..., 1860 წ.

1526. ფიცხლავ შევებნეთ შევჯარნეთ. ვერ მოგვასწრობენ კარებსა სამთაგან ერთი შეუვალთ. სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი. მივსცეთ სისხლის ღვარებსა და ჴელი კვლავ ვხადოთ აბჯარსა. მას ჩვენ განძლივ ნახმარებსა.

1527. ფრიდონ უთხრა შემიგნია. გამიგია ვიცი მერა მა ცხენსა ჩემეულსა. მოასწრობენ კარსა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი. ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა და თვარე ყოლე არ გვიძღვნიდი. გითხრა ჩემი სიძურ ძერა.

1528. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს. სიტყვები არ პირ მკვახები დაასკვნეს იგი თათბირი. ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ასასი. ყველაი გმირთა სახებ.ი და ცხენებსა შესხდეს აიღეს. მათ მათი ჩაბალახები.

1529. იგი ჭაბუკნი შუქითა. ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი. ფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედა ზის. ტანითა მით წერწეტითა და დალიეს მტერნი შიშითა. ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1530. ჩემი აწ ესე ნათქვამი. მათი სახე დადარია რა ზედა სწვიმდეს ღრუბელი. და მთათა ასტყდეს ღვარია მოვა და ხევსა მოგრაგნის. მისი ზათქი და ზარია და მაგრამ რა ზღვასა შეერთვის. მაშინ ეგრეცა წყნარია.

1531. თუცა ფრიდონ და ავთანდილ. სიკეთე მოუწდომია მაგრამ ტარიას შებმანი. არ ვისგან მოსანდომია მზე მნათობცა დაჰფარავს. არცარა ნათლად ხომა და აწ იყურებდით მსმენელნო. გესმას ფიცხელი ომია.

1532. სამთავე სამად გაიყვეს. თვითომან თვითო კარები თანა ჰყვა კაცი სამასი. ყველაი გმირთა დარები მას ღამეთ უყვეს სადარო. უცრუო აუჩქარები და გათენდა გაჩნდეს მიმართეს. თავისთან ჰქონდათ ფარები.

1533. პირველ ამოდ მიდიოდეს. მგზავრთა რამე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს. ვერცა დახვდეს გულ მხიერად გულსა შიში არა ჰქონდათ. ამოთ დგეს და ნებიერად და მიდგეს გარეთ მუზარადი. დაიხურეს ჟამიერად.

1534. ანასდათ ცხენი გაქუსლეს. მათრახმან შექმნა წრიალი რა ნახეს კარნი გაახვნეს. ქალაქით გახდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს. თავსა მით უყვეს რიალი და იკრეს ნობსა და დაბდაბსა. შეიქნა ბუკთა ღრიალი.

1535. მაშინ ქაჯეთს მოიწია. უსაზომო რისხვა ღ~თისა კრონოს წყრომით შემხედველმან. მოაშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა. ბორბალი და სიმგრგულე ცისა და ველი მგორსა ვერ ი ტევდა. გადიოდა ჯარი მკვდრისა.

1536. კაცსა უკრავად დაბნედდა. ჴმა ტარიელის ჴაფისა აბჯარსა ფხრეწდის გაცუდდა. სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კარსა შეშჯარეს. ჭირი არ ნახეს კაფისა და რა ქალაქს შეჴდეს შეიქნა. სიხარკე ციხის წრაფისა.

1537. ავთანდილ და ლომი ფრიდონ. შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად გაეწყვიტნათ. სისხლნი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთსა. ნახვა დიდად გაეხარნეს და თქვეს ტარიელ რა იქნაო. მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1538. ერთმანცა არა იცოდა. ვერა სცნეს ტარიელისა ციხისა კარსა მიმართეს. რიდი არ ჰქონდათ მტერისა მუნ იდვა რიყე აბჯრისა. ნალეწი ჴმალთა წვერისა და ათი ათასი ნოთობათი. უსულო მსგავსი მტვერისა.

1539. ციხისა მცველნი ყველანი. იდვა მართ ვითა სნეულნი თავით ფეხამდის დაჭრილი. აბჯარი მუნ დახეულნი ციხისა კარი განხმული. კართა ნალეწნი სრეულნი და სწნეს ნაქმრად ტარიელისა. თქვეს საქმე არს მისეულნი.

1540. გზანი დახვდათ შეკაზმული. ავიდნენ და აძვრენ ჴვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად. გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა. ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა და მკერდი მკერდსა შეეწება. გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1541. ეხვეოდეს ერთმანერთსა. აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გვანდნენ ოდეს ერთად. მუშთარი ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს. დაშვენდეს და შუქნი არნეს და აქანამდინ ჭირნახულთა. ამას იქით გაიხარნეს.

1542. მათ ერთმანერთსა აკოცეს. დგანან ყელ გარდაჭდომილნი კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად. ვარდი ბაგეთა პობილნი აწ ესენიცა გავიდნენ. შეკრბეს სამივე ძმობილნი და მას მზესა მისცეს სალამი. წარდგეს მართ ვითა ჴმობილნი.

1543. მზე მოეგება პირითა. ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა. ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა. სიტყვითა მით ნარნარითა და ორივე ერთად უბნობდეს. ამოთა საუბარითა.

1544. ტარიელსაც უსალამეს. მას ალვისა ნორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება. ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს. რომ აბჯარი არ გაითხეს და თავი მათი გაალომეს. მათი მბრძოლი იშველეს ითხეს.

1545. სამასისა კაცისაგან. ას სამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს მისთა სპათა. მაგრამ ცალკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს. რაცა მტერი დარჩომოდა და რომე პოვეს საჭურჭლენი. აწვე თვალით ვით ითქმოდა.