... (H-757), 1671 წ.

1526. ტარიელ჻ ტირს჻ და჻ ავთანდილ჻ სიცილით჻ ეუბნებოდა გაღიმდის჻ ძოწი჻ გააპის჻ კბილთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა ეტყოდა჻ ვცანო჻ ამბავი჻ შენ჻ რომე჻ გიამებოდა აწ჻ გაახლდების჻ ყუავილი჻ ვარდი჻ აქამდის჻ ჭკნებოდა

1527. ამა჻ ამბავსა჻ გიამბობ჻ არს჻ ჩემგან჻ მონასმინები მასცა჻ მოშორდა჻ საწუთრო჻ ვის჻ ჰგუანდეს჻ ფერად჻ მინები კიდე჻ შემოგხსნის჻ ჯინჯილსა჻ ხელობისათუის჻ ვინ჻ ები კულა჻ მასვე჻ გიზამს჻ სოფელითუ჻ სჭმუნავ჻ რაცა჻ ინები

1528. ტარიელ჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმაო჻ კმა჻ არს჻ დღეს჻ რაცა჻ მლხენია ყოველი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მინახავს჻ ნახვა჻ შენია სხუად჻ ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ წამალი჻ არცა჻ რა჻ მოგისმენია კაცმანმცა჻ სოფელს჻ ვით჻ პოვა჻ რაცა჻ რა჻ საქმე჻ ზენია

1529. რა჻ ტარიელ჻ არ჻ შესჯერდა჻ ავთანდილცა჻ არ჻ დასწყნარდა მის჻ ამბისა჻ დაყოვნება჻ ვეღარ჻ გასძლო჻ აუჩქარდა გამოიღო჻ რიდე჻ მისი჻ ვინ჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ ვარდა რა჻ ტარიელ჻ ნახა჻ იცნა჻ გამოუღო჻ შემოვარდა

1530. წიგნი჻ და჻ კიდე჻ რიდისა჻ იცნა჻ და჻ გაცაშალა჻ მან პირსა჻ დაიდვა჻ დაეცა჻ ვარდმან჻ ფერითა჻ მკრთალამან სულნი჻ გაიქცნეს჻ მოდრიკა჻ თავი჻ გიშრისა჻ ტალამან მისნი჻ ვერ჻ გასძლნეს჻ პატიჟნი჻ ვერ჻ ყაენ჻ ვერცა჻ სალამან

1531. ავთანდილ჻ უჭვრეტს჻ ტარიელს჻ უსულოდ჻ ქუემდებარესა შეფრინდა჻ შუელად჻ მიმართა჻ მას჻ ტკბილად჻ მოუბარესა ვერა჻ ვერ჻ არგო჻ დამწუარსა჻ სრულად჻ ცეცხლნადებარესა მისთა჻ ნიშანთა჻ სიცოცხლე჻ მართ჻ მისი჻ მიებარესა

1532. ავთანდილ჻ დაჯდა჻ ტირილად჻ ტირს჻ ჴმითა჻ შუენიერითა ყორანსა჻ გაგლეჯს჻ ჴშირჴშირად჻ აფრთხობს჻ ბროლისა჻ ჭერია გახეთქა჻ ლალი჻ გათლილი჻ ანდამატისა჻ კვერითა მუნით჻ წყარონი჻ გამოჰჴდეს჻ ძოწსა჻ ვამსგავსე჻ ფერია

1533. ტარიელს჻ ეგრე჻ გასულა჻ მზე჻ დასტირს჻ იტყუისახა჻ ვა ღმერთო჻ ნუ჻ მოჰკლავ჻ ჯერ჻ ჟამად჻ თქვა჻ ბრალ჻ არს჻ დასამარხავა ნუ჻ გუწუავ჻ ცეცხლითა჻ ცხელითა჻ ნუ჻ გაგვხდი჻ სხუათა჻ მზრახავა სოფელო჻ მოგვეც჻ სიახლე჻ ვისთუის჻ გვაქვს჻ გული჻ მჭმახავი

1534. პირსა჻ იხოკს჻ ღაწუთა჻ სისხლი჻ ჩასდიოდა჻ მისსა჻ მჭურეტსა რაცა჻ ვქენო჻ არ჻ უქმნია჻ არცა჻ შმაგსა჻ არცა჻ რეტსა წყალი჻ სწრაფით჻ რას჻ დავასხი჻ ცეცხლსა჻ ძნელად჻ დასაშრეტსა ჩქარად჻ ეცეს჻ ვერ჻ გაუძლებს჻ გული჻ ლხინსა჻ მეტისმეტსა

1535. მე჻ მოვკალ჻ ჩემი჻ მოყვარე჻ რა჻ მმართებს჻ გაწბილებულსა თავსა჻ ვაბრალობ჻ საქმესა჻ არ჻ დასუმით჻ გაგონებულსა ცრუ჻ კაცი჻ კარგად჻ ვერა჻ იქს჻ საქმესა჻ გაძნელებულსა თქმულა჻ სიწყნარე჻ გმობილი჻ სჯობს჻ სიჩქარესა჻ ქებულსა

