... (S-1727), 1837 წ.

1578. ქალი საბრალოდ მამასა სტირს ბულბულისა მსგავსია჻ თმა გაიგლიჯა გაყარა ღაწვი ცრემლითა ავსია჻ ვარდი შექმნილა ზაფრანად ლალი მართ ვითა ხავსია჻ მზესა ღრუბელი ეფარვის ამად ნათელი დავსია჻

1579. იხოჭს და იგლეჯს ზახილით ტირს სიტყვა ხაფი უარე჻ სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე჻ მოვჰკვე მამაო მე შენთვის შვილი ყოველთა უარე჻ ვერცა გმსახურე ასულმან ვერცა რა შეგაგუარე჻

1580. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო ნათელო თვალთა ჩემთაო჻ ჩემთა რა გაცნევს ამბავსა გულისა მონაცემთაო჻ მზეო რად ღა გაქვს სინათლე რად ღა ანათობ თემთაო჻ რად არ დაიქეც ქვეყანავ რად ღა მართიხარ ზე მთაო჻

1581. ტარიელ მოსთქვამს: გამზრდელო ამბავი ავი მსმენია჻ მიკვირს თუ მზე ღა რად ნათობს რად არა დაუჩენია჻ მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა სოფელი აღარ შენია჻ ღმერთსა მიმადლე შემინდე რაცა შენ ჩემგან გწყენია჻

1582. მაშინ გდასხდნენ ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღურელად დიდი ხანი მოიტირეს თავისთავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულსადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულ დამღებლად: დარჩუმებელ არ ცრემლ მყრელად

1583. ზე ადგეს და მოახსენეს ჱე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ ჰქმენით რაცა მოგახსენო იგი ღმერთმან გაამაღლა ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოვნა არა გვარგებს არცაღა გუცალს გლოვად ჩუენო

1584. მადლი უბრძანეს აწვივნეს ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი პირსა ფერჰაერ კრთომილნი გაკვირვებულნი საბრალოდ მართ ვერას ვერ მიხდომილნი ებრძანა ძმაო რა გიკვირს ჩუენვვვართვო იგ წახდომილნი

1585. კვლავ უბრძანებდეს: გვიამბეთ ამბავი დანარჩომია჻ მათ მოახსენეს: პატრონო ინდოეთს დიდი ომია჻ მოსულა ხატათ ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია჻ რამაზ არს ვინმე ჴელმწიფე მათად პატრონად მჯდომია჻

1586. ჯერთ დედოფალი ცოცხალა მკვდართაგან უფრო მკვდარია჻ იბრძვის ინდოთა ლაშქარი თუც იმედ გარდამწყდარია჻ გარეთ ციხენი წაუხვამს ყველაი გარდამხდარია჻ მზეო თქვენ შუქნი მიჰფინეთ მათკენ ის ავი დარია჻

1587. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა ჩვენცა შავი჻ რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქვით ჩვენი თავი჻ მეფე ჩვენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი჻ გამოგვიშვა წამოვედით არა გვიყო ყოლა ავი჻

1588. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლად აიყარა჻ ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა჻ დროშა მისი აიმართა წინა არა აიფარა჻ აწ ნახეთ თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა჻

ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება჻

1589. ინდოეთს ზედან წაადგა: მუნ მთა და დიდი ქედია჻ აჩნდა ლაშქარი უსახო: ესაკვირველა ედია჻ ტარიელ ბრძანა მოყმენო: აწ თქვენგან რა იმედია჻ ადრე მოვიცლი იმათგან: ღთ~ი და ჩემი ბედია჻

1590. იმა ლაშქართა უნახვან: კვლა ჩემი ხრმალთა კვეთანი჻ ერთხელ შემებნეს დავხოცენ: შევქმენ აბჯართა ფეთანი჻ ავთანდილ ჰკადრა რად უნდა: თქმანი სიტყვათა მძლეთანი჻ მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ: მიხვდეს ფერხითა ცვეთანი჻

1591. დაეკაზმნეს საომარად: გაამაყდეს გაჩაუქდეს჻ ცხენთა შესხდეს უკეთესთა: სახედარნი ასუბუქდეს჻ ერთმანერთსა აჯობინეს: მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს჻ იგი ქედი ჩაიქროლეს: ბუქისაგან უფრო ბუქდეს჻

1592. წინ მავალნი დარაჯათა: მათთა ზედა გარდეკიდეს჻ ტარიასთა გააქცივნეს: მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს჻ მოაგებეს მჴარ დაკრულნი: მათ წინაშე მოასხმიდეს჻ აიზიდნეს ვისნი ხართო: ჰკითხეს ხანსა არ დაზმიდეს჻

1593. მათ მოახსენეს მეფეო: ჩვენ ცუდად დაღორებულნი჻ რამაზის ჴელმწიფისანი: აქა დარაჯად რებულნი჻ უბრძანა წადით რეგვენნო: თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი჻ აცნობეთ თქვენსა პატრონსა: მოვლენ გულითა ქებულნი჻

1594. უთხარით ბრძანებს ტარიელ: მეფე ლაღი და ჯანია჻ იგი ჴელმწიფე მაღალი: მებრძოლთა მემაჯანია჻ ჩემსა ამბავსა გაცნევენ: შენნივე დარაჯანია჻ შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა: ცუდი ღა დაღრეჯანია჻

1595. დია დიდთა დაჯაბნება: უშმაგომან ვით გააგო჻ ინდოეთსა ვით მოადეგ: შმაგთაგანცა უფრო შმაგო჻ აჰა მოველ იგი ცეცხლი: რომე სრულად ამოგდაგო჻ ჴრმალი ჩემი მოლესული: შენს ტანზედა დავაბლაგო჻

1596. აწ დაემზადე მოპარვა: მე შენი არა მწადიან჻ შემები რაზმი დააწყევ: პირველვე გამიცხადიან჻ პირ ბოზო ჩემი მორევნა: რა დია დაგიქადიან჻ მე ჩაბალახად გახმარებ: რაცა გიმუზარადიან჻