... (Q-1335), XVIII ს.

1522. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი რა ნახნეს კარნი გაახუნეს ქალაქით გახდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი

1523. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხუა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედულმან მოიშორა სიტკბო მზისა მათვე რისხუით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრულე ცისა ველნი მკუდართა ვერ იტევდეს გადიადდა ჯარი მკუდრისა

1524. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ჴაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1525. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყუიტნეს სისხლნი მათნი მოეღუარნეს უყივლეს და ერთმან ერთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქუეს ტარიელ რა იქნაო მისად ჭურეტად თუალნი არნეს

1526. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხისა კარსა მიმართეს რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ჴრმალთა წუერისა ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტუერისა

1527. ციხისა მცუელი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული თავით ფერჴამდის დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი გახმულნი კართა ნალეწი სრეული ცნეს ნაქმრად ტარიელისად თქუეს საქმე არს მისეული

1528. გზანი დახუდეს შეკაზმულნი შევიდეს დ{ა} გაძურეს ჴურელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთუარე გუელსა მუზარადი მოეხადა ჰშუენის აკრვა თმისა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1529. ეხუევოდეს ერთმანერთსა აკოცონ და ცრემლნი ღუარნენ ამას ჰგუანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნენ მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშუენდეს და შუქნი არნენ აქანამდი ჭირ ნახულთა ამას იქით გაიხარნენ

1530. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კვლა შეეწებნეს ხშირ ჴშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ჴმობილნი

1531. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშუელთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყუითა მით ნარ ნარითა ორივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა

1532. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს მათი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1533. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ერთ კერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე პოვნეს საჭურჭლენი აწმცა თუალვით ვით ითქმოდა

1534. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამი ათასსა აჰკიდეს მარგალი{ტი} და თუალები თუალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესუეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1535. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგურა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართებს თუცა გზა მუნით გრძელია თქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გუაც მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღუათა მეფისასა მისულა

1536. ზღუათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთუალა მოველ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე ჩემი ლახუართა მსობელი მწადიან გნახნე პატივით ვითა მამა და მშობელი

1537. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყუელაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია ამისად მუქფად რა გიძღუნა მძულს ცუდი ნაქადებია

1538. მოდი გუნახენ გავიარდეთ ქუეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნა ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფვი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1539. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ უსენ ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახუა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭურეტასამცა სხუადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლია ასრე ვითა ბროლი ფისსა

1540. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღუათა მფლობელსა წესია გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა მისცა მადლი და დიდება ღ~თსა მართლისა მბჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისულა სხუასაღა მჴმობელსა