... (H-66), 1832 წ.

1616. დედოფალმან შეიმოსა: შავი ძაძა აიხადა დიდებულთა შესამოსი: მხიარული დაუმზადა ყველაკაი დამოსა და: საბოძვარი უდიადა ბრძანა ჭირი დავივიწყოთ: რადგან ლხინი დაგვებადა

1617. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი: ტარიელ და ცოლი მისი ერთმანეთსა შეფერობდეს: ქალი ყმისა შესატყვისი გონება და ანუ ენა: გამოთქმიდა ვითა ვისი ვინმცა გვანდა ხორციელი: სოფელს შვილი ადამისი

1618. დედოფალმან ეგრე ბრძანა: ობოლქვრივნი მოასხენით ყველაკაი დაამდიდრეთ: საბოძვრითა აავსენით თვით უბოძა უსაზომო: რომ არ ითქმის კაცთა ენით ულოცეთო დღეგრძელობა: ესე ღმერთსა შევედრენით

1619. ტარიელ თქვა დედოფალო: გკადრებ ერთსა მოსახსენსა შეიწყალე რამაზ მეფე: მიავალე ღმერთსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს: შეუშინდა ჴრმალსა ჩვენსა ღ~თი ალხენს მონანულსა: მოცთომილსა ცრემლ ნადენსა

1620. დედოფალმან ლმობიერად: შევუნდობო ესე ბრძანა მოიყვანა რამაზ მეფე: ჴელმწიფეთა ათაყვანა ყოვლით კერძო მომღერალთა: ხმათა გაეთანისთანა ჭირთა მათგან გარდახდილთა: ესე ლხინი შეაგვანა

1621. ოქრო თვალი მარგალიტი: შვენიერი სანახავად ყოვლგან იდვის ვითა გორი: მოდის ველთა მოსარწყავად ვისა სწადდის ალაფობდის: წაიღიან უკითხავად მანდატური არვის სცვიდის: ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად

1622. ავთანდილ და ფრიდონისსა: სპათა ეტყვის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოებისა: სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი თვითოს კაცსა თვითო ჯორი: მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარი სხვას: ყველასა ვერ დავსთვლიდი

1623. ავთანდილ და ფრიდონისთვის: საბოძვარსა ვინ დასთვალავს ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა: ენა ამად თავსა ჰკრძალავს რაცა ედვა უკეთესსა: დედოფალი არ დამალავს მათ ხედვიდა მხსნელად მათად: ტკბილად უჭვრეტს არა ლალავს

1624. ტარიელ რამაზ მეფესა: უბოძა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგვცემდი: მართ ვითა შენი გვარია მან თაყვანის სცა პირსა ქვე: მიწამდის დამდებარია წავიდა მისი მლოცველი: არ ომთა მომკვეხარია

1625. მასცა უბოძა ფარმანი: წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მნახევდი: ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ: რამცა ვით გავიხარეო რათგან ისწრაფი რაღა ვქმნა: მოგელის ლომსა მთვარეო

აქა ტარიელის დასნეულება და ხვარაზმშა მეფისაგან სისხლის ძებნად მოსვლა჻

1626. საწუთროო უხანაო: სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცათა გაყუანილსა: ჩააგდებვე დიდსა ჭირსა გააყვითლებ ქარვის ფერად: პირველ ლალსა განაჭვირსა კარგად ვერვინ ვერა ნახავს: ხანგრძლად შენგან დანაჭირსა

1627. აწ გონიერნო სიტყვანი თქვენ: ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩმნი ამბავნი: ლექსად ვთქვენ გაიხარენით შოთას დაურჩა უთქმელად: ჩვენ ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთვის: ენანი მომახმარენით

1628. გრძლად ავად გახდა ტარიელ: სენთაგან მორჭმით მპყრობელი დიდი ჲინდოთა ჴელმწიფე: მეფეთა ზედა მფლობელი ოთხ წელ წვა ზედა ლოგინთა: მრავალთა სენთა მშობელი ვეღარ ვნახეთ მხეცთა სრვით: და ვერცა რაზმთა მწობელი

1629. ესმა ხვარაზშას ამბავი: ტარიელ მწოლი სენისა ვით გაეხარნეს სმენამცა: გვაქვს ჩვენგან მონახსენისა჻ ვაზირნი იხმო რჩევად ზის: უბნობს არ ავსენისა იტყვის ვადინოთ ინდოეთს: სისხლი რუდ სასავსენისა

1630. ესე მასმია ინდოთ მეფე: ტარიელ წევს ხანთა დიდთა აწ ჩვენ გვმართებს ძებნა სისხლთა: ნუ ვამყოფებთ დანამშვიდთა ამოვსწყვიტნეთ დავარბივნოთ: ზედა ვსცვეთდეთ ვითა ჴიდთა ათასთა და ბევრ ათასთა: შევიქმოდეთ მათთა შვიდთა

1631. უტარიელოდ ინდონი: ლაშქარნი ნურა გგონია იცით თუ რამაზს რა უყო: არად არ სავარგონია პირველ ბრძენთაგან სიჯაბნე: მრავალჯერ გამიგონია აწ გვმართებს მათი მტერობა: ესე მით მამიგონია

1632. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო: ვართ დედის მუცლით მონანი მაგა საქმესა ვერ მქნელნი: ვართ აქამდისცა მონანი ჩვენ მოგვეწონნეს თათბირნი: ეგ თქვენნი მონაგონანი ღ~თსა სწადს ასრე სუბუქ ვქმნათ: ვითა დრამისა წონანი

1633. თუ ბრძანოთ აწვე გავგზავნოთ: ყოველგნით ლაშქრისა მხმობელი უხმოთ ვაზირთა ლაშქართა: მებრძოლთა დამამხობელი ომისა მოწადინენი: ერთმანერთისა მსწრობელი ჩაუქნი აბჯარნი ზნე სრულნი: უაზრო დაუშრობელი

1634. აწ მეფე ბრძანებს გაგზავნოთ: ყოვლგნით წასვლა ხამს კაცისა ნურვინ დადგების მოვიდეს: რაზმი ვკრათ მართ მამაცისა ნუ ვის დავარჩენთ ავსწყვიტნეთ: ნაშობი მუნ დიაცისა ომ გარდახდილნი გავბრწინვიდეთ: ვითამცა გუნდია ცისა