... (S-5006), XVIII ს.

1555. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ჰინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გვერდსაცავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქუენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1556. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მამხვდეს: მის: მზისა: ხლებანი: ოდისცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხვა: თქუენგან: არა: არ: მინდა: მძულან: ცუდნიღა: თნებანი:

1557. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: სიტყუანი: ყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: პოვნა: მიზეზნი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალგულნი: ძმისანი:

1558. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები: ვეჭუ: მრავალი: დამეხოცოს: მონა: მისგან: საყუარლები: ვითხოვ: ხოლო: შენდობასა: აგეთიღა: მოვბრუნდები:

1559. ესე: უთხარ: ამის: მეტსა: ჰმოციქულობ: ნურას: ნუო: ხვალე: წასლვა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუო: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო:

1560. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: თქმულობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: კულავ: გულსა: კუამლალმულობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: ყმათაგან: მოკრძალულობა:

1561. ავთანდილ: მივა: მუხლმოყრით: ტარიას: შესახვეწელად: ფერხთა: ეხვევის: აკოცებს: აღარ: შეხედავს: ზე: წელად: ეტყუის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად: კულავ: ნუ: მიქ: ერთგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1562. რასაცა: ლამი: არ: მოგცემს: მას: ღმრთისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთვის: ჴელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთვის: ფერნამკრთალია: ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴმალია:

1563. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყუარელსა: შეგუამდურვებს: ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: ამბავსაცა: დამიძვირებს: ჭურეტისათვის: მომასურვებს: შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს:

1564. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქნაფენამან: ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენა: მან: მიყოო: კარგი: ყუელაი: მომართებამან: შენამან: მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1565. დია: მძულს: მეტი: მოყვრისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყვედლად: კუშტობა: და: სულმძიმობა: დიდობა: თუ: მოყუარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა: თვარე: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა:

1566. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყუარელისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: რადმცა: რა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახვისა: მათისა: ნატრა: მაქვს: სანატრელისა:

1567. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშვენეთ: ერთმანერთი: თავისთავის: ნუ: დასჭკნებით:

1568. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასლვასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: რთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთვლიდა: თანა: წაჰყუა: განაღამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა:

ტარიელისაგან ქუაბსავე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა:

1569. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: ღმერთი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკულადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზადებს:

1570. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭვრეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხზენი: მუნ: ბალახშსა: აშუენებდეს: სინატიფე: სინაზენი:

1571. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: აგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახვდის: ქიეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღუნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1572. მას: გვანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთვარეთა: იარნეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაც: მიუმცვდარეთა: სად: ყოფილ: იყო: ტარიელ: მიხვდეს: მის: კლდისა: არეთა:

1573. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქვენი: მასპინძელობა: მუნ: მივალ: სადა: ყოფილ: ვარ: მჭირდა: სადამდის: ჴელობა: მუნ: გვიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უც: ჴორცისა: ჴმელობა: მე: რომე: გიძღვნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა: