... (H-66), 1832 წ.

ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება჻

1578. ინდოვეთს ზედან წაადგა: მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო: ესაკვირველა ედია ტარიელ ბრძანა მოყმენო: აწ თქვენგან რა იმედია ადრე მოვიცლი იმათგან: ღთ~ი და ჩემი ბედია

1579. ამა ლაშქართა უნახვან: კვლა ჩემი ხრმალთა კვეთანი ერთხელ შემებნეს დავხოცენ: შევქმენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა: თქმანი სიტყვათა მძლეთანი მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ: მიხვდეს ფერხითა ცვეთანი

1580. დაეკაზმნეს საომარად: გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა: სახედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს: მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს: ბუქისაგან უფრო ბუქდეს

1581. წინ მავალნი დარაჯათა: მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს: მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს მოაგებეს მხარ დაკრულნი: მათ წინაშე მოასხმიდეს აიზიდნეს ვისნი ხართო: ჰკითხეს ხანსა არ დაზმიდეს

1582. მათ მოახსენეს მეფეო: ჩვენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ჴელმწიფისანი: აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადით რეგვენნო: თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქვენსა პატრონსა: მოვლენ გულითა ქებულნი

1583. უთხარით ბრძანებს ტარიელ: მეფე ლაღი და ჯანია იგი ჴელმწიფე მაღალი: მებრძოლთა მე მასჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ: შენნივე დარაჯანია შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა: ცუდი ღა დაღრეჯანია

1584. დია დიდთა დაჯაბნება: უშმაგომან ვით გააგო ინდოვეთსა ვით მოადეგ: შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოველ იგი ცეცხლი: რომე სრულად ამოგდაგო ჴრმალი ჩემი მოლესული: შენს ტანზედა დავაბლაგო

1585. აწ დაემზადე მოპარვა: მე შენი არა მწადიან შემები რაზმი დააწყევ: პირველვე გამიცხადიან პირ ბოზო ჩემი მორევნა: რა დია დაგიქადიან მე ჩაბალახად გახმარებ: რაცა გიმუზარადიან

1586. დარაჯანი წავიდეს და: ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს კადრეს ყველაკაი: დამალვასა ვერა ჰთმობდეს მოვიდაო ინდოთ მეფე: ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს ვინცა ვითა გარდეხვეწოს: იგი ერთი ორთა ჰსჯობდეს

1587. ინდოთა დროშა ამართეს: მაღლად ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა: მისსა თანავე ჰყუდია არაბთა იცის ყველამან: მათი აბჯარი შუბია ფრიდონ მზე მოყმე რომელმან: შექმნა სისხლისა გუბია

1588. ცოტაი წავლეს გმოჩნდა: ხუთასი ცხენოსანანი შეტევებასა ლამობდეს: ყმანი არაბთა თანანი ტარიელ ეტყვის ნუ იქმთო: მისცა სიტყვისა ნანანი მოვიდეს აჩნდა უაბჯროდ: არცა თუ ჰქონდა დანანი

1589. ცხენის ფერხთა მოეხვია: მუხლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შემიბრალე: მისსა ძალსა ვინცა გხვეწა ნუ დამარჩენ ნუ მაცოცხლებ: და წამიღონ მკვდარი მე წა თქვენი გული სასაკუთრო: ბედმან ასრე დამილეწა

1590. დაიკარგენით წახვედით: თქვენ წელნი მეათენია გახდეს ფრინველნი უმეფოდ: არწივსა მოსწყდეს ფრთენია ამად შევმართენ საქმენი: ჩემნი საკამათენია ადრე გამიტყდა სოფელი: მართ ვითა კაბათენია

1591. შინა წავიდეს გარდახდეს: ეს თურე არ ლაყაბია რამაზ ყავს ორთა დედათა: ყელსა მანდილი აბია შეშინებული საბრალოდ: დუღდა მართ ვითა ქვაბია მართალ ხარ მამკლა მე ხოლე: რაცა ვინ მიასაბია

1592. ვიაჯი მომკალ მე ხოლმე: ყველაი ჩემი ბრალია მერმე ხუთასი ვაზირი: მაქვს აქეთ წაუვალია თავები დასჭერ ადინე: სისხლი მართ ვითა ღვარია სპა უბრალოა ნუ დახოც: ვტირ ამად გულმდუღარია

1593. ყოვლთა მისცეს ზენაარი: მიუყარნეს მუხლნი წინა ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა: ვინცა აგრე დაგარჩინა ტარიელ დგას დაყმუნვებით: რამაზ წინა მოეფინა ღმერთი ალხენს მონანულთა: არ შეუნდობს კაცი ვინა

1594. კაცი ცრემლითა შეინდობს: თუ ცოდვა მისთანაც არსა ვით ნინეველი ისხემდეს: თავსა მტვერსა და ნაცარსა ამით დაესხნეს რისხვასა: ზეცით მოსრულსა ნაცარსა წაღმავე წაგრეხს სოფელი: კვლა მისგან უკუ ნაცარსა

1595. ბრძენთა ვინმე მოსწავლემან: საკითხავი ესე ვპოვნე ესეაო მამაცისა: მეტის მეტი სიგულოვნე ოდეს მტერსა მოერიო: ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა: ესე სიტყვა დაიხსოვნე჻

1596. ტარიელ მოტკბა ღმრთისავე: მსგავსად იგ წაღმართულია აღარ დაგხოცო უბრძანა: ძლეული შიშმანულია წაღმართად წაგრეხს საქმესა: რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყველაი: აწ ჩემგან გამართულია჻