... (S-1727), 1837 წ.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი: ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათჳს მოშაორეთასა ტარიელს და ნესტან დარეჯანს ისტორია რ~ლსა ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ჻

1. რომელმან შექმნა სამყარო: ძალითა მით ძლიერითა჻ ზეგარდმო არსნი სულითა: ყუნა ზეცით მონაბერითა჻ ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა: გვაქუს უთვალავი ფერითა჻ მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე: სახითა მის მიერითა჻

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ: სახე ყოვლისა ტანისა჻ შენ დამიფარე ძლევა მეც: დათრგუნვად მე სატანისა჻ მომეც მიჯნურთა სურვილი: სიკუდიდმდე გასატანისა჻ ცოდვათა შესუბუქება: მუნ თანა წასატანისა჻

3. ვის შვენის ლომსა ხმარება: შუბისა ფარ შიმშერისა჻ მეფისა მზის თამარისა: ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა჻ მას არა ვიცი შევჰკადრო: შესხმა ხოტბისა ხშირისა჻ მისთა მჭვრეტელთა ყანდისა: მირთმა ჴამს მართ მშიერისა჻

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა: სისხლისა ცრემლ დათხეული჻ ვთქუჱნი ქებანი ვისნიმე: არ ავად გამორჩეული჻ მელნად ვიხმარე გიშრის ტბა: და კალმად მინა რხეული჻ ვინცა ისმინოს დაესვას: ლახვარი გულსა ხეული჻

5. მიბრძანეს მათად საქებრად: თქმა ლექსებისა ტკბილისა჻ ქება წარბთა და წამწამთა: თმათა და ბაგე კბილისა჻ ბროლ ბალახშისა თლილისა: მით მიჯრით მიწყობილისა჻ გასტეხს ქვასაცა მაგარსა: გრდემლი ტყუიისა ლბილისა჻

6. აწ ენა მინდა გამოთქმად: გული და ჴელოვანება჻ ძალი მამეც და შეწევნა: შენგნით მაქუს მივსცე გონება჻ მით შევეწივნეთ ტარიელს: ტურფადცა უნდა ჴსენება჻ მათ სამთა გმირთა მნათობთა: სჭირს ერთმანერთის მონება჻

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის: ცრემლი გვდის შეუშრობილი჻ მისებრი მართ დაბადებით: ვინცა ყოფილა შობილი჻ დავჯე რუსთველმან გავლექსე: მისთჳს გულ ლახვარ სობილი჻ აქამდის ამბად ნათქვამი: აწ მარგალიტი წყობილი჻

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე: მართებს მართ ვითა მზეობა჻ სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე: სიყმე და მოცალეობა჻ ენა გონება დათმობა: მძლეთა მებრძოლთა მძლეობა჻ ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა჻

9. მიჯნურობა არის ტურფა: საცოდნელად ძნელი გვარი჻ მიჯნურობა სხვა რამეა: არ სიძვისა დასადარი჻ იგი სხვაა სიძვა სხვაა: შუა უზის დიდი მზღვარი჻ ნურვინ გარევთ ერთმანერთსა: გესმის ჩემი ნაუბარი჻

10. ხამს მიჯნური ხანიერი: არ მეძავი ბილწი მრუში჻ რა მოშორდეს მოყვარესა: გაამრავლოს სულთქმა უში჻ გული ერთსა დააჯეროს: კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში჻ მძულს უგულოდ სიყვარული: ხვევნა კოცნა ტლაშა ტლუში჻

11. ამა საქმესა მიჯნური: ნუ უჴმობს მიჯნურობასა჻ დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა: სთმობდეს გაყრისა თმობასა჻ ესე მღერასა ბედითსა: გავს ვაჟთა ყმაწვილობასა჻ კარგი მიჯნური იგია: ვინ იქს სოფლისა თმობასა჻

12. არს პირველი მიჯნურობა: არ დაჩენა ჭირთა მალვა჻ თავის წინა იგონებდეს: ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა჻ შორით ბნედა შორით კდომა: შორით დაგვა შორით ალვა჻ დასთმოს წყრომა მოყვრისაგან: მისი ჰქონდეს შიში კრძალვა჻

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა: არვისთანა ამჟღავნებდეს჻ არ ბედითად ჰაი ზმიდეს: მოყვარესა აყივნებდეს჻ არსით აჩნდეს მიჯნურობა: არა სადა იფერებდეს჻ მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს: მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს჻

14. მას უშმაგო ვით მიენდოს: ვინ მოყვარე გაამჟღავნოს჻ ამის მეტი რამცა ირგოს: მას ავნოს და თჳთანც ივნოს჻ რათამცაღა ასახელოს: რა სიტყვითა მოაყივნოს჻ რა გავა თუ მოყვარესა: კაცმან გული არ ატკივნოს჻

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ: საქმესა ამა დარი჻ ვის მორჩილობს ჯარი სპათა: მისთჳს ვხელობ მისთჳს მკვდარი჻ დაუძლურდი მიჯნურთათვის: კვლავ წამალი არსით არი჻ ანუ მომცეს განკურნება: ანუ მიწა მე სამარი჻

16. ესე ამბავი სპარსული: ქართულად ნათარგმანები჻ ვით მარგალიტი ობოლი: ჴელის ჴელ საგოგმანები჻ ვჰპოვე და ლექსად გარდავჰთქვი: საქმე ვჰქენ საჭოჭმანები჻ ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს: ლაღმან და ლამაზმა ნები჻

17. თვალთა მისგან უნათლოთა: ენატრამცა ახლად ჩენა჻ აჰა გული გამიჯნურდა: მიხდომია ველთა რბენა჻ მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა჻ სამთა ფერთა საქებელთა: ლამის ლექსთა უნდა ლევნა჻

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს: დასჯერდეს და მას უბნობდეს჻ მუშა მიწყივ მუშაობდეს: მეომარი გულოვნობდეს჻ კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა: უყუარდეს და გამოსცნობდეს჻ არცა ვისგან დაიწუნოს: არცა სხვათა უწუნობდეს჻

19. შაირობა პირველადვე: სიბრძნისაა ერთი დარგი჻ საღ~თო საღ~თოდ გასაგონი: მსმენელთათვის დიდი მარგი჻ კვლავ აქაცა იამების: ვინცა ისმენს კაცი ვარგი჻ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: შაირია ამად კარგი჻