... (S-4988), XVII-XVIII სს.

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხისა:

1491. ფრიდონ჻ თქუა჻ ვიტყვი჻ სიტყვასა჻ ვეჭუ჻ ჩემი჻ არ჻ დამცდარია: ჩუენ჻ ცოტანი჻ ვართ჻ ქალაქი჻ დიდთაგან჻ საომარია: პირისპირ჻ ომი჻ არ჻ ძალ჻ გვიცს჻ არ჻ ჟამი჻ საკვეხარია: ათას჻ წელ჻ ვერსით჻ შევუვალთ჻ თუ჻ ზედ჻ დაგუიჴშან჻ კარია:

1492. ჩემსა჻ სიმცროსსა჻ გამზრდელნი჻ სამუშაითოდ჻ მზრდიდიან: მასწავლნეს჻ მათი჻ საქმენი჻ მახლტუნებდიან჻ მწურთიდიან: ასრე჻ გავიდა჻ საბელსა჻ რომ჻ თვალნი჻ ვერ჻ მამკიდიან: ვინცა჻ მჭურეტდიან჻ ყმაწვილნი჻ იგიცა჻ ინატრიდიან:

1493. აწ჻ ვინცა჻ ვიცით჻ უკეთუ჻ შეტყორცა჻ საგდებელისა: მან჻ ერთსა჻ ბურჯსა჻ გარდვაგდოთ჻ წვერი჻ საბლისა჻ გრძელისა: მაზედან჻ გავლა჻ ადვილად჻ მიჩანს჻ მართ჻ ვითა჻ ველისა: თქუენ჻ ჭირად჻ გაყო჻ შიგანთა჻ პოვნა჻ კაცისა჻ მთელისა:

1494. აბჯრითა჻ გავლა჻ არად჻ მჩანს჻ ჭირად჻ გატანა჻ ფარისა: შიგან჻ ჩავხტები჻ კისკასად჻ ვეცემი჻ მსგავსად჻ ქარისა: ლაშქართა჻ დავჴოც჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისა: თქუენცა჻ მუნ჻ მოდით჻ სადაცა჻ გესმას჻ ზრიალი჻ ზარისა:

თათბირი ავთანდილისა შეპარვით ციხეს შესულისა და აღებისა:

1495. ავთანდილ჻ უთხრა჻ ჰე჻ ფრიდონ჻ მოყუასნი჻ ვერ჻ გიჩივიან: ლომთა჻ მკლავთაგან჻ იმედი჻ გაქუს჻ არა჻ წყლულნი჻ გტკივიან: სთათბირობ჻ ძნელთა჻ თათბირთა჻ მტერთა჻ ივაგლახივიან: მაგრამ჻ თუ჻ გესმის჻ გუშაგნი჻ რა჻ ახლო჻ ახლო჻ ყივიან:

1496. რა჻ გახუიდოდე჻ გუშაგთა჻ ესმას჻ აბჯრისა჻ ჩხერება: გიგრძნობენ჻ თოკსა჻ მოჰკუეთენ჻ ამისი჻ ჴამს჻ დაჯერება: წაგიჴდეს჻ ცუდად჻ ყუელაი჻ დაგრჩეს჻ ცუდიღა჻ ფერება: ეგე჻ თათბირი჻ არ჻ ვარგა჻ სხუაებრ჻ ვქნათ჻ თავის჻ ტერება:

1497. სჯობს჻ დადეგით჻ დამალულნი჻ თქუენ჻ ადგილსა჻ იდუმალსა: ისი჻ კაცნი჻ არ჻ იჭირვენ჻ მგზავრსა჻ ქალაქს჻ შემავალსა: სავაჭროდა჻ შევეკაზმი჻ ვიქ჻ საქმესა჻ მე჻ მუხთალსა: ერთსა჻ ჯორსა჻ გარდავჰკიდებ჻ მუზარადსა჻ ჯაჭუსა჻ ჴმალსა:

1498. სამთავე჻ შესულა჻ არ჻ ვარგა჻ თუ჻ გვიგრძნან჻ არს჻ სათუები: მე჻ მარტო჻ შევალ჻ ვაჭრულად჻ და჻ კარგად჻ შევეტყუები: მალვით჻ ჩავიცუამ჻ აბჯარსა჻ გავჩნდები჻ გავეცრუები: ღ~თნ჻ ქნას჻ უხუად჻ ვადინო჻ შიგნით჻ სისხლისა჻ რუები:

