... (Q-1335), XVIII ს.

თათბირი ავთანდილისა

1504. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვ არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახ ივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლოს ახლოს ყივიან

1505. რა გახუიდოდა გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკუეთენ ამისი ჴამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყუელაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხუებრ ვქნათ თავის ტერება

1506. სჯობს დადეგით დამალულნი თქუენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროთა მოვეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა

1507. სამთავე შესულვა არ ვარგა თუ გუიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გაუჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქნას უხუად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1508. შიგანითა მცუელთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახუამ ნახოთ გაღება კარისად თუარა სხუა გუიჯბს თქუენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა

1509. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქუენსა ძალ გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ჴრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1510. მაგრა იყუენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ჴმა ესმას ჩემსა ხელ მქნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსურის ნუ უბნობთ სიტყვითა თქუენ სათნევითა

1511. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ას ასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგუვეგებვიან ვემცრობით ჩუენ ჴრმალთა მივსცეთ მძლედ ნები

1512. ვინცა შეუსწრას ჰფარავსმცა მას ღ~თისა საფარველია კარნი დალეწნეს დაჴოცნეს ყოველი კართა მცველია სამთავე იქით მივმართოთ მაშინ აღარა ძნელია ძლევა მან მოგუცეს რომელი სათქმლადცა საზარელია

1513. ფიცხლა შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრობე{ნ} კარებსა სამთაგან ერთი შეუალთ სხუა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღუარებსა ჴელი კვლა ვჰჴადოთ აბჯარსა მას ჩუენგან მძლედ ნაჴმარებსა

1514. ფრიდონ უთხრა შემიგია გაგიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობს კარგთა ვერა ოდეს გიძღუენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თუარა ყოლა არ გიძღუნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1515. ფრიდონ ლაღი ამჴანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშუენთა გარდაჴდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1516. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყუები არ პირ მკუახები დაასკუნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ასასი ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1517. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შუიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა

1518. ჩემი აწ ესე ნათქუამი მათი სახე და დარია რა ზედა წუიმდეს ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღუარია მოვა და ჴევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღუასა შეერთუის მაშინ ეგრეცა წყნარია

1519. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწთომნია მაგრა ტარიას შემბმელნი არ ვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს არცაღა ნათლად ჴომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია

1520. სამთავე სამად გაიყვეს თუითომან თუითო კარები თანა ჰყვა კაცი სამასი ყუელაი გმირთა დარები მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავის თავ ჰქონდა ფარები

1521. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახუდეს გულ ჴმიერად გულსა შიში არა ჰქონდა ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად