Q-1335), XVIII ს.

1541. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქუს რიცხუი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარა სავალი დღისა ათისა უხარის ნახუა ლომისა და მზისა ჴმელთა მნათისა

1542. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღუათასა გარდაჴდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბახმათასა

1543. ფატმან ხათუნს მისსა მჭურეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხუივა გარდუკოცნა ჴ{ე}ლი ფერჴი პირი ყელი იტყვის ღ~თო რა გმსახურო გამინათლდა რადგან ბნელი ვსცნა სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1544. ქალი ფატმანს ეხუეოდა ტკბილად იტყვის არ გამწყრალი ღ~თნ გული განმინათლა გახეთქილი გაცამწყრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი ვით ვჩან არ დამზრალი

1545. ზღუათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერ პერასა დაპანტულსა ზედა სცუეთენ ვითა ჴიდსა

1546. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღუნა გუირგუინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყუითლისა მეტად ხასისა კვლა ერთი ტახტი ოქროსი წითლისა მართ ხალასისა

1547. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღუნა შემკული თუალითა იაგუნდითა წითლითა ბადახჩითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭურეტელნი დაიწუნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1548. ავთანდილს და ფრიდონს უძღუნა უსაზომო დიდი ძღუენი ძუირ ფასისა უნაგირი უკეთესი თუითო ცხენი თუითო კაბა თუალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქუათ სუიანმცაა დავლა თქუენი

1549. ტარიელ მადლსა გარდახდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქუენითა მერმე აგუავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღუენითა ვიცი შორიშორ არ ჩავლა ჩუენ თქუენი კარგად ვქენითა

1550. ზღუათა მეფე მოახსენებს ჴელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭურეტთა შორით მკულელო მსგავსი თქვენი რამცა მეძღუნა შუენიერო სანახუელო რა მოგშორდე რა გერგების საჭურეტელად სასურველო

1551. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთი[თ] ამ[ი]კიდია მომიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1552. ფატმან ხათუნ თაყვანისცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო შენი ნახუა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭურეტსა

1553. ზღუათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მთენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქუენოდ მყოფთა არ გუინდან ნიშანნი ხაჩანგდაფენი მაგრა გაგუიშუენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1554. შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩუენგან საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გუიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქუენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1555. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღუისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღურიდესა თავსა იცემდეს იგლეჯ[დ]ეს თმა წვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თუით ზღუაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ფრიდონისას მისულა

1556. გამოვლნეს ზღუანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა ჰშუენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უვიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1557. მუნით კაცი ასმათ თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კვლა ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩუენ დამზრალნი აქანამდის აწ გავჴედით დაუზრობლად

1558. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღუის პირისა მიყმაწურილობდეს უხარის მათ გარდაჴდომა ჭირისა მივიდეს სადა ქუეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ჴმა სიმღერისა ხშირისა

1559. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარეჯს ზედა მოიჭდნვა რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები