... (S-4988), XVII-XVIII სს.

1527. აწ჻ მე჻ მაქუს჻ ქაჯთა჻ ქუეყანა჻ და჻ მათი჻ დანადებია: მეფეო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მე჻ თქუენგან჻ წამკიდებია: ფატმანს჻ უხსნია჻ ჩემი჻ მზე჻ სდედებია჻ და჻ სდებია: ამისად჻ მუქფად჻ რა჻ გიძღვნა჻ მძულს჻ ცუდი჻ ნაქადებია:

1528. მოდი჻ გუნახენ჻ გავიარდეთ჻ ქუეყანასა჻ შენსა჻ ვირე: სრულად჻ ქაჯთა჻ სამეფოსა჻ გიძღუნი჻ ჩემგან჻ შეიწირე: კაცნი჻ შენნი჻ შეაყენენ჻ ციხე჻ მაგრად჻ დაიჭირე: მე჻ ვისწრაფი჻ ვერა჻ გნახავ჻ შენ჻ წამოდი჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე:

1529. თქუენ჻ უბრძანე჻ ჩემაგიერ჻ უსენს჻ ქმარსა჻ ფატმანისსა: გამოგზავნოს჻ იამების჻ ნახვა჻ მისი჻ ხსნილსა჻ მისსა: მისგან჻ კიდე჻ ინატრიდა჻ ჭურეტასამცა჻ სხვადღა჻ ვისსა: ვინ჻ მზესაცა჻ უნათლეა჻ ასრე჻ ვითა჻ ბროლი჻ ფისსა:

1530. რა჻ კაცი჻ ტარიელისა჻ ესტუმრა჻ ზღვათა჻ მფლობელსა: წესია჻ გული჻ გაკრთების჻ ამბავსა჻ გასაკრთომელსა: მისცა჻ მადლი჻ და჻ დიდება჻ ღ~თსა჻ მართლისა჻ მბრჭობელსა: მაშინვე჻ შეჯდა჻ არ჻ უნდა჻ მისულა჻ სხვასაღა჻ მჴმობელსა:

1531. ბარგი჻ აჰკიდა჻ გააგო჻ ქნა჻ ქორწილისა჻ მათისა: მას჻ მიაქუს჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ არს჻ სიდიადე჻ სათისა: ფატმან჻ ჰყავს჻ თანა჻ იარა჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა: უხარის჻ ნახვა჻ ლომისა჻ და჻ მზისა჻ ჴმელთა჻ მნათისა:

1532. შორს჻ გაეგებნეს჻ სამნივე჻ დიდსა჻ მეფესა჻ ზღვათასა: გარდაჴდეს჻ მდაბლად჻ აკოცეს჻ გარესწყდეს჻ ჯარსა჻ სპათასა: შეასხეს჻ ქება჻ ტარიელს჻ მან჻ მადლი჻ გაუათასა: ქალი჻ რა჻ ნახეს჻ სტრფიალობს჻ შუქსა჻ მას჻ ბროლ჻ ბაკმათასა:

1533. ფატმან჻ ხათუნს჻ მისსა჻ მჭურეტსა჻ ედებოდა჻ ცეცხლი჻ ნელი: მოეხვია჻ გარდუკოცნა჻ ჴელი჻ ფერხი჻ პირი჻ ყელი: იტყუის჻ ღ~თო჻ რა჻ გმსახურო჻ გამინათლდა჻ რადგან჻ ბნელი: ვსცან჻ სიმოკლე჻ ბოროტისა჻ კეთილია჻ შენი჻ გრძელი:

1534. ქალი჻ ფატმანს჻ ეხვეოდა჻ ტკბილად჻ იტყუის჻ არ჻ გამწყრალი: ღ~თნ჻ გული჻ გამინათლა჻ გახეთქილი჻ გაცამწკრალი: აწ჻ აგრე჻ ვარ჻ გავსებული჻ წინას჻ ვიყავ჻ ვითა჻ მცხრალი: მზემან჻ შუქნი჻ შემამადგა჻ ვარდივით჻ ვჩან჻ არდამზრალი:

1535. ზღვათა჻ მეფე჻ გარდაიჴდის჻ მუნ჻ ქორწილსა჻ მეტად჻ დიდსა: ქაჯეთიცა჻ დაუმადლა჻ არ჻ გაუშვა჻ დღესა჻ შვიდსა: უხვად჻ გასცემს჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ანაკიდსა: პერპერასა჻ დაპანტულსა჻ ზედა჻ სცვეთდენ჻ ვითა჻ ჴიდსა:

1536. მუნ჻ იდვის჻ გორი჻ ლარისა჻ სტავრისა჻ და჻ ატლასისა: ტარიელს჻ უძღვნა჻ გვირგვინი჻ ვერ჻ დანადები჻ ფასისა: იაგუნდისა჻ მრთელისა჻ ყვითლისა჻ მეტად჻ ხასისა: კულავ჻ ერთი჻ ტახტი჻ ოქროსი჻ წითლისა჻ მართ჻ ახლითა:

1537. ნესტან჻ დარეჯანს჻ ყაბაჩა჻ უძღუნა჻ შემკული჻ თვალითა: იაგუნდითა჻ წითლითა჻ ბადახშითა჻ და჻ ლალითა: დასხდეს჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ პირითა჻ ელვა჻ მკრთალითა: მათნი჻ მჭურეტელნი჻ დაიწუნეს჻ ცეცხლითა჻ მართ჻ ახალითა:

1538. ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ უძღუნა჻ უსაზომო჻ დიდი჻ ძღვენი: ძვირფასისა჻ უნაგირი჻ უკეთესი჻ თვითო჻ ცხენი: თვითო჻ კაბა჻ თვალიანი჻ უცხო჻ ფერთა჻ შუქთა჻ მფენი: მოახსენეს჻ მადლი჻ რა჻ ვთქვათ჻ სვიანმცაა჻ დავლა჻ თქუენი:

1539. ტარიელ჻ მადლსა჻ გარდიჴდის჻ ტურფა჻ სიტყუითა჻ ენითა: დიდად჻ ვიამე჻ მეფეო჻ პირველ჻ ნახვითა჻ თქუენითა: მერმე჻ აგუავსენ჻ მრავლითა჻ ტურფა჻ ფერითა჻ ძღვენითა: ვიცი჻ შორიშორ჻ არჩავლა჻ ჩუენ჻ თქუენი჻ კარგად჻ ვქენითა:

1540. ზღვათა჻ მეფე჻ მოახსენებს჻ ჴელმწიფეო჻ ლომო჻ ქველო: მოახლეთა჻ სიცოცხლეო჻ ვერ჻ მჭურეტელთა჻ შორით჻ მკლუელო: მსგავსი჻ თქუენი჻ რამცა჻ მეძღუნა჻ შვენიერო჻ სანახველო: რა჻ მოგშორდე჻ რა჻ მერგების჻ საჭურეტელად჻ სასურველო:

1541. ტარელ჻ ფატმანს჻ უბრძანა჻ მე჻ თავი჻ შენი჻ მიდია: დავ჻ გული჻ შენი჻ ჩემზედა჻ გარდაუხდელი჻ დიდია: აწ჻ ქაჯთა჻ რაცა჻ საჭურჭლე჻ ქაჯეთით჻ ამიკიდია: მამიცემია჻ წაიღე჻ არ჻ კიდე჻ მამიყიდია:

1542. ფატმან჻ ხათუნ჻ თაყუანისსცა჻ ჰკადრებს჻ მადლსა჻ მეტის჻ მეტსა: მე჻ მეფეო჻ შენი჻ ნახვა჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ დაუშრეტსა: რა჻ მოგშორდე჻ რა჻ ვიქნები჻ მე჻ დამაგდებ჻ ვითა჻ რეტსა: ახ჻ ნეტარძი჻ მოახლეთა჻ ვაგლახ჻ თქუენსა჻ ვერა჻ მჭურეტსა:

1543. ზღვათა჻ მეფესა჻ ეტყუიან჻ ორნივე჻ შუქთა჻ მაფენი: კბილნი჻ ბროლნი჻ და჻ ბაგენი჻ სადაფთა჻ მოსადაფენი: უთქვენოდ჻ მყოფთა჻ არ჻ გვინდა჻ ნიშანნი჻ საჩანგდაფენი: მაგრა჻ გაგვიშუენ჻ ჟამია჻ წავიდეთ჻ ვართ჻ მოსწრაფენი:

1544. შენ჻ იყავ჻ ჩვენი჻ მშობელი჻ ჩუენგან჻ ღ~თად჻ საესავიო: მაგრამ჻ ამასცა჻ ვიაჯით჻ გუიბოძოთ჻ ერთი჻ ნავიო: მეფემან჻ ბრძანა჻ არა჻ მშურს჻ სამიწოდ჻ თქუენად჻ თავიო: რადგან჻ ისწრაფი჻ რა჻ გკადრო჻ წა჻ გიწინამძღურდეს჻ მკლავიო:

1545. მეფემან჻ ნავი჻ ხომალდი჻ მოჰკაზმა჻ ზღვისა჻ კიდესა: გამოემართა჻ ტარიელ჻ გამყრელნი჻ ცრემლსა჻ ღვრიდესა: თავსა჻ იცემდეს჻ იგლეჯდეს჻ თმა჻ წვერსა჻ გაიყრიდესა: ფატმანის჻ ცრემლთა჻ შედენით჻ თვით჻ ზღვაცა჻ გაადიდესა:

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისულა: