... (S-5006), XVIII ს.

1614. გაჰკვირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყუნა: მჭვრეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა: მისგან: დამწვარნი: მისცნიან: გულნი: ჭვრეტითა: ლხენასა: სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა:

1615. შინა: წავიდეს: ყველანი: შინა: თავისა: მარებად: ჰქონდეს: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომვის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1616. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსანგვირგვინოსანსა: შვენოდა: ცმა: პორფირისა: მისრულთა: პირსა: შეადგა: ელვა: მისისა: პირისა: შევიდა: მეფე: ინდოთა: იგი: მზე: მგზავსი: გმირისა:

1617. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგებნეს: აკოცეს: და: საუბარი: დააამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალახში: გააღაწვეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1618. თინათინ: ზედა: აწუივა: ტახტსა: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისვა: გვერდსა: შენ: მზესა: მზეთასა:

1619. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თავისსა: გვერდსა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისსა: უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისსა: ნუ: ეჭვ: მიჯნურად: მათებრსა: ნუმცა: თუ: რამინს: და: ვისსა:

1620. ქალსა: შესწბა: გაუკუირდა: ავთანდილის: გვერდსა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შე: და: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყუის: შვილო: ჩემგან: გაქუს: სირცხუილი: თუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქუამს: სიყუარული: ბოლოდ: მისი: არ: წახდომა:

1621. აწ: შვილო: ღმერთმან: თქუენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სვე: სვიანობა: დიდობა: კულავ: ჭირთა: გარდუხდელობა: ცამცა: ნუ: შეგცვლის: მოგხვდების: თვით: მისებრ: შეუცვლელობა: თქუენით: ჴელითა: მეღირსოს: მიწათა: შემომყრელობა:

1622. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება: ესეაო: მეფე: თქუენი: ასრე: იქნა: ღმრთისა: ნება: დღეს: ამას: აქვს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება:

1623. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმნნეთ: ვინცა: მიწად: მიგვიყვანნეს: მორჩილქმნილნი: დაგუადიდნეს: ურჩნი: მკუდართა: დაგვაგვანნეს: მტერთა: მკლავნი: შეაძუტნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს:

1624. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გათავება: ქალსა: ეტყუის: შემიყრიხართ: აღარა: გწვავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმაა: ჩემი: მწადს: ეგრევე: თქუენი: დება: ორგულთა: და: შემცილეთა: შენთა: მე: ვქნა: გაფლიდება:

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან:

1625. მას: დღე: ავთანდილ: ჴელმწიფედ: ზის: და: ჴელმწიფე: ზენია: მასთანა: მჯდომსა: ტარიელს: შვენიან: სინაზენია: ნესტანჯარ: ახლავს: თინათინს: ვინ: მჭურეტთა: ამაზრზენია: გავს: თუ: ცა: მოდრკა: ქუეყანად: შეყრილან: ორნი: მზენია:

1626. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მის: მესავსისა: ზროხა: და: ცხვარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა: შეიქნა: ძღვნობა: ძღვენისა: მათისა: შესამგავსისა: მათ: ყოვლთა: შუქი: ანათობს: პირისა: მზისა: გავსისა:

1627. იაგუნდისა: ჯამები: იყუის: ლალისა: ჭიქები: კულავ: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხო: უცხო: სიქები: მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები: მჭვრეტელო: გულსა: ეტყოდი: ნუ: აიხსნები: იქ: ები:

1628. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდის: ჴმა: წინწილისა: შეყრით: ძეს: გორი: ოქროსა: და: ბადახშისა: თლილისა: მსმელთათვის: წყარო: ღვინისა: ასგან: დის: მსგავსი: მილისა: ბინდით: ცისკრამდის: სმა: იყო: გარდაჰჴდა: ჟამი: დილისა:

1629. არა: დარჩა: უსაბოძვრო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი: მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი: გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი: სამ: დღე: იყო: ინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მაყარი:

1630. ხვალისად: მეფე: არაბთა: კვლავ: პურობს: არ: ღაფალია: ტარიელს: უთხრა: შენი: მზე: საჭურეტლად: სატურფალია: მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია: ჴამს: ყურსა: გვეგდოს: საყურლად: ჩუენ: თქუენი: ნატერფალია:

1631. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩვენი: სხდომა: თქუენად: სწორად: საჴელმწიფო: საჯდომი: და: სხვა: დაუდგა: ტახტი: შორად: ქუემოდ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად: პირველ: ძღვენი: ტარიასთვის: მოიღიან: იდვის: გორად:

1632. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: მასპინძლობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყოველნი: უხობა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩვეული: ვით: მეფობასა: