... (H-66), 1832 წ.

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა჻

1753. რადგან სწორად გარდახდების: ავი ანუ კარგი ვინ ა მაშ წამი ერთ რა ვის გავა: გარეთ იყოს თუნდა შინა აქათ ბარგსა რასა ვზიდავთ: აწვე წასვლა სხვაგან გვინა თაბური და თუნდა ტახტი: სწორიაო ბრძენთა წინა

1754. ამა ჩემსა განზრახულსა: იკითხიდეს ანუ სწერდეს ფუ მას კაცსა რომელიცა: სოფლისაგან არ შესჯერდეს ტარიელ და ცოლი მისი: სიბერითა გაუშვებდეს დაჰყვნეს წელნი ოთხმეოცნი: დაბრმეს დაღრკეს დაცაბერდეს

1755. ერთი ყმა და ერთი ქალი: მართ მათნივე შესაფერნი ღ~თნ მისცნა ესე შვილად: საჭვრეტელად შვენიერნი ელვანი და შვენებანი მართ: მათივე ჰქონდათ ფერი მსგავსნი მგზავსსა წარმოშობენ: ციერნი და მიწიერნი

1756. დღენი მათნი წაიარეს: დაბერდეს და დაუძლურდეს ტარიელის ლომნი მკლავნი: მეტად გაუუსუსურდეს ბედისაგან მადრიელნი: სოფელსავე მოემდურდეს სოფლისაგან გაბჭობათა: ბრძენთა წიგნი დადასტურდეს

1757. სოფელს მყოფსა ყველაკასა: ესე არვის არ ასცილდეს მათ სოფლისა მშვენებათა: წყალ ჯავარი გაუწბილდეს მიჯნურობა გაუსუსტდა: გონებანი გაულბილდეს სიყვარული გააცივეს: ერთმანერთსა უკუგრილდეს

1758. ტარიელ და ცოლმან მისმან: ტახტოსნობა მოიწყინეს მეფედ დასხნეს შვილნი მათნი: ნაცვლად მათად დაადგინეს ერთსა წელსა დაიხოცნეს: მიწად მიწვეს მიიძინეს მზესა ლომი არ გაჰყარეს: მასვე თანა დააწვინეს

ანდერძი ავთანდილისა სიკვდილის ჟამსა

1759. ისმინეთ ძენო კაცთანო: ანდერძი ავთანდილისა ვიტყვი მსგავსია სოფელი: ეს მუხანათი ჩრდილიდა სწორია ჟამი მწუხრისა: არ გათენება დილისა ადრე დალპების გაცვდების: ვით ქსელი ნაქვს მანდილისა

1760. რა მიეახლა სიკვდილი: თვალთა ფახვიდა რულითა ხელთა იხრიდა კრთებოდა: სიტყვითა დამახულითა჻ თქვა ვეღარ მიხსნას ძმამან: და ვერცაღა დამან სულითა მუნ შემიწყნაროს რომელმან: მიწა ადამა სულითა

1761. რაზომც გამეფდა ცად ვინმე: კაცი ჰშთამოსრულ ან ასულ ცუდია აქა დიდება ვარდი: აწ მეც ვჩან დანასულ უხვაიშნოა ესე დღე: ძე რაღას მარგებს ან ასულ მიწა მიიქცეს მიწადვე: ხორცი მოკვდების განა სულ

1762. სიჭაბუკისა ყვავილი დაჭკნა: ჩანს ავად ვარდია პირველ მტერთ ზედა სიმაღლით: ვსჩნდი ორბებრ მონა ვარდია აწ წაველ მსგავსი გმირსა: და ფერად მინა ვარდია თანა წამამყევ თინათინ: ჩემს უკან ნუ დავარდია

1763. იგიმცა კაცი კრულია: ვინცა მიენდოს სოფელსა მოლიზღარსა და მუხთალსა: სიცილით კოცნის სოფელსა პირველ სიცოცხლის მქადესა: ბოლოდ უარის მყოფელსა მუნ დამკარგავსა კაცთასა: აქაც ხან დაუყოფელსა

სიკვდილი ავთანდილისა და ცოლისა მისისა჻

1764. რაზომ არ არის სოფლისა: საღამო არცა დილია სიზმრისა უფრო სიზმარი: ჩრდილისა უფრო ჩრდილია არად მისდევენ სწავლულნი: მათ მათგან გამოცდილია ავი და კარგი სწორად უჩს: სიცოცხლე და სიკვდილია

1765. ავთანდილ და ცოლმან მისმან: დაყვნეს წელნი სამოც და ათნი ღ~თნ მისცნა ორნი ძენი: სიტურფითა მსგავსი მათნი გაუმდოვდეს საჭვრეტელად: ბროლ ბალახშნი მინა სათნი სიბერემან გაუცუდნა: მათ გლახ მათნი ხასიათნი

1766. ავთანდილ და ცოლმან მისმან: სული ცათკენ გაგზავნესა გაეყარნენ ერთმანეთსა: იგი მათსა სინაზესა აღასრულეს იგი ვალი: ვინცა ესე დააწეს ესრე მიწვეს მიიძინეს: არვის ესმის მათგან კვნესა

1767. მითქვამს და კვლავ ვსთქვა სოფლისა: სიცრუვე კვლა და კვლადობა იგი რა დახდეს გაისმა: ოდენ ამბავი მათობა სადაა კბილთა სითეთრე: ანუ ღაწვთაღა ნათობა მტვერად შექმნილა წაუხდა: მათ მათი ხასიათობა

მოსულა ფრიდონისა და ტარიელისა და ავთანდილისა და მათთა ცოლთა ტირილი჻

1768. მოვიდა ფრიდონ ტირილით: ზახილით თავსა მცემელი იხოკს და იგლეჯს ხმა მაღლად: არ უნდა გარდამცემელი უნდოდა თუმცა ეშოვნა: ლახვარი დასაცემელი მოიღო მეტად მრავალი: გლახაკთა მისაცემელი