... (S-5006), XVIII ს.

1594. ნუ: გიკვირს: მისი: ვერ: ნახუა: და: დაყოვნება: ხანისა: მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწვანისა: გკადრო: მიზეზი: მისისა: თქუენს: წინა: ვერ: მოტანისა: ვიაჯ: რასმე: აწ: მმართებს: მოთხოვა: მე: ფარმანისა:

1595. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა: ტარიელს: პირსა: ციმციმი: ათქს: უნათლესი: ბაზმისა: ჭვრეტა: ახელებს: მჭვრეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა: დაუწყო: თხრობა: მეფესა: სიტყუისა: ბრძნად: ნაკაზმისა:

1596. მეფეო: თავი: მემცრობის: მე: მისად: მოსახსენებლად: მაგრა: მოსრული: თქუენს: წინა: ვარ: შემოხვეწლად: ქენებლად: თვით: იგი: იაჯს: რომელიც: ჩანს: მზეებრ: შუქთა: მფენებლად: ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად:

1597. აწ: ამას: გკადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით: ავთანდილ: დამდვა: წამალი: მისგან: თავისა: დადებით: დავიწყდეს: რომე: პატიჟნი: სჭირდეს: ჩვენთავე: დარებით: არ: გაწყენ: გრძელი: ამბავი: არს: ჩუენგან: მიუმხვდარებით:

1598. თქუენთა: უყვარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერნამკრთალსა: მუჴლ: მოყრილი: გიაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცეთ: ქალი: თქუენი: მკლავმაგარსა: გულფიქალსა:

1599. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ჴელმანდილი: მოინასკუა: ზედან: ყელსა: ადგა: მუჴლნი: მიუყარნა: იაჯების: ვითა: მზრდელსა: გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბისა: მომსმენელსა:

1600. რა: ტარიელ: მუჴლმოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: შორს: უკუდგა: თაყუანისსცა: ქვე: მიწამდის: დაუვარდა: მოახსენა: ჴელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გამიქარდა: თქუენმან: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქუენი: ჩამადარდა:

1601. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკუდავად: და: ტყვედცა: გინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქუენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: სხვა: მისებრი: ვერა: ჰპოოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1602. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოვებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქვს: და: მას: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჩნების: მე: ყუავილი: დამებერა: რამცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა:

1603. თუ: შეგერთო: ერთი: მონა: თქუენთვის: არცა: მაშინ: მშურდა: ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა: თუ: ავთანდილ: არ: მიყუარდა: აგრე: მისთვის: რად: მომსურდა: დია: ღ~თო: წინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა:

1604. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყუა: მოისმინა: დადრკა: მდაბლად: ეთაყვანა: პირსა: ზედან: დაეფინა: კულავ: მეფემან: თაყუანისცა: წამორევლო: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოიმადლეს: მათ: ერთსაცა: არ: ეწყინა:

1605. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა: ესდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასმცა: განა: წავიდა: და: წამოუძღვა: მოიყუანა: მოჰყუა: თანა: მაგრა: ირცხუის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1606. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა: ჴელთა: ჰქონდა: ჴელმანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცა: ვითა: დაფარვიდა:

1607. მეფე: კოცნასა: ჰლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერჴთა: ეხუევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხუი: გაე: რასაღა: გრცხუენიან:

1608. მოეხუია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე: გვალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1609. მეფე: ყელსა: ეხუეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭვრეტს: პირსა: იგი: მზეა: ჴელმწიფობა: ასრე: მიხვდა: ვითა: ღირსა: მაშინღაა: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1610. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკუირს: სხვასა: რად: რას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახუა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყვანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1611. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწვნი: ღებნეს: მიხვდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ჴელი: ჰჴადეს: ჴმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1612. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდახდომილმან: დაუყუნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწვთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერმიხვდომილმან:

1613. ეტყვის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთვის: ჴელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო: