... (S-1727), 1837 წ.

1714. ტარიელ ცხენი ხვარაზმშას: მოუკლა მუნვე დაეცა჻ უფიცხე იბრძვის ქვეითსა: ჴრმალი უნდოდა დაეცა჻ ახლო არვინ ჰყავს მოყმენი: რომ ადრე ცხენსა მოეცა჻ მისთვის მარტოდ იბრძოდა: არ არის ღონითა გაექცა჻

1715. დაშვრა მისჭირდა მარტოსა: ლომურად მხეცთა მსვრელითა჻ გაუტყდა შუბი და ხრმალი: ლახტითა იბრძვის მრთელითა჻ მისთ ლაშქართა სიმგვრლეზედ: მოსრნეს მსგავსადვე ცელითა჻ ტარიელ აღარ აცალა: ხვარაზმშ შეიპყრა ჴელითა჻

1716. ტარიელ ნახა ხვარაზმშა: საკლავად ჴელთა გდებული჻ შებრალდა იგი ხელმწიფე: წვერ თეთრი დაღონებული჻ თქვა კმარის ჩემთვის ღ~თისაგან: წყალობა მოვლინებული჻ აწ აღარავის მოვაკლევ: მეფეა წარმართებული჻

1717. სიკვდილი ახლოს იხილა: დიდმან ხვარაზმთა მფლობელი჻ სახვეწრად ენა აუბნა: მუნ ღონე გაცუდებულმან჻ მაშინღა დასცხა ტარიელ: ცეცხლთაგან აღტყინებულმან჻ ცხენთა თვით აღსვა ხვარაზმშა: ვითა მშობელი შობულმან჻

1718. მობრუნდეს გამარჯვებულნი: ჩამოხდეს ჩრდილთა ხეთასა჻ ტურფათა რასმე ბაღჩასა: ყოლ არ კატართა ტყეთასა჻ მათ ნაომარობა შვენოდა მჯობდა: მჯობთა ყოველთა მხნეთასა჻ თქვეს ვაჯობინოთ ესე დღე: მეტად ყოველთა დღეთასა჻

1719. გამოისვენეს მაშვრალთა: აბჯრითა ტანსა მლეწელთა჻ ზე აიხადეს საჭურველი: ხმალ შუბი გულის მფრეწელთა჻ იცინიან და ლაღობენ: ეტრფიან გულთა მჭვრეტელთა჻ ხვარაზმშაჰ ფერით მიხდილი: უმზერდა თვისთა მჟლეტელთა჻

1720. დილასა ფრიდონ ავთანდილ და: მათი სპათა თავადი჻ ტარიელისსა მოვიდეს დახვდეს: ლაშქარნი მრავალნი჻ აწ მათგან სამოციქულოდ: კაცი ჩანს შენაგზავნია჻ შესთვალეს ღ~თნ პატივგცა: ტყვედ გყვანან მათთა თავნია჻

1721. ვინათგან ღ~თნ პატივი ეზომი: დაგდვა დიდებით჻ გმართებს რომ იყო საღმრთოსა: საქმესა ზედა რიდებით჻ აწ შენღა ნუ იქმ ამ საქმესა: სისხლი მიუზღო მიდებით჻ პირი აიღეთ ხვარაზმშა: გაუშვით ამოდ მშვიდებით჻

1722. ტარიელ გასცა პასუხი: მეტად წყნარი და მჭევრები჻ ღ~თისაგან მე მჭირს წყალობა: და თქვენგან დიადი ბევრები჻ აწ სამჯერ თქვენგან დადგმულა: ჩემთვის შუბისა ტევრები჻ დარჩეს გაუშვით ხვარაზმშა: და მისი სპანი ბევრები჻

1723. შევიდეს ნახეს ტარიელ და: მადლსა გარდაიხდიდეს჻ მერმე ადგეს და ხვარაზმშაჰ: სად იყო მუნა მივიდეს჻ ჰკადრეს ორთავე სალამი: თავის თავ დაამშვიდესა჻ გვერდსა დაუსხდეს ნაკრავთა: უქებდეს და გაიცდიდესა჻

