... (S-1727), 1837 წ.

1539. იაგუნდისა ჯამები: იყვის: ლალისა ჭიქები჻ კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა: სხდის უცხო უცხო სიქები჻ მის ქორწილისა მაქები: კაცი ბრძენთაგან იქები჻ მჭვრეტელო გულსა ეტყოდი: ნუ აეხსნები იქ ები჻

1540. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით: ისმოდის ხმა წინწილისა჻ შეყრით ძეს გორი ოქროთა: და ბადახშისა თლილისა჻ მსმელთათვის წყარო ღვინისა: ასგან სდის მსგავსი ლილისა჻ ბინდით ცისკრამდის სმა იყო: გარდახდა ჟამი დილისა჻

1541. არა დარჩა უსაბოძვრო: არ კოჭლი და არ საპყარი჻ მოდიოდა მარგალიტი: მოფანტული მონაყარი჻ გაბედითდა წასაღებლად: ატლასი და ოქრო მყარი჻ სამ დღე იყო ინდოთ მეფე: ავთანდილის ვით მაყარი჻

1542. ხვალისა მეფე არაბთა: კვლავ პურობს არ ღაფალია჻ ტარიელს უთხრა შენი მზე: საჭვრეტლად სატურფალია჻ მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა: და ეგე დედოფალია჻ ხამს ყურსა გვეგდოს საყურლად: ჩვენ თქვენი ნატერფალია჻

1543. აწ მეფეო არ ეგების: ჩვენი სხდომა თქვენად სწორად჻ საჴელმწიფო საჯდომი და: სხვა დაუდგა ტახტი შორად჻ ქვემოდ დასხნა ავთანდილ და: მისი ცოლი მათად სწორად჻ პირველ ძღვენი ტარიასთვის: მოიღიან იდვის გორად჻

1544. არაბთა მეფე მასპინძლობს: იქს ოდენ მასპინძლობასა჻ ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ: არ იხმობს ჴელმწიფობასა჻ გასცემს და უქებს ყველაი: უხობა იეფობასა჻ ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს: ჩვეული ვით მეფობასა჻

1545. მეფესა ქრმითურთ პატივი: ჰქონდა ინდოთა ქალისა჻ სიყვარული და ჩუქება: ვით სიძისა და სძალისა჻ რომე სძღვნა არა ეგების: თქმა არცა ნაათალისა჻ თვითო სკიპტრა და პორფირი: და გვირგვინები თვალისა჻

1546. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე: მსგავსი მათისა ბედისა჻ ათასი თვალი ნაშობი: რომანულისა დედისა჻ კვლავ მარგალიტი ათასი: მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ ათასი ცხენი ტაიჭი: სიდიდით მსგავსი ქედისა჻

1547. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი: მარგალიტი თავ შედგმული჻ ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა: უნაგრითა შეკაზმული჻ ინდოთ მეფე თაყვანისცემს: ლაღი ბრძენი არ მახმული჻ მადლი ჰკადრა ფხიზელურად: თუმცა იყო ღვინო სმული჻

1548. რას ვაგრძელებდე გარდახდეს: დღენი ერთისა თვისანი჻ თამაშობდიან არ იყვნეს: ყოლა გაყრანი სმისანი჻ ტარიელს სძღვნიან უცხონი: თვალნი ლალისა ქვისანი჻ მათ ყოვლთა მათნი ელვანი: ჰფარვენ მართ ვითა მზისანი჻

1549. ტარიელ გვანდის ვარდსა და: იყვის ფიფქისა მთოელად჻ ავთანდილ როსტანს წინაშე: გაგზავნა დასათხოველად჻ შესთვალა შენი სიახლე: კმა ჩემად ლხინად ყოველად჻ მტერთა აქვს ჩემი სამეფო: ვიცი მუნ შიგან მძოველად჻

1550. უცოდნი მოსრნის მცოდნელთა: ცოდნამან ჴელოვნებამან჻ ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა: ჩემმან რასაცა ვნებამან჻ წავიდე ავი არ მიყოს: მე აქა დაყოვნებამან჻ ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი: ინებოს ღ~თისა ნებამან჻

1551. როსტევან ჰკადრა მეფეო: რად ხართ რასაცა რიდითა჻ რაცა გიჯობდეს იქმოდით: გასჭვრეტდით გაიცდიდითა჻ ავთანდილ თანა წამოგყვეს: წადით ლაშქრითა დიდითა჻ თქვენთა მტერთა და ორგულთა: დაფრეწდით დაცასჭრიდითა჻

1552. ავთანდილ უთხრა ტარიელს: ესე სიტყვები ორები჻ მან უთხრა გაე ნუ უბნობ: შეცევ ბროლისა ყურები჻ ახალ შეყრილსა მთვარესა: მზეო ვით მოეშორები჻ ავთანდილ უთხრა მაგითა: შენგან არ მოვიღორები჻

1553. არ დია გინდა დამაგდო: წახვიდე ჩემად მზრახებით჻ ცოლი უყვარსო გამწირა: იყო ამისად მსახავად჻ მე დავრჩე შენი გაყრილი: თავისა მე ვაგლახ ავად჻ კაცსა მოყვრისა გაწირვა: ახ მოუხდების ახ ავად჻

1554. ტარიელს უგავს სიცილი: ბროლსა ვარდითა ფრქვევასა჻ უბრძანა ვიტყვი უშენოდ: შენისა უფრო მე ვასა჻ რადგან გწადიან გამომყევ: დამწამებ ნურას თნევასა჻ ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა: ყოვლგნით მისთანა წვევსა჻

1555. შეყარნა სპანი არაბეთს: აღარა ხანსა ზმულია჻ კაცი ოთხმოცი ათასი: ყველაი დაკაზმულია჻ კაცსა და ცხენსა ემოსა: აბჯარი ხვარაზმულია჻ არაბთა მეფე მათითა: გაყრითა ნაღველ ჭმულია჻

1556. ერთმანერთისა გაყრილნი: ქალნი ორნივე დობილნი჻ ერთმანერთისა დად ფიცნი: სიტყვისა გამონდობილი჻ მკერდითა მკერდსა შეკრულნი: ყელისა გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი჻

1557. მთვარე ცისკრისა ნიავსა: რა თანა შეესწოროსა჻ ორნივე სწორად ნათობენ: მოშორდეს მოეშოროსა჻ არა თუ იგი მოშორდეს: მართ ცამან მოაშოროსა჻ მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან: ხამს თავი იქედგოროსა჻

1558. მათდავე სახედ რომელსა: ესენი დაუბადიან჻ იგივე გაყრის სიშორე: არ თუ ნებითა სწადიან჻ ვარდსა სწებვენ და აპობენ: ტირან და ცრემლნი ჩადიან჻ მათთა გამყრელთა ყველთა: სიცოცხლე არ იქადიან჻