1499. შიგნით჻ მცველთაგან჻ მოვიცლი჻ მე჻ უნახავად჻ ჭირისად: თქუენ჻ გარეთ჻ კართა჻ ეცენით჻ ყოველნი჻ მსგავსად჻ გმირისად: კლიტეთა჻ დავლეწ჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისად: თურა჻ სხვა჻ გვიჯბს჻ თქუენ჻ ბრძანეთ჻ ვარ჻ მრჩევლად჻ ამა჻ პირისად:

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეჴდომა და აღება:

1500. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ თქუენი჻ ვცან჻ გმირთა჻ მეტი჻ გმირობა: თქუენსა჻ ძალგულსა჻ თქუენივე჻ ჰგავს჻ თათბირობა჻ პირობა: ვიცი჻ გწადს჻ ომი჻ ფიცხელი჻ არ჻ ცუდი჻ ჴრმალთა჻ ღირობა: კაციმცა჻ მაშინ჻ თქუენ჻ გახლავს჻ რა჻ ომმან჻ ქნას჻ გაჭირობა:

1501. მაგრამ჻ იყუენით჻ ჩემთუისცა჻ საქმისა჻ რასმე჻ რჩევითა: ჴმა჻ ესმას჻ ჩემსა჻ ხელ჻ მქმნელსა჻ ზედა჻ გარდმოდგეს჻ მზე჻ ვითა: თქუენ჻ გქონდეს჻ ომი჻ ფიცხელი჻ უომრად჻ მნახოს჻ მე჻ ვითა: ესე჻ მე჻ დამსურის჻ ნუ჻ უბნობთ჻ სიტყუითა჻ თქუენ჻ სათნევითა:

1502. მაგა჻ თათბირსა჻ ესე჻ სჯობს჻ ვქმნათ჻ ჩემი჻ მონაჴსენები: გავიყოთ჻ კაცი჻ ასასი჻ რა჻ ღამე჻ ჩნდეს჻ ნათენები: სამთავე჻ სამგნით჻ მივმართოთ჻ ფიცხლად჻ დავსწკიპოთ჻ ცხენები: მოგვეგებვიან჻ ვემცრობით჻ ჩუენ჻ ჴმალსა჻ მივსცემთ჻ მძლედ჻ ნები:

1503. ვინცა჻ შეუსწრას჻ ჰფარავსმცა჻ მას჻ ღმრთისა჻ საფარველია: კარნი჻ გავახუნა჻ დავჴოცო჻ ყოველი჻ კართა჻ მცველია: სამთავე჻ იქით჻ მივმართოთ჻ მაშინ჻ აღარა჻ ძნელია: ძლევა჻ მან჻ მოგუცეს჻ რომელი჻ სათქმლადცა჻ საზარელია:

1504. ფიცხლად჻ შევებნეთ჻ შევსჯარნეთ჻ ვერ჻ მოგვასწრებენ჻ კარებსა: სამთაგან჻ ერთი჻ შეუვალთ჻ სხვა჻ გარეთ჻ ვსცემდეთ჻ გარებსა: მან჻ ერთმან჻ შიგნით჻ შიგანნი჻ მივსცნეთ჻ სისხლისა჻ ღვარებსა: ჴელი჻ კვლავ჻ ვჰხადოთ჻ აბჯარსა჻ მას჻ ჩუენგან჻ მძლედ჻ ნაჴმარებსა:

1505. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგიან჻ გამიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა: მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ წამოასწრობს჻ კარსა჻ ვერა: ოდეს჻ გიძღვენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გვინდა჻ ქაჯთა჻ მზერა: თვარა჻ ყოლე჻ არ჻ გიძღვნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწე჻ რა:

1506. კულავ჻ ერთმანერთსა჻ მიუგეს჻ სიტყუები჻ არ჻ პირმკუახები: დაასკუნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები: გაიყვეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყუელაი჻ გმირთა჻ სახები: ცხენებსა჻ შესხდეს჻ აიღეს჻ მათ჻ მათი჻ ჩაბალახები:

1507. იგი჻ ჭაბუკნი჻ შუქითა჻ ვნახენ჻ მზისაცა჻ მეტითა: მათ჻ სამთა჻ შვიდნი჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნათლისა჻ სვეტითა: ტარიელ჻ შავსა჻ ზედა჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ წერწეტითა: დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვითა჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა: