... (S-1727), 1837 წ.

1520. მოეხვია გარდაკოცნა: მან პირისა არე მარე჻ დამივსეო ცეცხლი ცხელი: მაგრა წყალი არე მარე჻ ვინ გიშერი დააჯოგა: და წამწმისა არემარე჻ გვალე შეგყრი ლომო მზესა: თავი მისკენ არე მარე჻

1521. მეფე ყელსა ეხვეოდა: მას ლომსა და ვითა გმირსა჻ ახლოს უზის ეუბნების: აკოცებს და უჭვრეტს პირსა჻ იგი მზე და ჴელმწიფობა: ასრე მიხუდა ვითა ღირსა჻ მაშინღაა ლხინი ამო: რა გარდიხდის კაცი ჭირსა჻

1522. ყმა მეფესა მოახსენებს: მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ჻ რად არ გინდა ნახვა მზისა: ანუ რადღა აგვიანებ჻ მიეგებვი მხიარული: სახლსა თქვენსა მოიყვანებ჻ შემოიმოს შუქთა მისთა: ნათლად გარე მოივანებ჻

1523. ტარიელსცა მოახსენა: შესხდეს ქალსა მიეგებნეს჻ მათ სამთავე გოლიათთა: მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს჻ მიხვდეს მათსა საწადელსა: იგი პოეს რაცა ძებნეს჻ ჴელი ხადეს ჴმალთა მათთა: არა ცუდად წელთა ებნეს჻

1524. მეფემან ქალს უსალამა: მან შორით გარდახდომილმან჻ დაუყვნა თვალნი ელვამან: მისთა ღაწვთაგან კრთომილმან჻ გამოეგება აკოცა: კუბოსა შიგან ჯდომილმან჻ დაუწყო ქება მეფემან: თვით ვერას ვერ მიხდომილმან჻

1525. ეტყვის მზეო ვითა გაქო: ნათელო და დარიანო჻ შენთვის ჴელნი გონებანი: არა ცუდათ არიანო჻ მზიანო და მთვარიანო: ეტლად რაო და რიანო჻ თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით: არ ვარდნო და არ იანო჻

1526. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი: მისთა ელვათა ფენასა჻ ვით მზემან დავნის მჭვრეტელთა: თვალნი ნათლისა ჩენასა჻ მისგან დამწვარნი მისცნიან: გულნი ჭვრეტითა ლხენასა჻ სითცა გამოჩნდის იქმოდეს: ჯარნი მუნითკენ რბენასა჻

1527. შინა წავიდეს ყოველნი: შესხდეს თავისა დარებად჻ ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი: მის მზისა დასადარებად჻ არ მიიხდომის სიტურფე: არს მათგან მიუმხვდარებად჻ ადრე მივიდეს მეფისა: სახლად სამყოფად არებად჻

1528. შევიდეს ნახეს თინათინ: მჭვრეტთა მამცემი ჭირისა჻ სკიპტროსან გვირგვინოსანსა: შვენოდა ცმა პორფირისა჻ მისრულთა პირსა შეადგა: ელვა პირისა მისისა჻ შევიდა მეფე ინდოთა: იგი მზე მსგავსი გმირისა჻

1529. ტარიელ და ცოლმან მისმან: ქალსა მდაბლად უსალამეს჻ მოეგებნეს აკოცეს და: საუბარი დააამეს჻ იგი სახლი გაანათლეს: არ ნათელი შეაღამეს჻ ბროლ ბალახში გააღაწვეს: და გიშერი აწამწამეს჻

1530. თინათინ ზედა აწჳვა: ტახტსა მეფეთა ზეთასა჻ ტარიელ უთხრა შენ დაჯე: სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა჻ დღეს ტახტი შენი შენ გმართებს: მეტად ყოველთა დღეთასა჻ მე ლომი ლომთა დაგისვა: გვერდსა შენ მზეთა მზეთასა჻

1531. ორთავე ჴელი მოჰკიდეს: და დასვეს ტახტსა თავისსა჻ გვერცა დაუსვეს ავთანდილ: სურვილსა მოეკლა ვისსა჻ უნახავსა და ნახულსა: სჯობს ყოვლსა სანახავისსა჻ ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა: ნუცა თუ რამინს და ვისსა჻

1532. ქალსა შესწბა გაუკვირდა: ავთანდილის გვერცა ჯდომა჻ ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა: შე და გამო გულმან კრთომა჻ მეფე ეტყჳს შვილო ჩემგან: გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა჻ ბრძენთა უთქვამს სიყვარული: ბოლოდ მისი არ წახდომა჻

1533. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს: ათას წელ დღეთა გრძელობა჻ სვე სვიანობა დიდობა: კვლავ ჭირთა გარდუხდელობა჻ ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების: თვით მისებრ შეუცვლელობა჻ თქვენთა ჴელითა მეღირსოს: მიწათა შემომყრელობა჻

1534. მართ მეფემან სპათა ბრძანა: ავთანდილის თაყუანება჻ ესეაო მეფე თქვენი: ასრე იქმნა ღ~თისა ნება჻ დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი: მე სიბერე ვითა სნება჻ ჩემად სწორად მსახურებდით: დაიჭირეთ ჩემი მცნება჻

1535. ლაშქარნი და დიდებულნი: დადრკეს მდაბლად ეთაყვანნეს჻ მოახსენეს მიწად ვექმნედ: ვინცა მიწად მიგვიყვანნეს჻ მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს: ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს჻ მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს: გულნი ჩვენნი აგულოვნნეს჻

1536. ტარიელც უთხრა ქებითა: იმედისა გაკეთება჻ ქალსა ეტყვის შემიყრიხართ: აღარა გწვავს ცეცხლთა დება჻ ქმარი შენი ძმაა ჩემი: მწადს აგრევე თქვენი დება჻ ორგულთა და შემცილეთა: შენთა მე ვქნა გაფლიდება჻

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან჻

1537. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე: ზის და ჴელმწიფე ზენია჻ მასთანა მჯდომსა ტარიელს: შვენიან სინაზენია჻ ნესტანჯარ ახლავს თინათინს: ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია჻ გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად: შეყრილან ოთხნი მზენია჻

1538. დაიწყეს მორთმა პურისა: ლაშქართა მის მესავსისა჻ ზროხა და ცხვარი დაკლული: არს უმრავლესი ხავსისა჻ შეიქმნა ზღვნობა ძღვენისა: მათისა შესამგზავსისა჻ მათ ყოვლთა შუქი ანათობს: პირისა მზისა მგზავსისა჻