1536. უცნობო჻ ქმნილი჻ ტარიელ჻ ძეს჻ მსგავსად჻ ნატუსალისად ავთანდილ჻ ადგა჻ გამოვლნა჻ შამბნი჻ საძებრად჻ წყალისად მან჻ პოვა჻ სისხლი჻ ლომისა჻ მოაქვს჻ სავსებლად჻ ალისად მკერდსა჻ დაასხა჻ გავეჴდა჻ ლაჟვარდი჻ ფერად჻ ლალისად

1537. ავთანდილ჻ მკერდსა჻ დაასხა჻ მას჻ ლომსა჻ სისხლი჻ ლომისა ტარიელ჻ შეჰკრთა჻ შეიძრა჻ რაზმი჻ ჰინდოთა჻ ტომისა თუალნი჻ აახუნა჻ მიეცა჻ ძალი჻ ზე჻ წამოჯდომისა ლურჯათ჻ ჩანს჻ შუქი჻ მთუარისა჻ მზისგან჻ შუქნაკრთომისა

1538. ზამთარი჻ ვარდთა჻ გაახმობს჻ ფურცელნი჻ შთამოსცვივიან ზაფხულის჻ მზისა჻ სიახლე჻ დასწუავს჻ გუალვასა჻ ჩივიან მაგრა჻ მას჻ ზედა჻ ბულბულნი჻ ტურფასა჻ ჴმასა჻ ჰყივიან სიცხე჻ სწუავს჻ ყინვა჻ დააზრობს჻ წყლულნი჻ ორჯელვე჻ სტკივიან

1539. აგრევე჻ გული჻ კაცისა჻ მოსაგუარებლად჻ ძნელია ჭირსა჻ და჻ ლხინსა჻ ორსავე჻ ზედა჻ მართ჻ ვითა჻ ხელია მიწყივ჻ წყლულდების჻ საწუთრო჻ მისი჻ აროდეს჻ მრთელია იგი჻ მიენდოს჻ სოფელსა჻ ვინცა჻ თავისი჻ მტერია

1540. ტარიელ჻ ნახა჻ ნაწერი჻ კულაცა჻ მკვლელისა჻ მისისა იკითხავს჻ თუცა჻ აშეთებს჻ კითხვა჻ წიგნისა჻ მისისა დაუყვის჻ ცრემლმან჻ სინათლე჻ ბნელად჻ ჩანს჻ შუქი჻ დღისისა ავთანდილ჻ ადგა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ სიტყუისა჻ მქისისა

1541. მიკვირს჻ თუ჻ რად჻ ნამუსად჻ გიჩს჻ ცრემლნი჻ მიდგიან჻ მორევად მზე჻ პატიმრად჻ გყავს჻ სოფელილ჻ იჭირვის჻ ჩვენდა჻ მორევად ფრიდონ჻ მოვიჴმოთ჻ ლომ჻ გულო჻ ძმადფიცი჻ ჩუენდა჻ სწორევად მან჻ მოგუაშველოს჻ ლაშქარი჻ მათ჻ გრძნეულთათვის჻ მორევად

1542. იტყუის჻ თუ჻ ნაქმრად჻ არ჻ ვარგა჻ კაცისა჻ გასწავლილისად აწ჻ რადღა჻ გუმართებს჻ ტირილი჻ ჴამს჻ დავსხდეთ჻ ქნად჻ ღიმილისა ადეგ჻ წავიდეთ჻ საძებრად჻ მის჻ მზისა჻ წაჴდომილისა ადრე჻ მიგიყვან჻ მიყვანა჻ არს჻ შენგან჻ მონდომილისა

1543. ტარიელ჻ მითხარ჻ სიმღერა჻ მო჻ ჴმითა჻ მოგურინავითა ამ჻ ჩემს჻ ასულსა჻ ზღუას჻ შევრთავ჻ მზესა჻ შინ჻ მოგური჻ ნავითა სულ჻ ქაჯთა჻ პირქვე჻ დავამხობ჻ გველებრივ჻ მოგვრინავითა თუ჻ ჩემი჻ მოსულა჻ გრძნებისა჻ მოვალ჻ და჻ მოგვრი჻ ნავითა

1544. ვითა჻ გუმართებს჻ გახარება჻ პირველ჻ აგრე჻ გავიხარნეთ მერმე჻ შევსხდეთ჻ გავემართნეთ჻ ქაჯეთისკენ჻ თავნი჻ ვარნეთ ჴრმალნი჻ ჩვენნი჻ ვიწინამძღვრნეთ჻ მათნი჻ ზურგით჻ დავიყარნეთ უჭირველნი჻ შემოვიქცეთ჻ იგი჻ მძორთა჻ დავადარნეთ

1545. მერმე჻ ტარიელ჻ ამბავსა჻ ჰკითხავს჻ აღარა჻ ბნდებოდა შეხედნის჻ თვალნი჻ აჰმართნის჻ შავთეთრი჻ ელვა჻ ჰკრთებოდა მართ჻ ვითა჻ ლალსა჻ მზისაგან჻ მას჻ ფერი჻ ეზარდებოდა ვინ჻ ღირს჻ ა჻ თუმცა჻ წყალობით჻ ცა჻ მიწყივ჻ მობრუნდებოდა