... (S-5006), XVIII ს.

1710. რა: გარდაჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყუანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხვივნეს: გულისგულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავისთავის: თუითეულად:

1711. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქუა: დედოფალო: გჭირს: ამათი: არამცნება: ესენია: მჴსნელნი: ჩუენნი: აწ: არა: გუცალს: გრძლად: უბნება: ამათგან: გუაქვს: ჩუენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

1712. ადგა: და: ქალაქს: შევიდა: თუით: გარდაჴდეს: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყუასა: ვითამ: ათსა: ღმერთმან: მოსრნა: მტერნი: ჩუენნი: ვერ: დავცემენ: ყოლ: შამათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა:

1713. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოსწინწილასა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩუენით: კარითო: ნახლები: თქუენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო:

შინ მისვლა ტარიელისა და ნესტან დარეჯანისაგან და ქორწილი მათი:

1714. დედოფალმან: მათ: ცოლქმართა: თუითო: ჴელი: დაუჭირა: ზედა: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: დასხმა: გაუპირა: მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქუითკირა: გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა:

1715. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყუელაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: რადგან: ლხინი: დაგვებადა:

1716. ტახტსა: ზედა: ერთად: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყუისი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქმიდა: მათმცა: ვისი: რამცა: ჰგუანდა: ჴორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი:

1717. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხუდა: მათი: საწადელი: შვიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლა: ლხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუჴდელი:

1718. თუით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასვეს: ქოსნი: ჴმათა: დაატკბობდეს: მისცე: კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს: ესეაო: მეფე: ჩუენი: იზახდიან: ამას: ჴმობდეს:

1719. ავთანდილ: და: ფრიდონისთუის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედა: დასხდეს: ჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღმერთმან: სხუანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რად: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყუელაკასა: გაუცხადნეს:

1720. სუმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: ვითარიცა: ქორწილობა: ჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს: მათ: ორთავე: თავისთავის: ძღუენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათუის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ყრიდეს:

1721. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლქურივნი: მოასხენით: ყუელაკაი: დაამდიდრეთ: საბოძვრითა: აავსენით: თუით: უბოძა: უსაზომო: რომ: არ: ითქუმის: ყოლა: ენით: ულოცეთო: დღეგრძელობა: ესე: ღმერთსა: შევედრენით:

1722. ტარიელ: თქუა: დედოფალო: გკადრებ: ერთსა: მოსახსენსა: შეიწყალე: რამაზ: მეფე: მიავალე: ღმერთსა: შენსა: ვნახე: მეტად: შემებრალნეს: შეუშინდა: ჴრმალსა: ჩუენსა: ღმერთი: ალხენს: მოცთომილსა: მონანულსა: ცრემლნადენსა:

1723. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა: მოიყვანა: რამაზ: მეფე: ჴელმწიფეთა: ათაყვანა: ყოვლით: კერძო: მომღერალთა: ჴმები: გაეთანისთანა: ჭირთა: მათგან: გარდაჴდილთა: ესე: ლხინი: შეაგუანა:

1724. ოქრო: თუალი: მარგალიტი: შუენიერი: სანახავად: ყოვლგან: იდვის: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად: ვისცა: სწადდის: ალაფობდის: წაიღიან: უკითხავად: მანდატური: არვის: სცვიდის: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად:

1725. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: სპათა: ეტყუის: მეფე: დიდი: სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხვილი: და: ნუ: გაქუსთ: რიდი: თუითოს: კაცსა: თუითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი: ესე: მისცა: საბოძვარსა: სხვას: ყუელასა: ვერ: დავსთულიდი:

1726. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: საბოძვარსა: ვინ: დასთუალავს: ვერ: გამოსთქუამს: სიმრავლესა: ენა: ამად: თავსა: კრძალავს: რაცა: იდვა: უკეთესსა: დედოფალი: არ: დამალავს: მათ: უჴმობდა: მჴსნელად: მათად: ტკბილად: უჭურეტს: არა: მალავს:

1727. სრულნი: ჰინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ხადოდიან: თქუენგან: გუჭირს: კარგი: ყველაი: მართ: ამას: მოიტყოდიან: ვითა: პატრონსა: სჭურეტდიან: რაც: სწადდის: მას: იტყოდიან: სადარბაზობლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან:

1728. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძვა: საბოძვარია: უბრძანა: ხარკსა: მოგუცემდი: მართ: ვითა: შენი: გვარია: მან: თაყუანისცა: პირისა: ქუე: მდაბლად: დამდებარია: წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკვეხარია: