... (S-5006), XVIII ს.

1729. ჰინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა: რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქმნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა: აწ: ჰინდოეთს: სამეფოსა: მეშვიდესა: ერთსა: წილსა: ზედა: დაგსუამ: შენი: იყოს: გუმსახურებდი: ტკბილი: ტკბილსა:

1730. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე: მუნიდაღმა: გუმსახურებდი: თავი: შენი: დაგუამონე: ასმათ: ფერჴნი: გარდუკოცნა: შენგან: არის: ჩემი: ღონე: მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე:

1731. ერთგან: სამთავე: ძმობილთა: დაყვნეს: ცოტანი: დღენია: თამაშობდიან: უსახო: მოუდიოდეს: ძღუენია: რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია: მაგრა: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია:

1732. ტარიელ: ცნა: ამა: ყმასა: ცოლისათვის: მოესურვა: უბრძანებდა: გული: შენი: ვიცი: ამად: მომემდურვა: აწ: ვაგლახ: მენ: ჭირი: შენი: გონებამან: შვიდი: თუ: რვა: მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა:

1733. კულა: ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა: ზედაზედა: დავსტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა: სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა: თქუენთვის: ასრე: მომსურდების: წყაროსათვის: ვით: ირემსა:

1734. მასცა: უბოძა: ფარმანი: წა: სახლი: მოიარეო: მე: ნუ: გამწირავ: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო: ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცაღა: გავიხარეო: რადგან: ისწრაფი: რაღა: ვქმნა: მიგელის: ლომსა: მთვარეო:

1735. როსტანისთუის: წაატანა: ძღუნად: ტურფა: ჯუბაჩები: კულა: ჭურჭელი: თუალთა: თლილთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები: ჩემაგიერ: მიუტანე: წაო: ნურას: მეურჩები: ავთანდილ: თქუა: არა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები:

1736. ქალსა: ქალმან: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: რომე: ჩაცმა: დაბურვასა: ვინ: ღირს: იყო: მათგან: კიდე: ერთი: თვალი: წამღებელმან: ვერა: თქვას: თუ: ცუდად: ვზიდე: ღამე: მზეებრ: განანათლოს: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე:

1737. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა: იგი: ორნივე: გაყრისა: დაწვნა: ცეხლისა: ალამა: სრულად: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა: ავთანდილ: იტყუის: მომკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა:

1738. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი: გზამან: გაჰყარნა: წავიდეს: თავის: თავს: ანატირენი: კარგად: მოუჴდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი: ავთანდილ: მიჰჴდა: არაბეთს: ნახნა: არ: ცუდნი: ჭირენი:

1739. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან: ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წყენამან: მის: თანა: ტახტსა: დავეჯდა: ილხინა: მჭურეტთა: ლხენამან: გააჴელმწიფა: გუირგუინი: ზეცით: მოსრულმან: ზენამან:

1740. მათ: სამთავე: ჴელმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს: ერთმანერთსა: ნახვიდიან: საწადელნი: გაუსრულდეს: ბრძანებისა: შემცილენი: მათთა: ჴრმალთა: დავეწყლულდეს: მოიმატეს: სამეფონი: გაჴელმწიფდეს: გამორჭმულდეს:

1741. ფრიდონცა: ესვა: მოყუარედ: მათ: წინა: მიიყუანიან: ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლნი: იმაჯანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: ააკუანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულნი: აგულვანიან:

1742. ყოვლთა: სწორად: წყალობასა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმნელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხუართა: ვერა: სწოვდეს: შიგა: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს:

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფნის ცნობა და შიგა ჩამოდგომა:

1743. საწუთროო: უხანაო: სიმუხთლისა: სენი: გჭირსა: უწინ: ცათა: აყუანილსა: ჩააგდებვე: დიდსა: ჭირსა: გააყუითლებ: ქარვის: ფერად: პირველ: ლალსა: განაჭვირსა: კარგად: ვერვინ: ვერა: ნახავს: ხანგრძლად: შენგან: დანაჭირსა:

1744. ესე: ამბავი: ნარჩომი: მათ: ლომთა: მორჭმით: მგონეთა: გალექსვა: აკლდა: ხუარაზმთა: მეტად: ვერ: მოვიგონეთა: ძნელია: პოვნა: გული: ჰკრთა: დავვარდი: დავეღონეთა: კულავე: ვთქუით: ლექსი: გავმერთე: მოსმენით: გაიგონეთა:

1745. აწ: გონიერნო: სიტყვანი: თქუენ: ჩემნი: შეიწყნარენით: ძუელნი: ნარჩმნი: ამბავნი: ლექსად: ვთქუენ: გაიხარენით: სარგის: დაურჩა: უთქმელად: მას: ესე: დავაბარენით: ლექსნი: მიქენით: ამისთუის: ენანი: მომახმარენით:

1746. მორჭმულია: ჰინდოთ: მეფე: მას: ზედ: მტერნი: არ: აბუქნა: მით: მჭურეტელთა: დაადნობდა: მოყუარულთა: დაუშუქნა: აწ: გაიღეთ: მოედანსა: ბარგი: მძიმე: არ: სუბუქნა: კარავნი: და: კულა: ოთაღნი: ხატაურნი: ვინმცა: უქნა:

1747. ბრძანებს: წავალ: მოსასუენოდ: მოვიარო: მე: მინდორი: მრავლად: ახლავნ: ბაზიერნი: და: მწყაზარი: თეთრი: ქორი: სუნღული: და: შავარდნები: ბრუნვენ: მოჰყავს: ერთსა: ორი: ავაზები: გაუშვიან: დგიან: მჭურეტნი: იდგის: გორი: