... (S-5006), XVIII ს.

ამა ამბვისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთასა ტარიელისა და ნესტან დარეჯანის ვეფჴისტყაოსნობით უჴმობენ:

1. პირველ: თავი: დასაწყისი: ნათქუამია: იგ: სპარსულად: უჴმობთ: ვეფხისტყაოსნობით: არსსა: შეიქს: ჴორცა: სრულად: საეროა: არ: ახსენებს: სამებასა: ერთ: არსულად: არას: გვარგებს: საუკუნოს: რა: დღე: იქნას: აღსასრულად:

2. რომელმან: შექმნა: სამყარო: ძალითა: მით: ძლიერითა: ზეგარდმოთ: არსნი: სულითა: ჰყვნა: ზეცით: მონაბერითა: ჩვენ: კაცთა: მოგუცა: ქვეყანა: გუაქვს: უთვალავი: ფერითა: მისგან: არს: ყოვლი: ჴელმწიფე: სახითა: მის: მიერითა:

3. ჰე: ღმერთო: ერთო: შენ: შეჰქმენ: სახე: ყოვლისა: ტანისა: შენ: დამიფარე: ძლევა: მეც: დათურგუნვად: მე: სატანისა: მამეც: მიჯნურთა: სურვილი: სიკვდიდმდე: გასატანისა: ცოდვათა: შესუბუქება: მუნ: თანა: წასატანისა:

4. ვის: შვენის: ლომსა: ჴმარება: შუბისა: ფარ: შიმშერისა: მეფისა: მზის: თამარისა: ღაწუ: ბალახშ: თმა: გიშერისა: მას: არა: ვიცი: შევმართო: შესხმა: ხოტბისა: ხშირისა: მისთა: მჭურეტელთა: ყანისა: მირთმა: ჴამს: მართ: მიშერისა:

5. თამარს: ვაქებდეთ: მეფესა: სისხლისა: ცრემლ: დათხეული: ვჰთქუენი: ქებანი: ვისნი: მე: არ: ავად: გამორჩეული: მელნად: ვიჴმარე: გიშრის: ტბა: კალმად: მინა: რხეული: ვინცა: ისმინოს: დაესვას: ლახვარი: გულსა: ხეული:

6. მიბრძანეს: მათად: საქებრად: თქმა: ლექსებისა: ტკბილისა: ქება: წარბთა: და: წამწამთა: თმათა: და: ბაგე: კბილისა: ბროლ: ბალახშისა: თლილისა: მით: მიჯრით: მიწყობილისა: გასტეხს: ქუასაცა: მაგარსა: გურდემლი: ტყვიისა: ლბილისა:

7. აწ: ენა: მინდა: გამოთქმად: გული: და: ჴელოვანება: ძალი: მომეც: და: შეწევნა: შენგნით: მაქვს: მივსცე: გონება: მით: შევეწივნეთ: ტარიელს: ტურფადაც: უნდა: ჴსენება: მათ: სამთა: გმირთა: მნათობთა: სჭირს: ერთმანერთის: მონება:

8. მო: დავსხდეთ: ტარიელისთვის: ცრემლი: გვდის: შეუშრობილი: მისებრივ: მართ: დაბადებით: ვინცა: ყოფილა: შობილი: დავჯე: რუსთველმან: გავლექსე: მისთვის: გულ: ლახუარ: სობილი: აქამდის: ამბად: ნათქვამი: აწ: მარგალიტი: წყობილი:

9. მიჯნურსა: თუალად: სიტურფე: მართებს: მართ: ვითა: მზეობა: სიბრძნე: სიმდიდრე: სიუჴვე: სიყმე: და: მოცალეობა: ენა: გონება: დათმობა: მძლეთა: მებრძოლთა: მძლეობა: ვისცა: ეს: სრულად: არა: სჭირს: აკლია: მიჯნურთ: ზნეობა:

