... (H-66), 1832 წ.

1520. ორთავე ჴელი მოჰკიდეს: და დასვეს ტახტსა თავისსა გვერცა დაუსვეს ავთანდილ: სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა: სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა: ნუცა თუ რამინს და ვისსა

1521. ქალსა შესწბა გაუკვირდა: ავთანდილის გვერცა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა: შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან: გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა ბრძენთა უთქვამს სიყვარული: ბოლოდ მისი არ წახდომა

1522. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს: ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა: კვლავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების: თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენთა ჴელითა მეღირსოს: მიწათა შემომყრელობა

1523. მართ მეფემან სპათა ბრძანა: ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქვენი: ასრე იქმნა ღ~თისა ნება დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი: მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით: დაიჭირეთ ჩემი მცნება

1524. ლაშქარნი და დიდებულნი: დადრკეს მდაბლად ეთაყვანნეს მოახსენეს მიწად ვექმნედ: ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს: ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს: გულნი ჩვენნი აგულოვნნეს

1525. ტარიელც უთხრა ქებითა: იმედისა გაკეთება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ: აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი: მწადს აგრევე თქვენი დება ორგულთა და შემცილეთა: შენთა მე ვქნა გაფლიდება

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან჻

1526. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე: ზის და ჴელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს: შვენიან სინაზენია ნესტანჯარ ახლავს თინათინს: ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად: შეყრილან ორნი მზენია

1527. დაიწყეს მორთმა პურისა: ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული: არს უმრავლესი ხავსისა შეიქნა ზღვნობა ძღვენისა: მათისა შესამგზავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს: პირისა მზისა მგზავსისა

1528. იაგუნდისა ჯამები: იყვის: ლალისა ჭიქები კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა: სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები: კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი: ნუ აეხსნები იქ ები

1529. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით: ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროთა: და ბადახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა: ასგან სდის მსგავსი ლილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო: გარდახდა ჟამი დილისა

1530. არა დარჩა უსაბოძვრო: არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი: მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად: ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე: ავთანდილის ვით მაყარი

1531. ხვალისა მეფე არაბთა: კვლავ პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე: საჭვრეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა: და ეგე დედოფალია ხამს ყურსა გვეგდოს საყურლად: ჩვენ თქვენი ნატერფალია

1532. აწ მეფეო არ ეგების: ჩვენი სხდომა თქვენად სწორად სახელმწიფო საჯდომი და: სხვა დაუდგა ტახტი შორად ქვემოდ დასხნა ავთანდილ და: მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის: მოიღიან იდვის გორად

1533. არაბთა მეფე მასპინძლობს: იქს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ: არ იხმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყველაი: უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს: ჩვეული ვით მეფობასა

1534. მეფესა ქრმითურთ პატივი: ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება: ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების: თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი: და გვირგვინები თვალისა

1535. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე: მგზავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი: რომანულისა დედისა კვლავ მარგალიტი ათასი: მართ ვითა კვერცხი ბატისა ათასი ცხენი ტაიჭი: სიდიდით მსგავსი ქედისა

1536. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი: მარგალიტი თავ შედგმული ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა: უნაგრითა შეკაზმული ჰინდოთ მეფე თაყვანისცემს: ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად: თუმცა იყო ღვინო სმული

1537. რას ვაგრძელებდე გარდახდეს: დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყუნეს: ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღვნიან უცხონი: თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი: ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1538. ტარიელ გვანდის ვარდსა და: იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე: გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე: კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქუ ჩემი სამეფო: ვიცი მუნ შიგან მძოველად