... (H-66), 1832 წ.

1714. თუ გასმიოდა ტარიელ: ამბვითა ანუ ნახვითა მემკვიდრე სადმე არისო: რად არა მოიხსენითა აწ ჩვენგან მორჩი უსისხლოდ: მრავლის ქენებით ჩვენითა იქავ წადით და მეფობდით: ბრძნითა გონება ენითა

1715. ხვარაზმშა წყნარი სიტყვები: თქვნა ბრძენთა სწავლა რიგისა პირველად ქება ავთანდილს: და ნურადინს მიუგისა მე თქვენი ქება ვითა ვთქვა: ბუდე ვარ აუგისა მკლავს სირცხვილისა ლახვარი: ბასრისა შუბ დაუგისა

1716. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა: სასიძოდ ჲინდოთ მეფესა მე მაშინ ვერსით ვიცნობდით: ტარიელს სისხლთა მჩქეფესა უმკვიდროდ ყოფა ეწერა: მაშინ მათ წიგნსა სეფესა ამად ვერ მიხვდი მიგმობდით: ჭკუასა დანაყეფესა

1717. მართებდა თუმცა ტარიელს: ებრძანა ჩემთვის კაცითა მართ ერთხელ ვითა ეგრეცა: არ მრავლად კაცის კაცითა მე ვარ მემკვიდრე პირველად: მე მმართებს ღ~თითა და ცითა ნუ მოსცემ შვილსა თვარ დავხვდე: რაზმითა მრავალ კეცითა

1718. თუ მაშინ არ დამეშალა თქვენ: უმართლე ხართ მდურვასა თავსაცა ჩემსა ვაბრალობ: მას საშინელსა ურვასა მაგრა უმეცრად ჩავიჭერ: სისხლთა მორვისა ცურვასა ამად ვერავინ დამიშლის: გულსა სისხლისა წურვასა

1719. ეს ასრე იყო რაც გკადრე: თქვენცა გასმოდეს მგონია თვარ გაიკითხენ ინდონი: გკადრებენ უმტყუვნონია ავთანდილ უთხრა მეფეო: ესე ვერ მომიგონია მაგისთანანი სიტყვანი: აწ არად სავარგონია

1720. თავმან თქვენმან თუ მოგვისმენ: ამას გკადრებთ დაუცდომლად სჯობს წახვიდეთ სახლსა თქვენსა: იყვნეთ სისხლთა დამთმობელად არა გაკლდეს დიდებისა: ჴელი ცათა მიუწთომლად შენდობა ხამს რადგან ამად: აღარ დარჩა შეუნდობლად

1721. ხვარაზმშა სთქვა ვინადგან: გწადს აგრე ვქნათ რაცა ბრძანეთ მაგრა ნახეთ რა ძნელია: ესე კარგად გაიგონეთ წინაშე ვარ რაღა მეთქმის: რადგან ასრე მიძაბუნეთ შემაკითხეთ სპათა ჩემთა: თარას გვერდსა მიმიყვანეთ

1722. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ: ტარიას განეზრახნეს ხვარაზმშას სიტყვა ყველაი: წყნარად თქვეს არ დაიზახნეს თარა ვაზირსა უხმობთო: ვინ ბრძენთა გამოესახნეს მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ: შიგნით კერძ არ უვაგლახნეს

1723. შიგნით შეჰყივლეს ისმინეთ: ჩვენი ხმა თქვენთვის ზარისა თარა ვაზირი გარდმოდგეს: სახასო ბრძენთა თავისა ხვარაზმშა ბრძანებს ნახვა სწადს: შენი არ ჭკუად ავისა გამოდი ჩვენ გამოგინდობთ: არ მიზდი გინდა თავისა

1724. გამოვიდა თარა ბრძენი: პლატონისა დიდად დარი ხვარაზმელის მართ ნახვისა: ღ~თისა ხვეწით მემუდარი რა ჴელმწიფემ ისი ნახა მუნ: გაცოცხლდა ახლად მკვდარი თქვა თუ ღ~თო კურთხეულ ხარ: არა ვნახე ეს მე მკვდარი

1725. თაყვანისცა მერმე ჴელსა: მოეხვია თარა ბრძენი მოახსენა ღ~თო რა ვთქვა: მადლთა თქვენთა მე სიგრძენი ამა ომთა მოარჩინენ: არ უობლე წვრილნი ძენი რა მადლი ვთქვა რომ ასეთნი: წყალობანი მიბოძენი

1726. დასხდეს მეფე და ვაზირი: არჩევენ სათათბიროსა მეფე ბრძანებდა სიტყვასა: გულ მდუღრად ანატიროსა ვაზირო გვანდა ძე ჩემი: ბროლ ლალსა განამჭუროსა ვით მეტყვი სისხლი გაუშვა: მაგ ძნელსა სავაზიროსა

1727. ვაზირი ჰკადრებს მეფეო თქვენ: უმართლე ხართ მას დია მაგრა ჰყავს ტყვედ დარჩენილი: ვინცა მესისხლე ცხადია იგი არ გაგიშვებს ცოცხალსა: უფიცავს მას მოჰამადია თუ გაუშვებ გაგამართლებს: ვინ ღ~თისა დანაბადია

1728. მეფემან ბრძანა ადვილად: ნუ მეუბნები ვაზირო თუ დავივიწყო ძე ჩემი: მმართებს რომ გული ვატირო჻ მაშ გავიჭრილ ვიქმნე მე ველად: და თავი გავინადირო მიჯობს რომ მოვჰკვდე და ჩემი: დარჩენა არ დავაპირო

1729. ვაზირი ჰკადრებს მეფეო: ისმინე სიტყვა ასები აქამდი ჩემი კადრება: არ გაგეგონა ნასები ტარიელს შენთა სისხლთაგან: სწადს სავსე შესვას თასები შენად საკლავად მოუსხამს: უცხო სპა ბევრ ათასები

1730. სისხლი გაუშვი მეფეო: ქენ მტკიცე მოზავებული შეფიცეს ყოვლი სიმტკიცე: წინასწარ მოსწავებული კარგ ვაზირობით არა ჩანს: თარასგან დაშავებული ხვარაზმშა დადგა ტარიელ: წავიდა გამარჯვებული

1731. მივა ტარიელ მოყვსითა: ფრიდონ და ავთანდილითა გამარჯვებული ნადირობს: საბინდოთა და დილითა იტყვის გარდავიხდი მართ: ვერას ვერ წადილითა თქვენ დამარჩინეთ თუ არ მკვდრად: ვიწევ ხვარაზმშას ჩრდილითა

1732. წამოვიდეს მხიარულნი: ნადირობით თამაშობით მათ მოემწყო ხვარაზმელი: არ დაეგდო შამუშობით მტერთა ზედან მოქცეოდეს: მათგან იყვნეს უშიშრობით ერთმანერთსა აქებდიან: მხიარულნი არ ქუშობით

1733. მოვიდეს მოქალაქენი: გამოეგებნეს ზარითა მუტრიბთა ხმანი ისმოდეს: ბარბითთა შენაზარითა ნესტან დარეჯან დაშვენდა: ელვითა მით მწყაზარითა მათ სიხარულსა ვერ დავწერ: ჴელითა ვერცა ჰაზარითა