... (S-4988), XVII-XVIII სს.

1508. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქვამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია: რა჻ ზედა჻ სწვიმდეს჻ ღრუბელნი჻ და჻ მთათა჻ აღტყდეს჻ ღვარია: მოვა჻ და჻ ჴევსა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია: მაგრამ჻ რა჻ ზღუასა჻ შეერთვის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია:

1509. თუცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუწდომნია: მაგრამ჻ ტარიას჻ შემბმელნი჻ არვისგან჻ მოსანდომნია: მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ჴომნია: აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმნენ჻ ფიცხელი჻ ომნია:

1510. სამთავე჻ სამად჻ გაიყვეს჻ თვითომან჻ თვითო჻ კარები: თანა჻ ჰყვა჻ კაცი჻ სამასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ დარები: მას჻ ღამით჻ უქნეს჻ სადარნო჻ უცრ჻ თუო჻ ანაჩქარები: გათენდა჻ გაჩნდეს჻ მიმართეს჻ თავისთავ჻ ჰქონდათ჻ ფარები:

1511. პირველ჻ ამოდ჻ მიდიოდეს჻ მგზავრთა჻ რათმე჻ მაგიერად: მათ჻ შიგანთა჻ ვერა჻ უგრძნეს჻ ვერცა჻ დახუდეს჻ გულხმიერად: გულსა჻ შიში჻ არა჻ ჰქონდა჻ ამოდ჻ დგეს჻ და჻ ნებიერად: მიდგეს჻ გარე჻ მუზარადნი჻ დაიხურნეს჻ ჟამიერად:

1512. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრახმან჻ შექნა჻ წრიალი: რა჻ ნახნეს჻ კარნი჻ გაახუნეს჻ ქალაქით჻ გაჰჴდა჻ ზრიალი: სამთავე჻ სამგნით჻ მიმართეს჻ თავსა჻ მით჻ უყვეს჻ რიალი: იკრეს჻ ნობსა჻ და჻ დაბდაბსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ ტკრციალი:

1513. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწია჻ უსაზომო჻ რისხვა჻ ღმრთისა: კრონოს჻ წყრომით჻ შემხედუელმან჻ მოიშორვა჻ სიტკბო჻ მზისა: მათვე჻ რისხვით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგრგულე჻ ცისა: ველნი჻ მძორთა჻ ვერ჻ იტევდა჻ გადიადდა჻ ჯარი჻ მკუდრისა:

1514. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ჴმა჻ ტარიელის჻ ჴაფისა: აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშან჻ ქაფისა: სამგნითვე჻ კართა჻ შესჯარნეს჻ ჭირი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა: რა჻ ქალაქს჻ შეჰჴდეს჻ შეიქმნა჻ სიხარკე჻ ციხეს჻ სწრაფისა:

1515. ავთანდილ჻ და჻ ლომი჻ ფრიდონ჻ შიგნით჻ ერთად჻ შეიყარნეს: მტერნი჻ სრულად჻ აეწყვიტნეს჻ სისხლი჻ მათნი჻ მოეღუარნეს: უყივლეს჻ და჻ ერთმანერთი჻ ნახეს჻ დიდად჻ გაეხარნეს: თქუეს჻ ტარიელ჻ რა჻ იქნაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ თვალნი჻ არნეს:

1516. ერთმანცა჻ არა჻ იცოდა჻ ვერა჻ ცნეს჻ ტარიერისა: ციხესა჻ კარსა჻ მიჰმართეს჻ რიდი჻ არ჻ ჰქონდა჻ მტერისა: მუნ჻ ნახეს჻ რიყე჻ აბჯრისა჻ ნალეწი჻ ჴრმალთა჻ წვერისა: ათი჻ ათასი჻ ნობათი჻ უსულო჻ მსგავსი჻ მტვერისა:

1517. ციხისა჻ მცველნი჻ ყველაი჻ იდვა჻ მართ჻ ვითა჻ სნეული: თავით჻ ფერჴამდი჻ დაჭრილი჻ აბჯარი჻ მუნ჻ დახეული: ციხისა჻ კარნი჻ გახმულნი჻ კართა჻ ნალეწი჻ სრეული: ცნეს჻ ნაქმრად჻ ტარიელისად჻ თქუეს჻ საქმე჻ არს჻ მისეული:

