... (S-1727), 1837 წ.

1597. დარაჯანი წავიდეს და: ერთმანერთსა მიუსწრობდეს჻ რამაზს კადრეს ყველაკაი: დამალვასა ვერა ჰთმობდეს჻ მოვიდაო ინდოთ მეფე: ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს჻ ვინცა ვითა გარდეხვეწოს: იგი ერთი ორთა ჰსჯობდეს჻

1598. ინდოთა დროშა ამართეს: მაღლად ალამი უბია჻ დროშა არაბთა მეფისა: მისსა თანავე ჰყუდია჻ არაბთა იცის ყველამან: მათი აბჯარი შუბია჻ ფრიდონ მზე მოყმე რომელმან: შექმნა სისხლისა გუბია჻

1599. ცოტაი წავლეს გმოჩნდა: ხუთასი ცხენოსანანი჻ შეტევებასა ლამობდეს: ყმანი არაბთა თანანი჻ ტარიელ ეტყვის ნუ იქმთო: მისცა სიტყვისა ნანანი჻ მოვიდეს აჩნდა უაბჯროდ: არცა თუ ჰქონდა დანანი჻

1600. ცხენის ფერხთა მოეხვია: მუხლმოყრილი შეეხვეწა჻ მოახსენა შემიბრალე: მისა ძალსა ვინცა გხვეწა჻ ნუ დამარჩენ ნუ მაცოცხლებ: და წამიღონ მკვდარი მე წა჻ გული თქვენი სასაკუთრო: ბედმან ასრე დამილეწა჻

1601. დაიკარგენით წახვედით: თქვენ წელნი მეათენია჻ გახდეს ფრინველნი უმეფოდ: არწივსა მოსწყდეს ფრთენია჻ ამად შევმართენ საქმენი: ჩემნი საკამათენია჻ ადრე გამიტყდა სოფელი: მართ ვითა კაბათენია჻

1602. შინა წავიდეს გარდახდეს ეს თურე არ ლაყაბია რამაზ ყავს ორთა დედათა ყელსა მანდილი აბია შეშინებული საბრალოდ დუღდა მართ ვითა ქვაბია მართალ ხარ მამკლა მე ხოლე: რაცა ვინ მიასაბია

1603. ვიაჯი მომკალ მე ხოლმე: ყველაი ჩემი ბრალია჻ მერმე ხუთასი ვაზირი: მყავს აქათ წაუვალია჻ თავები დასჭერ ადინე: სისხლი მართ ვითა ღვარია჻ სპა უბრალოა ნუ დახოც: ვტირ ამად გულმდუღარია჻

1604. ყოვლთა მისცეს ზენაარი: მიუყარნეს მუხლნი წინა჻ ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა: ვინცა აგრე დაგარჩინა჻ ტარიელ დგას დაყმუნვებით: რამაზ წინა მოეფინა჻ ღმერთი ალხენს მონანულთა: არ შეუნდობს კაცი ვინა჻

1605. კაცი ცრემლითა შეინდობს: თუ ცოდვა მისთანაც არსა჻ ვით ნინეველი ისხემდეს: თავსა მტვერსა და ნაცარსა჻ ამით დაესხნეს რისხვასა: ზეცით მოსრულსა ნაცარსა჻ წაღმავე წაგრეხს სოფელი: კვლა მისგან უკუ ნაცარსა჻

1606. ბრძენთა ვინმე მოსწავლემან: საკითხავი ესე ვპოვნე჻ ესეაო მამაცისა: მეტის მეტი სიგულოვნე჻ ოდეს მტერსა მოერიო: ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე჻ გინდეს სრული მამაცობა: ესე სიტყვა დაიხსოვნე჻

1607. ტარიელ მოტკბა ღმრთისავე: მსგავსად იგ წაღმართულია჻ აღარ დაგხოცო უბრძანა: ძლეული შიშმანულია჻ წაღმართად წაგრეხს საქმესა: რაცა უკუღმა სთულია჻ ნაქმარი მრუდი ყველაი: აწ ჩემგან გამართულია჻

1608. თაყვანი სცეს და დალოცეს: ყოველთა ხმა ერთად იერეს჻ ღმერთსა შევედრეს ზახილით: სვე მათი გააძლიერეს჻ თავები დახსნეს სიკვდილსა: სიცოცხლე ამით მიერეს჻ ტარიას ჴრმალნი ვერ გაძღა: ჯერეთ ხორცი მოიმშიერეს჻

1609. ტარიას ნახვად მოსრული: მუშთარი ახლოს მჭვრეტია჻ რისხვისა ცეცხლი ტარიელს: სიტკბოთა დაუშრეტია჻ მოვიდეს ნახეს რამაზის: ლაშქარი ძლივ ღა ეტია჻ ინდოეთს ზეცით სინათლე: ჩადგა მართ ვითა სვეტია჻

1610. ერთი კაცი მახარობლად: მათ ლაშქართა მიუვიდა჻ არ დაგხოცსო შეგიწყალნა: ყველა კაი დალოცვიდა჻ ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს: ყველა ამას მოზრახვიდა჻ მოვიდა იგი მოყმე: რომე ერთი ბევრსა სრვიდა჻

1611. მოეგებნიან ტარიელს: შორი შორ უსალამიან჻ შიგანთა დროშა ინდოთა: მათად ცნეს უსალამიან჻ ვერ გამოენდვნეს ინდონი: თქვეს თუ ღალატსა ლამიან჻ არ მოელოდეს ტარიელს: მით ცრემლი დაილამიან჻

1612. ტარიელ მიდგა უყივლა: მე მოველ მეფე თქვენიო჻ თანა მყავს ჩემი მნათობი: პირი ელვათა მფენიო჻ ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან: აწღა ორბისა ფრთენიო჻ გამოდით თქვენი სიშორე: არს ჩემგან მოუთმენიო჻

1613. მაშინღა იცნეს ტარიელ: მათგან მიდამო სრბანია჻ სრულად ნათლითა აივსო: ზღუდე და ბანის ბანია჻ ხმამაღლად ხმობდეს იზახდეს: მოგვშორდეს სალმობანია჻ აქამდის რისხვა მაღალმან: აწ მოგვცა წყალობანია჻

1614. კარნი გაახვნეს მოართვნეს: მათ კართა მის კლიტენია჻ ერთობ ფლასითა მოსილნი: უმზერდეს მუნ მჭვრეტენია჻ ტირან ორნივე ქალ ყმანი: ვარდისა ბაღსა ტენია჻ ზახილით თავსა იცემდეს: ყორნის თმა ბოლო სტენია჻

1615. ვითა გამზრდელსა მმართებდა: გაზრდილი აგრე ჴელია჻ რომე სდის ცრემლი თვალთაგან: ცეცხლთაგან უფრო ცხელია჻ თავსა იცემდეს იზახდეს: ტირს მეტად გულ ფიცხელია჻ გიშრისა ტევრსა მოფოცხვად: ბროლისა საფოცხელია჻

1616. რა ნახნა ხასნი ვაზირნი: ფლასითა დამოსილნია჻ კვლა დაიზახნა ტარიელ: უფროსნი დანაკივლნია჻ სისხლი და ცრემლი თალთაგან: სდის და მიწყობით მილნია჻ მოვიდეს ყელსა მოეჭვდნეს: ვითა ძმანი და შვილნია჻