... (H-66), 1832 წ.

1734. რად ვაგრძელებდე მუნ დაყვნა: მრავალნი დღენი ამონი მერმე გაგზავნა სავსენი: ნათელნი დაუღამონი წავლენ ფრიდონ და ავთანდილ: ტკბილნი გამომსალამონი ტარიელ დადგა თუცა სდის: ცრემლი ველთა დასალამონი

1735. აავსნა მისაცემლითა: ოქსინოთა და შარდითა სტავრითა საკრამანგითა: მძიმითა სადუქარდითა წავლენ ფრიდონ და ავთანდილ: პირითა მინა ვარდითა გავლენ ზღვასა და მიდიან: საროთა განაზარდითა

1736. მოვიდეს მათი ქვეყანა: მათ დახვდა ამოთ დანებითა მოეგებნიან სძღნობდიან: წესითა და რიგებითა თინათინს პირსა სინათლე: ემატა დაშვენებითა მულღაზანზარი შეიქნა: მეტითა აშენებითა

1737. ეს ანბავი დაშთომოდა: შოთას ლექსთა შეუწყობლად მერე რუსთავ შესავლითა: რუსთავთაგან დარჩა ობლად მე ვნახე და მას უჩვენე ვინ ჩანს: გმირთა რაზმთა მწყობლად მან მიბრძანა ლექსად თქვიო: მჭევრ ქართულად შესაწყობლად

1738. ერთმანერთისა მეშველთა: მებრძოლი იმაჯანიან ორთავე მტერი მოყვარედ: მათ წინა მოიყვანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა: მიწანი უაკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს: ერთგულთა აგულვანიან

1739. ტარიელს და ცოლსა მისსა: მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო: საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს: ლხინი ესე აწინდელი ყოვლთა ლხინთა ვერ იამებს: კაცი ჭირთა გარდუხდელი

1740. ყოვლთა სწორად წყალობათა: ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს: და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმელნი დააშინნეს: კრავნი კრავსა ვერ უწოვდეს჻ შიგან მათთა საბრძანისთა: თხა და მგელი ერთად სძოვდეს

1741. რაცა ძალ მედვა ქებანი: თამარის მზეებრ მნათისა ვთქვენი მორჭმა და დიდება: სიბრძნე ქველობა მათისა განვრცომა ივერიისა: არ მარტოდ ამა ერთისა სულით სიწმინდე ქრისტესმდი: დამცემი ომარ ფათისა

1742. გასრულდა მათი ამბავი: ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი: ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა: არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე: მე რუსთველისად ამისა

ანდერძი ტარიელისა ოდეს მიიცვალა჻

1743. აჰა მოგესმნეს სოფლისა: საქმენი თავით თქვენამდი მოგვიგონენით ყოფადნო: პირველ ყოფილნო თქვენამდი რა გესმნეს ძნელნი ანდერძნი: ღაწვთა ტირილი თქვენამდი ყურად იხვენით რაცა ვთქვა: მე სულთა აღმოფრთქვენამდი

1744. გახდი ყოველნო სულ დგმულნო: ხვეწნით და მე თაყვანებით ხილვად აწ ჩემთა საქმეთა: თქვენ აქა მონაყვანებით სული განეყვის ხორცთაგან: მძლავრებით არ წაყვანებით მეწყალვის ვხედავ გლახ მისი: მოგლა და მონაყვანებით

1745. შემომერტყენით მიდამო: მოსხედით მომეკარენით ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა: სარკმლით და მომეკარენით ნესტან დარეჯან მკოცნიდი: ბაგით და მომეკარ ენით ჯვარს ვაცმევინებ სოფელსა: ურია მომეკარენით

1746. ვიყავ მე მეფე ეგეთი: ვითარ მოგითხრა წერილმან ბოლოდ დამაგდო სოფელმან: ნავთმან ფისმან და წერილმან საჭმლად მიშოვა ჭიამან ბუზმან: და ძაღლის მწერილმან ვა თუ დაგსაჯნეს მიჯნურნო: მამამან ამოწერილმან

1747. ადამის თესლი სხვა ერთი: მე ვერა მჯობდა ვერითა ვერ სახით ვერ ახოვნებით: დამეგმოს სიავე რითა აწ მომიახლდა სიკვდილი: მომლამის თვალთა ბღვერითა დამბღუჯა ვერვინ გაგვყრის: გაზითა ვერცა კვერითა

1748. ნუ მიენდობით სოფელსა: საქმესა ცუდთა მუხთალთა არვის მიგინდობს რა ძი ვინც: კარგთა უყოფდეთ უთვალთა ბოლოდ ჟამს დაგცემს შეგიბრკობს: ფერხთა და სრულად კუნთალთა ყოველსა ერთად მოგიკრებს: მის დღეში დანახუთალთა

1749. ყოველნი დავიხოცებით: სრულად ერთობით და რამად მით დაგიტეობ მცნებასა: მიენდვნეთ ცუდად დარამად ვიტყვი მუხთალსა სოფელსა: ცრუდ და მიუნდო დარამად წყეულმან ნახეთ რა მიყო: ძმანი არ მაძმნა და რამად

1750. უხვაიშნოო წყეულო მოდი: სიკვდილო მამკალო მომზადენ ცელნი მოლესენ: ჩემო უჟამოდ მამკალო თქვენთვის შევიქენ საჭმელად: ჭიანო მჭადმით მომკალო ჩემი გავწელე დავაგდე: ადამით წესად მომკალო

1751. ვამე დაისხნეს კავშირნი: არ მფეთქენ მე მაჯანია ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი: მტერთაგან მემაჯანია მკლავნი რომელსა ვერ მბრძოდა: იგ დევი ქაჯ მაჯანია გამოისალმნეს გაუშვა: ქვე მდგომმან ჴორცმან ჯანია

1752. მომღორებლისა მუხთლისა: სოფლისა წესი ბარ ესა ყოვლთა მოაწევს ბოლოდ ჟამ: ტკივილსა საღმობარესა იგი სოფლისა ჯავარი: საფლავთა მიაბარესა ზედან მიწანი მიყარეს: მინიჩბეს მიაბარესა