1724. მერმე ჰკადრეს ჱე ხვარაზმშა: ჴელმწიფეო ბედნიერო჻ მორჭმული და თვით მპყრობელი: ზნე უკლებო მეცნიერო჻ გვიკვირს რაცა თქვენ გიქნია: პირველ კაცო გონიერო჻ რად აშვილე თქვენი შვილი: ინდოთ მეფეს მშვენიერო჻

1725. თუ გასმიოდა ტარიელ: ამბვითა ანუ ნახვითა჻ მემკვიდრე სადმე არისო: რად არა მოიხსენი თა჻ აწ ჩვენგან მორჩი უსისხლოდ: მრავლის ქენებით ჩვენითა჻ იქავ წადით და მეფობდით: ბრძნითა გონება ენითა჻

1726. ხვარაზმშა წყნარი სიტყვები: თქვნა ბრძენთა სწავლა რიგისა჻ პირველად ქება ავთანდილს: და ნურადინს მიუგისა჻ მე თქვენი ქება ვითა ვთქვა: ბუდე ვარ აუგისა჻ მკლავს სირცხვილისა ლახვარი: ბასრისა შუბ დაუგისა჻

1727. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა: სასიძოდ ჲინდოთ მეფესა჻ მე მაშინ ვერსით ვიცნობდით: ტარიელს სისხლთა მჩქეფესა჻ უმკვიდროდ ყოფა ეწერა: მაშინ მათ წიგნსა სეფესა჻ ამად ვერ მიხვდი მიგმობდით: ჭკუასა დანაყეფესა჻

1728. მართებდა თუმცა ტარიელს: ებრძანა ჩემთვის კაცითა჻ მართ ერთხელ ვითა ეგრეცა: არ მრავლად კაცის კაცითა჻ მე ვარ მემკვიდრე პირველად: მე მმართებს ღ~თითა და ცითა჻ ნუ მოსცემ შვილსა თვარ დავხვდე: რაზმითა მრავალ კეცითა჻

1729. თუ მაშინ არ დამეშალა თქვენ: უმართლე ხართ მდურვასა჻ თავსაცა ჩემსა ვაბრალობ: მას საშინელსა ურვასა჻ მაგრა უმეცრად ჩავიჭერ: სისხლთა მორვისა ცურვასა჻ ამად ვერავინ დამიშლის: გულსა სისხლისა წურვასა჻

1730. ეს ასრე იყო რაც გკადრე: თქვენცა გასმოდეს მგონია჻ თვარ გაიკითხენ ინდონი: გკადრებენ უმტყუვნონია჻ ავთანდილ ჰკადრა მეფეო: ესე ვერ მომიგონია჻ მაგისთანანი სიტყვანი: აწ არად სავარგონია჻

1731. თავმან თქვენმან თუ მოგვისმენ: ამას გკადრებთ დაუცდომლად჻ სჯობს წახვიდეთსახლსა თქვენსა: იყვნეთ სისხლთა დამთმობელად჻ არა გაკლდეს დიდებისა: ჴელი ცათა მიუწთომლად჻ შენდობა ხამს რადგან ამად: აღარ დარჩა შეუნდობლად჻

1732. ხვარაზმშა თქვა ვინადგან: გწადს აგრე ვქნათ რაცა ბრძანეთ჻ მაგრა ნახეთ რა ძნელია: ესე კარგად გაიგონეთ჻ წინაშე ვარ რაღა მეთქმის: რადგან ასრე მიძაბუნეთ჻ შემაკითხეთ სპათა ჩემთა: თარას გვერდსა მიმიყვანეთ჻

1733. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ: ტარიას განეზრახნეს჻ ხვარაზმშას სიტყვა ყოველი: წყნარად თქვეს არ დაიზახნეს჻ თარა ვაზირსა უხმობთო: ვინ ბრძენთა გამოესახნეს჻ მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ: შიგნით კერძ არ უვაგლახნეს჻