... (H-66), 1832 წ.

1558. გაეხარნეს მათ ვაჭართა: ინდოეთით მომავლობა მაგრამ თავი უმეცარ ჰყვეს: არა მისცეს ყოლე ცნობა უცხოურად ეუბნების: მათ ვერა ქმნეს მათი გრძნობა არ ესმოდა ინდოური: არაბულად ქმნეს უბნობა

1559. უბრძანეს გვითხარ ვაჭარნო: ამბავი ინდოეთისა჻ მათ ჰკადრეს ზეცით მოსრულა: ინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წვრილსა ყველასა: ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა: ცნობა აქვს ვითა შეთისა

1560. თვით მათვე მათსა ამბავსა: უამბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ინდოთა: იყო ჴელმწიფე სვიანი მას ესვა ქალი მნათობი: მზისაცა უფრო მზიანი კბილ მარგალიტი ტანალვა: ღაწვ ბადახშ ყორან თმიანი

1561. მას ქალსა და ამირბარსა: ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა: ხმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაჲ: მამიდასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა: ინდოეთი გარდაჰქარდა

1562. მამიდაი ქაჯი იყო: გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი: მზე ჴმელეთსა დაუკარგა თვითნცა მოკვდა უბედური: მართ საცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაიკარგა: ალვა ნორჩი სხვაგან დარგა

1563. ცნა ამირბარმან წავიდა: ლომი მის მზისა მძებნელად იგიცა წახდა ინდოეთს: გახდა მთვარე და მზე ბნელად ორნივე წახდნენ პოვნაღა: მათი არს აწცა საძნელად მეფემან ბრძანა ჱე ღმერთო: რად ცეცხლსა მომიდებ ნელად

1564. მეფე გაშმაგდა მათისა: უღონო ქმნილი ძებნისა შავად შესცვალა ინდოეთს: ხმა ქოს წინწილისა ებნისა ცოტასა ხანსა გავეძლო: დება სახმილთა გზნებისა აწ თვითცა მოკვდა შესცვალა: შავად სრა მათდა ტყებისა

1565. რა ვაჭარმან ესე სიტყვა: და საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაიკივლნა: ფიცხლა თავსა მოიხადნა ტარიელცა დაიზახნა: დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან ნაწვიმარი: ღვარი ადგა თოვლი დადნა

1566. მამკალ ქალსა თავშიშველსა: თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე: თავმოხდილი ყაყაჩოსა თუ ბრძენნიცა მაქებარი: მისი იხმობს ვირე ბჩოსა გავს თუ ტყუბი მარგალიტი: სხენ ბროლისა ხარხაჩოსა

1567. ქალი საბრალოდ მამასა: სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა გაყარა: ღაწვი ცრემლითა ავსია ვარდი შექმნილა ზაფრანად: ლალი მართ ვითა ხავსია მზესა ღრუბელი ეფარვის: ამად ნათელი დავსია

1568. იხოჭს და იგლეჯს ზახილით: ტირს სიტყვა ხაფი უარე სისხლი და წყალი თვალთაგან: ჩამოსდის გარე უარე჻ მოვჰკვე მამაო მე შენთვის: შვილი ყოველთა უარე ვერცა გმსახურე ასულმან : ვერცა რა შეგაგუარე

1569. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო: ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემთა რა გაცნევს ამბავსა: გულისა მონაცემთაო მზეო რად ღა გაქვს სინათლე: რად ღა ანათობ თემთაო რად არ დაიქეც ქვეყანავ: რად ღა მართიხარ ზე მთაო

1570. ტარიელ მოსთქვამს: გამზრდელო ამბავი ავი მსმენია მიკვირს თუ მზე ღა რად ნათობს: რად არა დაუჩენია მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა: სოფელი აღარ შენია ღმერთსა მიმადლე შემინდე: რაცა შენ ჩემგან გწყენია

1571. მაშინ გადასხდნენ ყველაკანი: მტირალად და ცრემლთა მღურელად დიდი ხანი მოიტირეს: თავისთავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან: გულსადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულ დამღებლად: დარჩუმებელ არ ცრემლ მყრელად

1572. ზე ადგეს და მოახსენეს: ჱე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ: ჰქმენით რაცა მოგახსენო იგი ღმერთმან გაამაღლა :ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოვნა არა გვარგებს: არცაღა გუცალს გლოვად ჩუენო

1573. მადლი უბრძანეს აწვივნეს: ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი: პირსა ფერჰაერ კრთომილნი გაკვირვებულნი საბრალოდ: მართ ვერას ვერ მიხდომილნი უბრძანეს ძმანო რა გიკვირს: ჩვენ ვართო იგ წახდომილნი

1574. კვლავ უბრძანებდეს: გვიამბეთ ამბავი დანარჩომია჻ მათ მოახსენეს: პატრონო ინდოეთს დიდი ომია მონა ხატაელთ ლაშქარი: ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ჴელმწიფე :მათად პატრონად მჯდომია

1575. ჯერთ დედოფალი ცოცხალა: მკვდართაგან უფრო მკვდარია იბრძვის ინდოთა ლაშქარი: თუც იმედ გარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხვამს: ყველაი გარდამხდარია მზეო თქვენ შუქნი მიფინეთ: მათკენ ის ავი დარია

1576. მუნა მყოფსა ყველაკასა: შეეკერა ჩვენცა შავი რამაზს წინა გამოვედით: მისრულად ვთქვით ჩვენი თავი მეფე ჩვენი დიდი არის: მათ ეწადა მისი ზავი გამოგვიშვა წამოვედით: არა გვიყო ყოლა ავი

1577. რა ტარიელს ესე ესმა: მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი: ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა: წინა არა აიფარა აწ ნახეთ თუ გოლიათი: გული ვითა ამაგარა