... (S-1727), 1837 წ.

1734. შიგნით შეჰყივლეს ისმინეთ: ჩვენი ხმა თქვენთვის ზარისა჻ თარა ვაზირი გარდმოდგეს: სახასო ბრძენთა თავისა჻ ხვარაზმშა ბრძანებს ნახვა სწადს: შენი არ ჭკუად ავისა჻ გამოდი ჩვენ გამოგინდობთ: არ მიზდი გინდა თავისა჻

1735. გამოვიდა თარა ბრძენი: პლატონისა დიდად დარი჻ ხვარაზმელის მართ ნახვისა: ღ~თისა ხვეწით მემუდარი჻ რა ჴელმწიფემ ისი ნახა მუნ: გაცოცხლდა ახლად მკვდარი჻ თქვა თუ ღ~თო კურთხეულ ხარ: არა ვნახე ეს მე მკვდარი჻

1736. თაყვანისცა მერმე ჴელსა: მოეხვივა თარა ბრძენი჻ მოახსენა ღ~თო რა ვთქვა: მადლთა თქვენთა მე სიგრძენი჻ ამა ომთა მოარჩინენ: არ უობლე წვრილნი ძენი჻ რა მადლი ვთქვა რომ ასეთნი: წყალობანი მიბოძენი჻

1737. დასხდეს მეფე და ვაზირი: არჩევენ სათათბიროსა჻ მეფე ბრძანებდა სიტყვასა: გულ მდუღრად ანატიროსა჻ ვაზირო გვანდა ძე ჩემი: ბროლ ლალსა განამჭუროსა჻ ვით მეტყვი სისხლი გაუშვა: მაგ ძნელსა სავაზიროსა჻

1738. ვაზირი ჰკადრებს მეფეო თქვენ: უმართლე ხართ მას დია჻ მაგრა ჰყავს ტყვედ დარჩენილი: ვინცა მესისხლე ცხადია჻ არ გაგიშვებენ ცოცხალსა: უფიცავს მას მოჰამადია჻ თუ გაუშვებ გაგამართლებს: ვინ ღ~თისა დანაბადია჻

1739. მეფემან ბრძანა ადვილად: ნუ მეუბნები ვაზირო჻ თუ დავივიწყო ძე ჩემი: მმართებს რომ გული ვატირო჻ მაშ გავიჭრილ ვიქმნე მე ველად: და თავი გავინადირო჻ მიჯობს რომ მოვკვდე და ჩემი: დარჩენა არ დავაპირო჻

1740. ვაზირი ჰკადრებს მეფეო: ისმინე სიტყვა ასები჻ აქამდი ჩემი კადრება: არ გაგეგონა ნასები჻ ტარიელს შენთა სისხლთაგან: სწადს სავსე შესვას თასები჻ თქვენად საკლავად მოუსხამს: უცხო სპა ბევრ ათასები჻

1741. სისხლი გაუშვი მეფეო: ქენ მტკიცე მოზავებული჻ შეფიცეს ყოვლი სიმტკიცე: წინასწარ მოსწავებული჻ კარგ ვაზირობით არა ჩანს: თარასგან დაშავებული჻ ხვარაზმშა დადგა ტარიელ: წავიდა გამარჯვებული჻

1742. მივა ტარიელ მოყვსითა: ფრიდონ და ავთანდილითა჻ გამარჯვებული ნადირობს: საბინდოთა და დილითა჻ იტყვის გარდავიხდი მართ: ვერას ვერ წადილითა჻ თქვენ დამარჩინეთ თუ არ მკვდრად: ვიწევ ხვარაზმშას ჩრდილითა჻

1743. წამოვიდეს მხიარულნი: ნადირობით თამაშობით჻ მათ მოემწყო ხვარაზმელი: არ დაეგდო შამუშობით჻ მტერთა ზედა მოქცეოდეს: მათგან იყვნეს უშიშრობით჻ ერთმანერთსა აქებდიან: მხიარულნი არ ქუშობით჻

1744. მოვიდეს მოქალაქენი: გამოეგებნეს ზარითა჻ მუტრიბთა ხმანი ისმოდეს: ბარბითთა შენაზარითა჻ ნესტან დარეჯან დაშვენდა: ელვითა მით მწყაზარითა჻ მათ სიხარულსა ვერ დავწერ: ჴელითა ვერცა ჰაზარითა჻

1745. რად ვაგრძელებდე მუნ დაყვნა: მრავალნი დღენი ამონი჻ მერმე გაუშვნა სავსენი: ნათელნი დაუღამონი჻ წავლენ ფრიდონ და ავთანდილ: ტკბილნი გამომსალამონი჻ დადგა ტარიელ თუცა სდის: ცრემლი ველთა დასალამონი჻

1746. აავსნა მისაცემლითა: ოქსინოთა და შარდითა჻ სტავრითა საკრამანგითა: მძიმითა სადუქარდითა჻ წავლენ ფრიდონ და ავთანდილ: პირითა მინა ვარდითა჻ გავლენ ზღვასა და მიდიან: საროთა განაზარდითა჻

1747. მოვიდეს მათი ქვეყანა: მათ დახვდა ამოთ დანებითა჻ მოეგებნიან სძღნობდიან: წესითა და რიგებითა჻ თინათინს პირსა სინათლე: ემატა დაშვენებითა჻ მულღაზანზარი შეიქნა: მეტითა აშენებითა჻

1748. ეს ამბავი დაშთომოდა: შოთას ლექსთა შეუწყობლად჻ მერე რუსთავ შესავლითა: რუსთავთაგან დარჩა ობლად჻ მე ვნახე და მას უჩვენე ვინ ჩანს: გმირთა რაზმთა მწყობლად჻ მან მიბრძანა ლექსად თქვიო: მჭევრ ქართულად შესაწყობლად჻

1749. ერთმანერთისა მეშველთა: მებრძოლი იმაჯანიან჻ ორთავე მტერი მოყვარედ: მათ წინა მოიყვანიან჻ მათთა ურჩთა და შემკადრთა: მიწანი უაკვანიან჻ ორგულთა მკლავნი შემუსრნეს: ერთგულთა აგულვანიან჻

1750. ტარიელს და ცოლსა მისსა: მიხვდა მათი საწადელი჻ შვიდი ტახტი საჴელმწიფო: საშვებელი გაუცდელი჻ მათ პატიჟთა დაავიწყებს: ლხინი ესე აწინდელი჻ ყოლა ლხინთა ვერ იამებს: კაცი ჭირთა გარდუხდელი჻

1751. ყოვლთა სწორად წყალობათა: ვითა თოვლსა მოათოვდეს჻ ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს: და გლახაკნი არ ითხოვდეს჻ ავის მქმელნი დააშინნეს: კრავნი კრავსა ვერ უწოვდეს჻ შიგან მათთა საბრძანისთა: თხა და მგელი ერთად სძოვდეს჻

1752. რაცა ძლ მედვა ქებანი: თამარის მზეებრ მნათისა჻ ვთქვენი მორჭმა და დიდება: სიბრძნე ქველობა მათისა჻ განვრცომა ივერიისა: არ მარტოდ ამა ერთისა჻ სულით სიწმინდე ქრისტესმდი: დამცემი ომარ ფათისა჻

1753. გასრულდა მათი ამბავი: ვითა სიზმარი ღამისა჻ გარდახდეს გავლეს სოფელი: ნახეთ სიმუხთლე ჟამისა჻ ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა: არის ერთისა წამისა჻ ვსწერ ვინმე მესხი მელექსე: მე რუსთველისად ამისა჻