... (H-66), 1832 წ.

1539. უცოდნი მოსრნის მცოდნელთა: ცოდნამან ჴელოვნებამან ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა: ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს: მე აქა დაყოვნებამან ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი: ინებოს ღ~თისა ნებამან

1540. როსტევან ჰკადრა მეფეო: რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით: გასჭვრეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვეს: წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა: დაფრეწდით დაცასჭრიდითა

1541. ავთანდილ უთხრა ტარიელს: ესე სიტყვები ორები მან უთხრა გაე ნუ უბნობ: შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა: მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა: შენგან არ მოვიღორები

1542. არ დია გინდა დამაგდო: წახვიდე ჩემად მზრახებით ცოლი უყვარსო გამწირა: იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი: თავისა მე ვაგლახ ავად კაცსა მოყვრისა გაწირვა: ახ მოუხდების ახ ავად

1543. ტარიელს უგავს სიცილი: ბროლსა ვარდითა ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ: შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან გამომყევ: დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა: ყოვლგნით მისთანა წვევსა

1544. შეყარნა სპანი არაბეთს: აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი: ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა: აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა: გაყრითა ნაღველ ჭმულია

1545. ერთმანერთისა გაყრილნი: ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დად ფიცნი: სიტყვისა გამოდობილი მკერდითა მკერდსა შეკრულნი: ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი

1546. მთვარე ცისკრისა ნიავსა: რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ: მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს: მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან: ხამს თავი იქედგოროსა

1547. მათდავე სახედ რომელსა: ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე: არ თუ ნებითა სწადიან ვარდსა სწებვენ და აპობენ: ტირან და ცრემლნი ჩადიან მათთა გამყრელთა ყველთა: სიცოცხლე არ იქადიან

1548. ნესტან დარეჯან თქუა ნეტამც: ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა: აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი: წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ: აგრე შენ ჩემთვის დნებოდი

1549. თინათინ უთხრა ჱე მზეო: შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რამცა გაგწირე თუ ვითა: გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა: ნაცვლად სიკვდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა: ცრემლსა მე დავიდინებო

1550. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა: გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა: ვერ მოსწყვიტნა ყოლა თვალნი იგი იჭურეტს უკუღმავე: ედებოდა ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ: მე სიტყვანი ნაათალნი

1551. როსტან მათითა გაყრითა: ჴელთაგან უფრო ჴელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა: არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა: მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით: ფიფქი ნასდების თხელდების

1552. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს: მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე: მიჩნს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები: პატიჟთა გასაოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე: შენგანვე დავიხოცებით

1553. ტარიელ შეჯდა მეფისა: გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა: ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად: და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა: ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1554. გაემართნეს და წავიდეს: დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ: თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი: ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა: ერთმანერთისა მარგითა

1555. სამთავე ვლეს ღ~თო მათებრ: სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა: ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად: გარდახდეს უდილადოსა ვითა მართებდათ პურობდეს: ღვინოსა სვემდეს არ დოსა

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა჻

1556. ქედსა ზედა გარდმოადგა: მეტად დიდი ქარავანი კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკუეცნეს: წვერ ყულამი დალალანი მეფე ბრძანებს: მოასხითო ჩვენ დავჰყოვნოთ აქა ხანი჻

1557. მოასხნეს იგი ვაჭარნი: და მათი უხუცესია უბრძანა ვინ ხართ შავითა: რათ ტანი შეგიმოსია მათ მოახსენეს სით მოვალთ: მუნ ასრე დანაწესია ინდოვეთს მისრით მოსრულთა: გვივლია გზა უგრძესია჻