1518. გზანი჻ დახვდეს჻ შეკაფულნი჻ შევიდეს჻ და჻ აძურენ჻ ჴურელსა: ნახეს჻ მზისა჻ შესაყრელად჻ გამოეშვა჻ მთუარე჻ გუელსა: მუზარადი჻ მოეჴადა჻ შვენის჻ აკვრა჻ თმისა჻ ლელსა: მკერდი჻ მკერდსა჻ შეეწება჻ გარდაეჭდო჻ ყელი჻ ყელსა:

1519. ეხვეოდეს჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ და჻ ცრემლნი჻ ღვარნეს: ამას჻ ჰგუანდეს჻ ოდეს჻ ერთგან჻ მუშთარ჻ ზუალ჻ შეიყარნეს: მზე჻ რა჻ ვარდთა჻ შემოადგეს჻ დაშვენდეს჻ და჻ შუქნი჻ არნენ: აქანამდის჻ ჭირ჻ ნახულთა჻ ამას჻ იქით჻ გაიხარნეს:

1520. მათ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ დგანან჻ ყელ჻ გარდაჭდობილნი: კულავ჻ შეეწებნეს჻ ჴშირ჻ ჴშირად჻ ვარდნი჻ ბაგეთათ჻ პობილნი: აწ჻ ესენიცა჻ გავიდნენ჻ შეკრბეს჻ სამნივე჻ ძმობილნი: მას჻ მზესა჻ მისცეს჻ სალამი჻ წადგეს჻ მართ჻ ვითა჻ ჴმობილნი:

1521. მზე჻ მოეგება჻ პირითა჻ ტურფითა჻ მოცინარითა: აკოცა჻ მისთა჻ მეშველთა჻ ლაღმან჻ ცნობითა჻ წყნარითა: მათ჻ მდაბლად჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყვითა჻ მით჻ ნარნარითა: ორივე჻ ერთგან჻ უბნობდეს჻ ტურფითა჻ საუბარითა:

1522. ტარიელსცა჻ უსალამეს჻ მას჻ ალვისა჻ მორჩსა჻ ვით჻ ხეს: მიულოცეს჻ გამარჯვება჻ ერთმანერთი჻ მოკითხეს: არა჻ სჭირდა჻ არ჻ ინანეს჻ რომ჻ აბჯარი჻ არ჻ გაითხეს: თავნი჻ მათნი჻ გაალომეს჻ მათი჻ მბრძოლი჻ იშვლეს჻ ითხეს:

1523. სამასისა჻ კაცისაგან჻ ასსამოცი჻ შეჰყოლოდა: ფრიდონს჻ უმძიმს჻ სპათა჻ მისთა჻ მაგრა჻ ცალ჻ კერძ჻ უხაროდა: მონახეს჻ და჻ არ჻ აცოცხლეს჻ რაცა჻ მბრძოლი჻ დარჩომოდა: რომე჻ პოვნეს჻ საჭურჭლენი჻ აწე჻ თვალვა჻ ვით჻ ითქუმოდა:

1524. მოკრიფეს჻ ჯორი჻ აქლემი჻ რაცა჻ ვით჻ პოვეს჻ მალები: სამიათასსა჻ აჰკიდეს჻ მარგალიტი჻ და჻ თვალები: თვალი჻ ყუელაი჻ დათლილი჻ იაგუნდი჻ და჻ ლალები: იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ არს჻ მათგან჻ განაკრძალები:

1525. სამოცი჻ კაცი჻ დააგდეს჻ ქაჯეთს჻ ციხისა჻ მცველია: წამოიყუანეს჻ იგი჻ მზე჻ მათიღა჻ წაგურა჻ ძნელია: ზღვათა჻ ქალაქსა჻ დამართეს჻ თუცა჻ გზა჻ მუნით჻ გრძელია: თქუეს჻ ფატმან჻ ვნახოთ჻ მუქაფა჻ გვაც჻ მისი჻ გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას წასულა და ფატმანის ნახვა:

1526. ზღვათა჻ მეფესა჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ მახარობელი: შესთვალა჻ მოვალ჻ ტარიელ჻ მტერთა჻ მძლე჻ მოსრვით჻ მსპობელი: ქაჯეთით჻ მომყავს჻ ჩემი჻ მზე჻ ჩემი჻ ლახვართა჻ მსობელი: მწადიან჻ გნახნე჻ პატივით჻ ვითა჻ მამა჻ და჻ მშობელი: