... (H-66), 1832 წ.

1500. ამის მეტსა არას გკადრებ: არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ჴელმანდილი: მოინასკვა და ზედან ყელსა ადგა მუხლნი დაუყარნა: იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა: მის ამბისა მამსმენელსა

1501. რა ტარიელ მუხლ მოყრილი: ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანისცა: ქვე მიწამდის დავარდა მოახსენა ჴელმწიფეო: ლხინი ყოვლი გამიქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან: ნახვა თქვენი ჩამადარდა

1502. ვით ეგების რაცა გწადდეს: რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი: საკვდავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით: ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრი ვერა ჰპოვოს: ცათამდისცა გაცაფრინდეს

1503. მე სიძესა ავთანდილის: უკეთესა ვჰპოებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა: მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების: მე ყვავილი დამებერა რამცა ვკადრე შეცილება: რასაც ოდენ იგი ჯერა

1504. თუ შეგერთო ერთი მონა: თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება: უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყუარდა: აგრე მისთვის რად მამსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ: ესე ჩემგან დადასტურდა

1505. რა ტარიელ მეფისაგან: ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა: პირსა ზედან დაეფინა კვლავ მეფემან თაყვანისცა: წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოემადლეს: მათ ერთსაცა არ ეწყინა

1506. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის: მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული: გაეხარნეს მასცა განა წავიდა და წამოუძღვა: მოიყვანა მოჰყვა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან: შუქი ბნელად მოევანა

1507. მეფე ადგა მოეგება: ყმა გარდახდა რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ხელმანდილი: პირსა იმით იფარვიდა მზე ღრუბელსა მოფარვოდა: ქუშდებოდა ვარდსა ზვრიდა მაგრა მისსა შვენებასა: რამცა ვითა დაჰფარვიდა

1508. მეფე კოცნასა ლამობდა: აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის: შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი: შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი: აგრე რასაღა გრცხვენიან

1509. მოეხვია გარდაკოცნა: მან პირისა არე მარე დამივსეო ცეცხლი ცხელი: მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა: და წამწმისა არემარე გვალე შეგყრი ლომო მზესა: თავი მისკენ არე მარე

1510. მეფე ყელსა ეხვეოდა: მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების: აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ჴელმწიფობა: ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო: რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1511. ყმა მეფესა მოახსენებს: მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა: ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული: სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა: ნათლად გარე მოივანებ

1512. ტარიელსცა მოახსენა: შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა: მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა: იგი პოეს რაცა ძებნეს ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა: არა ცუდად წელთა ებნეს

1513. მეფემან ქალს უსალამა: მან შორით გარდახდომილმან დაუყვნა თვალნი ელვამან: მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა: კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან: თვით ვერას ვერ მიხდომილმან

1514. ეტყვის მზეო ვითა გაქო: ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი: არა ცუდათ არიანო მზიანო და მთვარიანო: ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით: არ ვარდნო და არ იანო

1515. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი: მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დავნის მჭვრეტელთა: თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისცნიან: გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს: ჯარნი მუნითკენ რბენასა჻

1516. შინა წავიდეს ყოველნი: შესხდეს თავისა დარებად ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი: მის მზისა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე: არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა: სახლად სამყოფად არებად

1517. შევიდეს ნახეს თინათინ: მჭვრეტთა მამცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა: შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა: ელვა პირისა მისისა შევიდა მეფე ინდოთა: იგი მზე მსგავსი გმირისა

1518. ტარიელ და ცოლმან მისმან: ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და: საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს: არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს: და გიშერი აწამწამეს

1519. თინათინ ზედა აწვივა: ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე: სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს: მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა: გვერდსა შენ მზეთა მზეთასა