... (S-1727), 1837 წ.

1789. ცუდია ესე სოფელი: ვითა სიზმარი ღამისა჻ არ მამეხმარა საჭურჭლე: დედისა არცა მამისა჻ უხანობისა ქარი ქრის: ვითა ერთისა წამისა჻ ოხრად გახდების აერი: ტურფისა თვალ წამწამისა჻

1790. ესე ასეთი სოფელი: არვისგან მისანდობელი჻ წამია კაცთა თვალისა და: წამწამისა მსწრობელი჻ რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ: ბედია მაყივნებელი჻ ვის არ შეუცვლის კარგია: ორისავ იყოს მხლებელი჻

1791. ამირან დარეჯანის ძე: მოსეს უქია ხონელსა჻ აბდულ-მესია შავთელსა: ლექსი მას უქეს რომელსა჻ დილარგეთ სარგის თმოგველსა: მას ენა დაუშრომელსა჻ ტარიელ მისსა რუსთველსა: მისთვის ცრემლ შეუშრომელსა჻

1792. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე: სიჩალხე სიხაფეთანი჻ ესე ამბავნი უცხონი: უცხოთა ჴელმწიფეთანი჻ პირველ ზნენი და საქმენი: ქებანი მათ მეფეთანი჻ ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ: ამითა ვილაყფეთანი჻