10. მიჯნურობა: არის: ტურფა: საცოდნელად: ძნელი: გუარი: მიჯნურობა: სხვა: რამეა: არ: სიძვისა: დასადარი: იგი: სხვაა: სიძუა: სხვაა: შუა: უზის: დიდი: მზღვარი: ნუ: ვინ: გარევთ: ერთმანერთსა: გესმის: ჩემი: ნაუბარი:

11. ჴამს: მიჯნური: ხანიერი: არ: მეძავი: ბილწი: მრუში: რა: მოშორდეს: მოყვარესა: გაამრავლოს: სულთქმა: უში: გული: ერთსა: დააჯეროს: კუშტი: მიხუდეს: თუნდა: ქუში: მძულს: უგულოდ: სიყვარული: ხვევნა: კოცნა: მტლაში: მტლუში:

12. ამა: საქმესა: მიჯნური: ნუ: უხმობს: მიჯნურობასა: დღეს: ერთი: უნდეს: ხვალე: სხვა: სთმობდეს: გაყრისა: თმობასა: ესე: მღერასა: ბედითსა: ჰგავს: ვაჟთა: ყმაწვილობასა: კარგი: მიჯნური: იგია: ვინ: იქს: სოფლისა: თმობასა:

13. არს: პირველი: მიჯნურობა: არ: დაჩენა: ჭირთა: მალვა: თავისწინა: იგონებდეს: ნიადაგმცა: ჰქონდა: ხალვა: შორით: ბნედა: შორით: კდომა: შორით: დაგვა: შორით: ალვა: დასთმოს: წყრომა: მეფეთაგან: მისი: ჰქონდეს: შიში: კრძალვა:

14. ჴამს: თავისსა: ხუაშიადსა: არვისთანა: ამჟღავნებდეს: არ: ბედითად: ჰაი: ჰაი: ზმიდეს: მოყვარესა: აყივნებდეს: არსით: უჩნდეს: მიჯნურობა: არასადა: იფერებდეს: მისთვის: ჭირი: ლხინად: უჩნდეს: მისთვის: ცეცხლსა: მოიდებდეს:

15. მას: უშმაგო: ვით: მიენდოს: ვინ: მოყვარე: გაამჟღავნოს: ამის: მეტი: რამცა: ირგო: მას: ავნოს: და: თვითცა: ივნოს: რაღათამცა: ასახელა: რა: სიტყვითა: მოაყივნოს: რა: გავა: თუ: მოყვარესა: კაცმან: გული: არ: ატკივნოს:

16. ტარიელს: კარგსა: მოყმესა: მკლავ: მაგარსა: ძალიანსა: პირად: ვარდსა: ტან: საროსა: გული: მისი: რკინიანსა: უხუსა: დია: უშურველსა: ტკბილ: მოუბარსა: წყიანსა: მით: ქება: ნესტან: დარეჯანს: რად: ეთქმის: პირად: მზიანსა:

17. მე: რუსთველი: ხელობითა: ვიქმ: საქმესა: ამა: დარი: ვის: მორჩილობს: ჯარი: სპათა: მისთვის: ვხელობ: მისთვის: მკვდარი: დაუძლურდი: მიჯნურთათვის: კვლავ: წამალი: არსით: არი: ანუ: მამცეს: განკურნება: ანუ: მიწა: მე: სამარი:

18. ესე: ამბავი: სპარსული: ქართულად: ნათარგმანები: ვით: მარგალიტი: ობოლი: ჴელის: ჴელ: საგოგმანები: ვჰპოვე: და: ლექსად: გარდავთქვი: საქმე: ვქენ: საჭოჭმანები: ჩემან: ჴელმქმნელმან: დამართოს: ლაღმან: და: ლამაზმა: ნები:

19. თვალთა: მისგან: უნათლოთა: ენატ: რამცა: ახლად: ჩენა: აჰა: გული: გამიჯნურდა: მიხდომია: ველთა: რბენა: მიაჯეთ: ვინ: ჴორცთა: დაწვა: კმარის: მისცეს: სულთა: ლხენა: სამთა: ფერთა: საქებელთა: ლამის: ლექსთა: უნდა: ლევნა: