... (H-757), 1671 წ.

1507. ჭირნი჻ ვნახენ჻ და჻ მოცამხუდა჻ ნაცვალი჻ ჭირ჻ნახულისა კარგა჻ მოხდომა჻ საქმისა჻ ჩემისა჻ გაზრახულისა მიცნია჻ მართლად჻ ამბავი჻ პირისა჻ მზედსახულისა დამარჩენელი჻ ლომისა჻ მის჻ ქუესკნელს჻ დამარხულისა

1508. იგი჻ მზე჻ ქაჯთა჻ მეფესა჻ ჰყავს჻ ქაჯეთს჻ პატიმარია მუნ჻ მისლვა჻ მიჩანს჻ თამაშად჻ თუცა჻ გზა჻ საომარია ნარგისთათ჻ წვიმა჻ ბროლისა჻ წვიმს჻ ვარდი჻ ნაწუიმარია ჯერთ჻ ქალსა჻ ქაჯნი჻ არ჻ ახლვან჻ მაგრა჻ სპა჻ უამარია

1509. გულმხიარული჻ ვიხარებ჻ ამად჻ არ჻ ცრემლი჻ მმილდების სადაცა჻ შენ჻ და჻ შენი჻ ძმა჻ ხართ჻ ძნელი჻ გაადვილდების რაცა჻ მოგინდეს჻ უცილოდ჻ იქთ჻ იგი჻ არ჻ აგცილდების არ჻ თურემ჻ კაცმან჻ დაგიდგნა჻ ვეჭუ჻ კლდეცა჻ გაგილბილდების

1510. აწ჻ შემინდევ჻ ვერა჻ გნახე჻ შორს჻ ამისთუის჻ წაგიარე გზაგზა჻ ყოვნა჻ აღარა჻ მცალს჻ პატიმრად჻ ა჻ იგი჻ მთუარე ადრე჻ მოვალთ჻ მხიარულნი჻ ჩუენი჻ ნახვა჻ გაიხარე ამის჻ მეტი჻ რაღა჻ გკადრო჻ ძმასა჻ ძმურად჻ მოეჴმარე

1511. ამა჻ მონათა჻ ჩემზედა჻ გარდაუჴდელი჻ გულია ამოდ჻ მსახურეს჻ თქუენიმცა჻ გული჻ ამათთვის჻ სრულია ქება჻ რად჻ უნდა჻ მას჻ ვინცა჻ თქუენთანა჻ ხანდაზმულია მსგავსი჻ ყველაი჻ მსგავსსა჻ შობს჻ ესე჻ ბრძენთაგან჻ თქმულია

1512. ესე჻ უსტარი჻ დაწერა჻ შეკრა჻ და჻ წაცახუია჻ მან მისცა჻ ფრიდონის჻ მონათა჻ ვარდმან჻ და჻ ვითა჻ იამან შესთუალა჻ ზეპირ჻ რაცა჻ ჴმდა჻ სრულად჻ მართ჻ ვითა჻ გია჻ მან მათ჻ მარგალიტი჻ უჩუენის჻ ძოწისა჻ კარმან჻ ღიამან

1513. მოქარავნეთა჻ უბრძანა჻საქმე჻ მიც჻ გითხარ჻ განაო კარგად჻ მომიჴდა჻ მოყვსობა჻ მე჻ თქუენი჻ მესვიანაო რაცა჻ მინდოდა჻ ყველაი჻ ვქენ჻ ღმერთმან჻ მაგულვანაო აწ჻ აღარა჻ მცალს჻ ბადრაგა჻ სხვა჻ წაიტანეთ჻ თანაო

1514. მონახა჻ პოვა჻ ავთანდილ჻ ნავი჻ მისისა჻ მხარისა გამოემართა჻ იგი჻ მზე჻ პირითა჻ სავსე჻ მთუარისა მაგრა჻ დაგდება჻ უმძიმდა჻ ფატმანის჻ გულმწუხარისა მისთა჻ გამყრელთა჻ ნაკადი჻ ჩასდის჻ სისხლისა჻ ღუარისა

1515. ფატმან჻ უსენ჻ და჻ მონანი჻ ტირან჻ ცრემლითა჻ ცხელითა იტყუიან჻ მზეო჻ რა჻ გვიყავ჻ დაგვწვენ჻ ცეცხლითა჻ მწველითა რად჻ დაგვაბნელენ჻ შენისა჻ მოშორვებისა჻ ბნელითა დაცაგუმარხენო჻ ჴელითა჻ ჩუენისა჻ დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1516. გამოვლნა჻ ზღუანი჻ ავთანდილ჻ მგზავრითა჻ რითმე჻ ნავითა პირმხიარული჻ აცორვებს჻ მართ჻ ოდენ჻ მარტო჻ თავითა მას჻ შეყრა჻ ტარიელისი჻ უხარის჻ მით჻ ამბავითა ჴელგანბყრობილი჻ გულითა჻ არს჻ ღ~თისა჻ საესავითა

