... (S-1727), 1837 წ.

1480. ამ საქმესა დაფარულსა: ბრძენ დიონოს გააცხადებს჻ ღ~თი კეთილს მოავლინებს: არ ბოროტსა არ დაბადებს჻ თავსა წამ ერთ შეამოკლებს: კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს჻ თავსა მისსა უკეთესსა: უზადო ჰყოფს არ აზადებს჻

1481. ფრიდონისით გაემართნეს: იგი ლომნი იგი მზენი჻ თანა მიჰყავს პირი მზისა: ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო: დაწყობილი დანათხზენი჻ მუნ ბალახშსა აშვენებდეს: სინატიფე სინაზენი჻

1482. იგი მზე უჯდა კუბოსა: და აგრე არონინებდეს჻ მინადირობდეს ნადირსა: მუნ სისხლსა დაადინებდეს჻ სადაცა დახვდის ქუეყანა: მჭვრეტელთა მოალხინებდეს჻ მოეგებნიან სძღნობდიან: აქებდეს არ აგინებდეს჻

1483. მას გვანდეს თუცა სამყაროს: მზე უჯდა შუა მთვარეთა჻ იარნეს დღენი მრავალნი: ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა჻ შიგან მათ დიდთა მინდორთა: ყოვლგნით კაც მიუმცდარეთა჻ სად ყოფილ იყო ტარიელ: მიხვდა მის კლდისა არეთა჻

1484. ტარიელ ბრძანა მე მმართებს: დღეს თქვენი მასპინძელობა჻ მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ: მჭირდა სადამდის ჴელობა჻ მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან: მას უც ხორცისა ხმელობა჻ მე რომე გიძღვნი ტურფათა: აქოთ ლარისა ჭრელობა჻

1485. მივიდეს შიგან გარდაჴდეს: ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა჻ ასმათს უცს ხორცი ირმისა: იქს მასპინძლობა კვეთასა჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს: წასვლასა მათ საქმეთასა჻ ღ~თსა მადლობდეს შეცულასა: ლხინათ ჭირისა დღეთასა჻

1486. მოიარეს ქვაბოვანნი: თამაშობდეს მხიარულნი჻ პოვნეს იგი საჭურჭლენი: ტარიასგან დაბეჭდულნი჻ ვერცა ვისგან დანათვალნი: ვერცა ვისგან შეგებულნი჻ არ იტყვიან არა გვაქვსო: იგ ამისთვის გულ ნაკლული჻

1487. უბოძა ტურფა მრავალი: მათ მათი შესადარები჻ კვლავ ფრიდონისნი აავსნა: სპა ჰყუა თუ სპასალარები჻ აივსო კაცი ყუელაი: მაშინ მათ თანა ნარები჻ მაგრა ძეს რომე საჭურჭლე: გვანდა კაც დაუკარები჻

1488. ფრიდონს უთხრა ვალი შენი: ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ მაგრა თქმულა კარგის მქნელი: კაცი ბოლოდ არ წახდების჻ აწ საჭურჭლე რაზომიცა: აქა ძეს და ან იდების჻ შენი იყოს ყველაკაი: შენ წაიღე ვითა გხვდების჻

1489. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა: ჰკადრა მადლი მეტის მეტი჻ მე მეფეო რად გგონივარ: უჭკუო და აგრე რეტი჻ მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს: ვინმცა იყო ვითა კეტი჻ ჩემი ლხინი მუნამდისა: ვირე ვიყო შენი მჭვრეტი჻

1490. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა: მოსასხმელად აქლემისად჻ სახლსა მისსა მისაღებლად: მის ყველასა საჭურჭლისად჻ აწ მუნითგან გაემართნეს: არაბეთით მივლად გზისად჻ ავთანდილი გალეული: შესაყრელად მთვარე მზისად჻

1491. მიხვდეს არაბთა საზღვარსა: რა ვლეს მრავალნი ხანები჻ დახვდა სოფლები ციხები: ხშირ ხშირად თანის თანები჻ მუნ შიგა მყოფსა ემოსა: ტანსა ლურჯი და მწვანები჻ ავთანდილისთვის ყველაი: ცრემლითა არს ნაბანები჻

1492. ტარიელ კაცი გაგზავნა: წინაშე როსტან მეფესა჻ შესთვალა გკადრებ მეფეო: სურვილთა სიიეფესა჻ მე მოვალ მეფე ინდოთა: დარბაზსა თქვენსა სეფესა჻ გიჩვენებ ვარდსა კოკობსა: უფრჭკუელ მოუკრეფელსა჻

1493. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა: ნახვა მიწისა შენისა჻ ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ: შემოტევება ცხენისა჻ მე შენთა სპათა ვაჩვენე: ნიშანი რამე წყენისა჻ დავხოცე მონა მრავალი: მსახურნი სრისა თქვენისა჻

1494. აწ ამად მოვალ წინაშე: დავყარენ ჩემნი გზანია჻ შემინდოთ რაცა შეგცოდეთ: ჰქნეთ გაწყრომისა კმანია჻ ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ: ფრიდონ და მისნი ყმანია჻ ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ: მე თქვენთვის მამიტანია჻

1495. რა მიუვიდა მეფესა: მახარობელი ჟამისა჻ ვით გაეხარნეს ვერ იტყვის: ენა ერთისა წამისა჻ თინათინს ღაწვთა ემატა: ელვა შუქისა სამისა჻ ბროლსა და ლალსა აშვენებს: მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა჻

1496. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა: სიცილი თქართქარებისა჻ ლაშქარნი რბოდეს მი და მო: ქნა სწადდა მათკენ რბენისა჻ დაიწყეს მოსხმა ცხენისა: მოღება უნაგრებისა჻ შესხდეს სიმრავლე მოყმისა: მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა჻

1497. მეფე შეჯდა გაეგებნეს: თავადნი და სრულად სპანი჻ ვისცა ესმის მოვიდიან: მას წინაშე სხვაგნით სხვანი჻ ყუელაკაი ღ~თსა მადლობს: გაამაღლნეს მათნი ხმანი჻ თქვეს ბოროტსა უმყოფოა: კეთილნია შენთვის მზანი჻

1498. რა ერთმანერთი აუჩნდა: მისაგებ მოსაგებავი჻ ავთანდილ ეტყვის ტარიელს: სიტყვათა დანაზებავთა჻ აგერა ხედავთ მინდორთა: მტვერითა შენაღებავთა჻ ამად მედების სახმილი: გულსა ეცხება ებავთა჻

1499. ისია ჩემი გამზრდელი: და თქვენდა მოგებებულა჻ იქი ვერ მივალ მრცხვენიან: გულსა სახმილი დებულა჻ ჩემად არაკად სულდგმული: კაცი არ გაწბილებულა჻ რასაცა მიზამთ თქვენ იცით: ფრიდონ თქვენადვე ხლებულა჻