... (H-66), 1832 წ.

1597. თაყვანი სცეს და დალოცეს: ყოველთა ხმა ერთად იერეს ღმერთსა შევედრეს ზახილით: სვე მათი გააძლიერეს თავები დახსნეს სიკვდილსა: სიცოცხლე ამით მიერეს ტარიას ჴმალნი ვერ გაძღა: ჯერეთ ხორცი მოიმშიერეს

1598. ტარიას ნახვად მოსრული: მუშთარი ახლოს მჭვრეტია რისხვისა ცეცხლი ტარიელს: სიტკბოთა დაუშრეტია მოვიდეს ნახეს რამაზის: ლაშქარი ძლივ ღა ეტია ინდოვეთს ზეცით სინათლე: ჩადგა მართ ვითა სვეტია

1599. ერთი კაცი მახარობლად: მათ ლაშქართა მიუვიდა არ დაგხოცსო შეგიწყალნა: ყველა კაი დალოცვიდა ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს: ყველა ამას მოზრახვიდა მოვიდა იგი მოყმე: რომე ერთი ბევრსა სრვიდა

1600. მოეგებნიან ტარიელს: შორი შორ უსალამიან შიგანთა დროშა ინდოთა: მათა ცნეს უსალამიან ვერ გამოენდვნეს ინდონი: თქვეს თუ ღალატსა ლამიან არ მოელოდეს ტარიელს: მით ცრემლი დაილამიან

1601. ტარიელ მიდგა უყივლა: მე მოველ მეფე თქვენიო თანა მყავს ჩემი მნათობი: პირი ელვათა მფენიო ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან: აწღა ორბისა ფრთენიო გამოდით თქვენი სიშორე: არს ჩემგან მოუთმენიო჻

1602. მაშინღა იცნეს ტარიელ: მათგან მიდამო სრბანია სრულად ნათლითა აივსო: ზღუდე და ბანის ბანია ხმამაღლად ხმობდეს იზახდეს: მოგვშორდეს სალმობანია აქამდის რისხვა მაღალმან: აწ მოგვცა წყალობანია

1603. კარნი გაახვნეს მოართვნეს: მათ კართა მის კლიტენია ერთობ ფლასითა მოსილნი: უმზერდეს მუნ მჭვრეტენია ტირან ორნივე ქალ ყმანი: ვარდისა ბაღსა ტენია ზახილით თავსა იცემდეს: ყორნის თმა ბოლო სტენია

1604. ვითა გამზრდელსა მმართებდა: გაზრდილი აგრე ჴელია რომე სდის ცრემლი თვალთაგან: ცეცხლთაგან უფრო ცხელია თავსა იცემდეს იზახდეს: ტირს მეტად გულ ფიცხელია გიშრისა ტევრსა მოფოცხვად: ბროლისა საფოცხელია

1605. რა ნახნა ხასნი ვაზირნი: ფლასითა დამოსილნია კვლა დაიძახნა ტარიელ: უფროსნი დანაკივლნია სისხლი და ცრემლი თალთაგან: სდის და მიწყობით მილნია მოვიდეს ყელსა მოეჭვდნეს: ვითა ძმანი და შვილნია

1606. დიდებულნი მოეხვივნეს: მოუზრუნვეს მათ ცოლქმართა ქალი დაბნდა მამისათვის: ტირილიცა ვერ შემართა ვარდსა შტონი ჩამოსცვივდეს: ზე ვერავინ წამომართა მუნა კაცთა ვერ ნახვიდი: გაცინებით მოღიმართა

1607. დედოფალი გამოჭრილი: მოვიდოდა მათად ნახვად უბრძანებდა რად ვინ სტირთო: ესე ჰქონდა წყრომა ზრახვად჻ ღ~თნ რისხვა მოაქცია: წყალობისა გამოსახვად გვმართებს რომე მადლი მივსცეთ: აღარა გვცალს გლოვა ახვად

1608. ტარიელ ზედან მოიჭდო მხურვალთა: ცრემლთა მდენელმან იტყვის თუ ცეცხლი დამევსო: ცეცხლმან აწ დამწვა მე ნელმან დადუმდი სული დაიღე: ჩემგან ამისმან მსმენელმან თქვენი სიცოცხლე მალხინა: ღმერთმან ობოლთა მლხენელმან

1609. ქალმან დედასა შესტირნა: აჰა მე რა ვქნა დედაო წითელ ყვითლითა დაგაგდე: აწ შაოსანსა გხედაო მამამან ტახტი დაცალა: აღარ სადა ზის ზედაო დედამან ცრემლნი მოსწყურნა: ნუ სტირ დადუმდი ბედაო჻

1610. გარდაუკოცნა პირი და: ბაგეთა ვარდი თხელები ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა: გახდა ალვისა მთხელები ნესტანჯარს ეტყვის რადღა ვთქვათ: სიტყვები ბედით ხელები ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი: ათასი არ ერთხელები

1611. რა გარდახდა მცირე ხანი: ხანი იქმნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყვანნეს: ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს: მოეხვივნეს გულის გულად აკოცეს და მოიკითხეს: თავის თავის თვითეულად

1612. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს: დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქვა დედოფალო: გჭირს ამათი არამცნება ესენია მხსნელნი ჩვენნი: აწ არა გვცალს გრძლად უბნება჻ ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე: სიცოცხლისა მოპოვნება჻

1613. ადგეს და ქალაქს შევიდეს: თვით გარდახდეს სრასა მთასა ერთსა ბრძანებს დედოფალი: მართ სიტყვასა ვითა მათსა ღ~თან მოსრნა მტერნი ჩვენნი: ვერ დავცემენ ყოლ შამათსა ამად შევიქმ სიხარულსა: მართ გულისა საკამათსა჻

1614. უბრძანა გლოვა გახსენით: ქოს წინწილასა ჰკარითო დიდი ზათქი და ზეიმი: გავიდეს ჩვენით კარითო჻ ნახლები თქვენი ოქროსა: სარტყლითა მოიკარითო იცინოდით და იმღერდით: ნუ ცრემლი აწანწკარითო

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა჻

1615. დედოფალმან მათ ცოლქმართა: თვითო ჴელი დაუჭირა ზედა დასხნა მეფისასა: ტახტი ერთგან გაუპირა მოიშორვა კაეშანი: გული მდედრი აქვიტკირა გლოვა ცვალა სიხარულად: აღარავინ აატირა