... (S-1727), 1837 წ.

1500. ტარიელ უთხრა კარგსა იქ: შენ პატრონისა კრძალვასა჻ აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა჻ მე მივალ უთხრობ მეფესა: შენგან თავისა მალვასა჻ ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო: მზესა მას ტანად ალვასა჻

1501. მუნ დადგა ლომი ავთანდილ: დაიდგა მცირე კარავი჻ ნესტან დარეჯან მუნვე დგას: იგია მჭვრეტთა მზარავი჻ მისთა წამწამთა ნიავი: ქრის ვითა ქარი არავი჻ წავიდა მეფე ინდოთა: მისრული მიუპარავი჻

1502. ფრიდონ წაჰყვა გაღანამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა ცნა მეფემან ტარიელი მარტო მოვა მოხრის ტანსა გარდახდა და თაყვანი სცა მას უკადრსა ლომებრ ჯანსა სდებს პატივსა ჰინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგვანსა

1503. ტარიელცა თაყვანისცა: მივა კოცნად სასალამოდ჻ მეფე ყელსა აკოცებდა: მართ ბაგისა დასაამოდ჻ გაკვირვებით ეუბნების: არის მისგან სათამამოდ჻ შენ მზე ხარო შენი გაყრა: არის დღისა და საღამოდ჻

1504. გაეკვირვა მეფე მისსა: თვალადობა სიტურფესა჻ პირსა უჭვრეტს გაკვირვებით: უქებს მკლავთა სიალფესა჻ კვლავ ფრიდონცა უსალამა: თაყვანისცა მან მეფესა჻ მას მეფესა ავთანდილის: ნახვისათვის მოსწრაფესა჻

1505. მეფე ტარიას ქებასა: დაჰკრთების დაეღონების჻ ტარიელ ეტყვის მეფეო: აწ გული შენ გემონების჻ მიკვირს თუ ეგრე სიკეთე: თქვენ ჩემი რად გეგონების჻ რადგან ავთანდილ შენია: სხვა რად ვინ მოგეწონების჻

1506. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა: და დაყოვნება ხანისა჻ მოდი და დავსხდეთ მეფეო: ამოა კორდი მწვანისა჻ გკადრო მიზეზი მისისა: თქვენს წინა ვერ მოტანისა჻ ვიაჯი რასმე მე მართებს: მოთხოვა აწ ფარმანისა჻

1507. დასხდეს მეფენი მოადგა: გარე სიმრავლე რაზმისა჻ ტარიელს პირსა ციმციმი: ათქს უნათლესი ბაზმისა჻ ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა: ყოფა ქცევისა და ზმისა჻ დაუწყო თხრობა მეფესა: სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა჻

1508. მეფეო თავი მემცრობის: მე მისად მოსახსენებლად჻ მაგრა მოსრული თქვენს წინა: ვარ შემამხვეწლად მქენებლად჻ თვით იგი იაჯს რომელი: ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად჻ ვინ არის ჩემად სინათლედ: და ჩემად გამათენებლად჻

1509. აწ ამას გკადრებთ ორნივე: ხვეწით და შემუდარებით჻ ავთანდილ დამდვა წამალი: მისგან თავისა დარებით჻ დავიწყდეს რომე პატიჟნი: სჭირდეს ჩვენთავე დარებით჻ არ გაწყენ გრძელი ამბავი: არს ჩვენგან მიუმხვდარებით჻

1510. თქვენთა უყვარს ერთმანერთი: ქალი მას და იგი ქალსა჻ მით ვიგონებ საბრალოსა: მტირალსა და ფერ ნამკრთალსა჻ მუხლ მოყრილი გეაჯები: ნუღარ აწვევ იმათ ალსა჻ რომე მისცე ქალი თქვენი: მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა჻

1511. ამის მეტსა არას გკადრებ: არ მოკლესა არცა გრძელსა჻ ამოიღო ხელმანდილი: მოინასკვა და ზედან ყელსა჻ ადგა მუხლნი დაუყარნა: იაჯების ვითა მზრდელსა჻ გაუკვირდა ყოვლსა კაცსა: მის ამბისა მამსმენელსა჻

1512. რა ტარიელ მუხლ მოყრილი: ნახა მეფე შეუზარდა჻ შორს უკუდგა თაყუანისცა: ქუე მიწამდის დავარდა჻ მოახსენა ჴელმწიფეო: ლხინი ყოვლი გამიქარდა჻ თქვენმან აგრე სიმდაბლემან: ნახვა თქვენი ჩამადარდა჻

1513. ვით ეგების რაცა გწადდეს: რომე კაცი არ მოგთმინდეს჻ ანუ მშურდეს ქალი ჩემი: საკვდავად და ტყვედცა გინდეს჻ გებრძანამცა სახლით თქვენით: ცრემლი არცა მაშინ მდინდეს჻ სხვა მისებრი ვერა ჰპოვოს: ცათამდისცა გაცაფრინდეს჻

1514. მე სიძესა ავთანდილის: უკეთესა ვჰპოებ ვერა჻ თვით მეფობა ქალსა ჩემსა: მივეც აქვს და მას ეფერა჻ ვარდი ახლად იფურჩნების: მე ყუავილი დამებერა჻ რამცა ვკადრე შეცილება: რასაც ოდენ იგი ჯერა჻

1515. თუ შეგერთო ერთი მონა: თქვენთვის არცა მაშინ მშურდა჻ ვინმცა გკადრა შეცილება: უშმაგომცა ვით მოგმდურდა჻ თუ ავთანდილ არ მიყუარდა: აგრე მისთვის რად მამსურდა჻ დია ღ~თო წინაშე ვარ: ესე ჩემგან დადასტურდა჻

1516. რა ტარიელ მეფისაგან: ესე სიტყვა მოისმინა჻ დადრკა მდაბლად ეთაყვანა: პირსა ზედან დაეფინა჻ კვლავ მეფემან თაყვანისცა: წამორევლო წადგა წინა჻ ერთმანერთი მოემადლეს: მათ ერთსაცა არ ეწყინა჻

1517. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის: მახარობლად გაექანა჻ ესდენ დიდი სიხარული: გაეხარნეს მასცა განა჻ წავიდა და წამოუძღვა: მოიყვანა მოჰყვა თანა჻ მაგრა ირცხვის მეფისაგან: შუქი ბნელად მოევანა჻

1518. მეფე ადგა მოეგება: ყმა გარდახდა რა მივიდა჻ ჴელთა ჰქონდა ხელმანდილი: პირსა იმით იფარვიდა჻ მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა: ქუშდებოდა ვარდსა ზვრიდა჻ მაგრა მისსა შვენებასა: რამცა ვითა დაჰფარვიდა჻

1519. მეფე კოცნასა ლამობდა: აღარა ცრემლნი სდენიან჻ ავთანდილ ფერხთა ეხვევის: შუქნი ქვე დაუფენიან჻ უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი: შენ ზნენი გამოგჩენიან჻ რადგან მერჩიო ნუ მერცხვი: აგრე რასაღა გრცხვენიან჻