1517. მოწურვილ჻ იყო჻ ზაფხული჻ ქუეყნით჻ ამოსლვა჻ მწუანისა ვარდის჻ ფურცლობის჻ ნიშანი჻ დრო჻ მათის჻ პაემანისა ეტლის჻ ცვალება჻ მზისაგან჻ შეჯდომა჻ საროსტანისა სულთქნა჻ რა჻ ნახა჻ ყუავილი჻ მან჻ უნახავმან჻ ხანისა

1518. აგრგუინდა჻ ცა჻ და჻ ღრუბელნი჻ ცროდეს჻ ბროლისა჻ ცუარითა ვარდთა჻ აკოცა჻ ბაგითა჻ მითვე჻ ვარდისა჻ დარითა უბრძანაგიჭურეტ჻ თვალითა჻ გულტკბილად჻ შემხედვარითა მისად჻ სანაცვლოდ჻ მოვილხენ჻ თქუენთანა჻ საუბარითა

1519. რა჻ მოეგონის჻ მოყვარე჻ სდინდიან჻ ცრემლნი჻ მწარენი ტარიელისკენ჻ იარნა჻ მან჻ გზანი჻ საწყინარენი უდაბურნი჻ და჻ უგზონი჻ უცხონი჻ რამე჻ არენი სადაცა჻ ნახის჻ დაჴოცის჻ ლომვეფხნი჻ მოშამბნარენი

1520. ქუაბნი჻ გამოჩნდეს჻ იამა჻ იცნა჻ თქუა჻ იგი჻ კლდენია სადაა჻ ჩემი჻ მოყუარე჻ და჻ ვისთუის჻ ცრემლი჻ მდენია ღირს჻ ვარმცა჻ ვნახო჻ პირისპირ჻ უამბო჻ რაცა჻ მსმენია არ჻ მოსრულ჻ იყოს჻ რაღა჻ ვქნა჻ ცუდ჻ ჩემი჻ განავლენია

1521. თუ჻ მოსრულა჻ უღონიოდ჻ შინა჻ ხანსა჻ არ჻ დაზმიდა მინდორს჻ სადმე჻ წავიდოდა჻ მჴეცისაებრ჻ ველთა჻ ჰვლიდა სჯობს჻ თუ჻ შამბშამბ჻ წავიარო჻ იგონებდა჻ იხედვიდა ესე჻ თქუა჻ და჻ მიუქცია჻ მინდორთაკე჻ წამოვიდა

1522. მიაცორვებს჻ და჻ იმღერის჻ მხიარულითა჻ გულითა მართ჻ სახელდებით჻ უყივის჻ ჴმითა჻ მით჻ სიხარულითა ცოტაი჻ წავლო჻ გამოჩნდა჻ მზე჻ სინათლითა჻ სრულითა შამბისა჻ პირსა჻ ტარიელ჻ დგას჻ ჴრმლითა჻ მომახულითა

1523. ტარიელს჻ ლომი჻ მოეკლა჻ მით჻ ჴრმალსა჻ სისხლი჻ სცხებოდა შამბისა჻ პირსა჻ ქუეითი჻ დგა჻ ცხენი჻ არა჻ ხლებოდა ყივილი჻ ავთანდილისა჻ ესმოდა჻ ეოცებოდა შეხედნა჻ იცნა჻ გაიქცა჻ მისკენ჻ მირბოდა჻ ხლტებოდა

1524. ჴრმალი჻ გასტყორცა჻ ტარიელ჻ მიმართა჻ მისსა჻ ძმობილსა ყმა჻ ცხენისაგან჻ გარდიჭრა჻ ჰგუანდა჻ ეტლისა჻ სწრობილსა მართ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ ჰგვანან჻ ყელგარდაჭდობილსა ჴმა჻ შაქრისფერად჻ გაუხდა჻ ვარდსა჻ ჴშირჴშირად჻ პობილსა

1525. ტარიელ჻ მოთქვა჻ ტირილით჻ სიტყვა჻ ნატიფი჻ მჭევრები სისხლისა჻ ღუარმან჻ შეღება჻ წითლად჻ გიშრისა჻ ტევრები ალვასა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მორწყავს჻ ნაკადი჻ ბევრები რათგან჻ შენ჻ გნახე჻ რა჻ მგამა჻ პატიჟი჻ მჭირდეს჻ ბევრები