..., 1860 წ.

1509. ზღვა გაიარეს სამთავე. ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს. დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ ჰაერთა. ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა და აქადგან ღამით ვლა გვინდა. მით არა გამჟღავნებულთა.

1510. ამა ფრიდონის თათბირსა. სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან. და ღამით ფიცხლავ ვლიდიან მივიდნენ აჩნდა ქალაქი. მცველსა ვერ დასთვალვიდიან და გარეთ კლდე იყო გუშაგთა. ჴმა ჯარვით გაადიდიან.

1511. ყოველგნით იმრგვლივ შეუვალი. არსაით იყო ყოლეპირი სამთა კართა ცხრა ათასი. ზედ ცვიდიან მოყმე გმირი შუა ციხე ამართული. კლდე კეკლუცი არ დუხჭირი და გვირაბითა შესავალი. ახვრეული ვითა სტვირი.

1512. გვირაბის კარსა ჭაბუკი. ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი. მთვარე დგას მუნ ნათელია თქვეს ვითათბიროთ ვითა სჯობს. აწ გამორჩევა ძნელია და ათი ათასი აჯობებს. თუ გამორჩევით მქნელია.

თათბირი ნურადინ ფრიდონისა.

1513. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა. ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი. დიდთაგან საომარია პირს პირ ომი არ ძალ გვიცს. არ ჟამი საკვეხარია და ათსა წელს ვერ სით შეუვალთ. თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1514. ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი. სამუშთა იდოდ მზრდიდიან მასწავლეს მათი საქმენი. მახლტუმებდიან მწრთიდიან ასრე გავიდი საბელსა. რომ თვალი ვერ მამკიდიან და ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი. იგიცა ინატრიდიან.

1515. აწ ვინცა ვიცით უკეთა. შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ. წვერი საბლისა გრძელისა მას ზედან გავლა ადვილად. მიჩნს ასრე ვითა ველისა და თქვენ ჭირად გეყოს შეგნითა. პოვნა კაცისა მთელისა.

1516. აბჯრითა გავალ არად მჩანს. ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკისად. ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახვამ. ნახოთ გაღება კარისა და თქვენცა მუნ მოდით სადაცა. ზრიალი გესმის კარისა.

თათბირი ავთანდილისა შეპარვით შესვლისა.

1517. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ. მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი. გაქვს არა წყლული გტკივიან სთათბირობ ძნელთა საქმესა. მუნ მჭერთა ივაგლახიან და მაგრამ თუ გესმის გუშაგნი. რა ახლო ახლო ყივიან.

1518. რა გახვიდოდე გუშაგთა. ესმის აბჯრისა ჩხარება გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ. ამისი ჴამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი. დაგრჩეს ცუდიღა ფერება და ეგე თათბირი არ ვარგა. სხვა რამ ვქნათ თავის ტერება.

1519. სჯობს დადეგით დამალულნი. თქვენ ადგილსა იდუმალსა ისგი კაცნი არ იჭერენ. მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროთა შევეკაზმი. ვიქ საქმესა მე მუხთალსა და ერთსა ჯორსა გარდავკიდებ. მუზარადსა ჯაჭვსა ჴმალსა.

1520. სამთავე შესვლა არ ვარგა. თუ გვიგრძნა არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად. და კარგა შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა. გავჩნდები გავეცრუები და ღ~თნ ქნას უხვად ვადინო. შიგან სისხლისა რუები

1521. შიგნითა მცველთაგან, მოვიცლი. მე უნახავად ჭირისა თქვენ გარეთ კართა ეცენით. ყოველი მსგავსად ჭირისა კლიტეთა დავლეწ გავახვამ. ნახეთ გაღება კარისა და თურა სხვა სჯობდეს თქვენ ბრძანეთ. ვარ მრჩევლად ამა პირისა.

თათბირი ტარიელისა, სამთაგანვე შეხდომა და ციხის აღება.

1522. ტარიელ უთხრა მე თქვენი. გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალ გულსა თქვენივე. თავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი. არ ცუდი ჴმალთა ღირობა და კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს. რა ომმან ქნას გაჭირობა.

1523. მაგრა იყვენით ჩვენთვისცა. საქმისა რათმე რჩევითა ჴმა ესმის ჩემსა ჴელ ქმნილსა. ზედან გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი. უომროდ მე ვითა და ეს მე დამსვრის ნუ უბნობთ. სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1524. მაგა თათბირსა ესე სჯობს. ვქნათ ჩემი მონახსენები გავყიოთ კაცი ასასი. რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ. ფიცხლავ დავსხლიტოთ ცხენები და მოგვეგებვიან ვემცრობით. ჩვენ ჴმალსა მივსცეთ მძლეთ ნები.

1525. ვინცა შეუსწრას ფარავსმცა. მას ღ~თისა საფარველია კარნი გავახნათ დავხოცოთ. ყოველი კართა მცველია სამთავე იქით მივართოთ. მაშინ აღარა ძნელია და ძლევა (2)მოგვცეს (1)მან რომელი. სათქმელად საზარელია.