... (S-5006), XVIII ს.

1671. ზე: ადგეს: და: მოაჴსენეს: ჰე: მნათობნო: ცისა: მზენო: დასთმეთ: გული: დაიწყნარეთ: ქენით: რაცა: მოგახსენო: იგი: ღმერთმან: გაამაღლა: ვითა: ორბი: მისნო: ფრთენო: აქ: ყოფნა: არა: გუმართებს: არცაღა: გუცალს: გლოვად: ჩვენო:

1672. მადლი: უბრძანეს: აწუივნეს: ქუე: დასხეს: ზე: ადგომილნი: მუნვე: დგეს: იგი: ვაჭარნი: პირსა: ფერ: ჰაერ: კრთომილნი: გაკუირვებულნი: საბრალოდ: მართ: ვერას: ვერ: მიხდომილნი: ებრძანა: ძმაო: რა: გიკუირს: ჩუენ: იგი: ვართ: წაჴდომილნი:

1673. კულა: უბრძანებდეს: გუიამბეთ: ამბავი: დანარჩომია: მათ: მოახსენეს: პატრონო: ჰინდოეთს: დიდი: ომია: მოსულა: ხათა: ლაშქარი: ქალაქსა: შემოსდგომია: რამაზ: არს: ვინმე: ჴელმწიფე: მათად: პატრონად: მჯდომია:

1674. ჯერთ: დედოფალი: ცოცხალა: მკუდართაგან: უფრო: მკუდარია: იბრძვის: ლაშქარი: ჰინდოთა: თუც: იმედ: გარდამწყდარია: გარეთ: ციხენი: წაუხვმან: ყუელაი: გარდამჴდარია: მზეო: თქუენ: შუქნი: მიჰფინეთ: ჰაი: ჰაი: რა: ავი: დარია:

1675. მუნა: მყოფსა: ყუელაკასა: შეეკერა: ჩუენცა: შავი: რამაზს: წინა: გამოვედით: მისრულად: ვთქუით: ჩვენი: თავი: მეფე: ჩუენი: დიდი: არის: მათ: ეწადა: მისი: ზავი: გამოგუიშვა: წაედითო: არა: გუიყო: ყოლა: ავი:

1676. რა: ტარიელს: ესე: ესმა: მეტად: ფიცხლად: აიყარა: ეჯი: სამდღე: წასავალი: ერთსა: დღესა: წაიარა: დროშა: მისი: აიმართა: წინა: არა: მოიფარა: აწ: ნახე: თუ: გოლიათი: გული: ვითა: ამაგარა:

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება:

1677. ჰინდოეთს: ზედა: წაადგა: მუნ: მთა: და: დიდი: ქედია: აჩნდა: ლაშქარი: უსახო: მესაკუირველა: ჰე: დია: ტარიელ: ბრძანა: მოყმენო: აწ: თქუენგან: რა: იმედია: ადრე: მოვიცლი: ჩემთაგან: ღ~თი: და: ჩემი: ბედია:

1678. იმა: ლაშქართა: უნახვან: კულავ: ჴრმალთა: ჩემითა: კუეთანი: ერთხელ: შემებნეს: დავჰჴოცენ: შევქნენ: აბჯართა: ფეთანი: ავთანდილ: ჰკადრა: რად: უნდა: თქმანი: სიტყუათა: მძლეთანი: მართ: ვითა: მტუერთა: წავიხუამთ: მიხუდეს: ფერჴითა: ცუეთანი:

1679. დაეკაზმნეს: საომარად: გაამაყდეს: გაჩაუქდეს: ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: საჴედარნი: ასუბუქდეს: ერთმანერთსა: აჯობინეს: მჭურეტელთაგან: არ: გაუქდეს: იგი: ქედი: ჩაიქროლეს: ბუქისაცა: უფრო: ბუქდეს:

1680. წინ: მავალნი: დარაჯათა: მათთა: ზედა: გარდეკიდეს: ტარიასთა: გააქცივნეს: მიეწივნეს: ჩამოჰყრიდეს: მოაგებნეს: მჴარდაკრულნი: მათ: წინაშე: მოასხმიდეს: იზახდიან: ვისნი: ხართო: ჰკითხეს: ხანსა: დარეზმიდეს:

1681. მათ: მოახსენეს: მეფეო: ჩუენ: ცუდად: დაღორებულნი: რამაზის: ჴელმწიფისანი: აქა: დარაჯად: რებულნი: უბრძანა: წადით: რეგუენნო: თქუენ: ჩუენგან: გაფიცხებულნი: აცნობეთ: თქუენსა: პატრონსა: მოვლენ: გულითა: ქებულნი:

1682. უთხარით: ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია: იგი: ჴელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია: ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია: შიში: ვერ: გიჴსნის: სიკუდილსა: ცუდნიღა: დაღრეჯანია:

1683. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ჰინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოველ: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო: ჴრმალი: ჩემი: მოლესული: შენს: ზედა: დავაბლაგო:

1684. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქუენი: არა: მწადიან: შემები: რაზმი: გარდმაწყევ: წინასვე: გამიცხადიან: პირბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: გაგიქადიან: მე: ჩაბალახად: გაჴმარნე: რაცა: გიმუზარადიან:

1685. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: უთხრეს: ყუელაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ჰინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყმობდეს: ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1686. ჰინდოთა: დროშა: ტარიელს: აქუს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია: არაბთა: იცის: ყუელამან: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონმზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია:

1687. ცოტაი: წავლეს: გმოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი: შეტეობასა: ჰლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანანი: ტარიელ: გაწყრა: ნუ: იქთო: მისცა: სიტყვისა: ნანანი: მოვიდეს: აჩნდედ: უაბჯროდ: ჰქონდეს: არცათუ: დანანი:

1688. ცხენთა: ფერჴთა: მოეხვია: მუჴლმოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შემიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხუეწა: უმართლე: ხარ: ნუ: მაცოცხლებ: და: წამიღონ: მკუდარი: მე: წა: გული: თქუენი: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა:

1689. დაიკარგენით: წაჰჴუედით: თქუენ: წელნი: მეათენია: გაჴდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია: ამად: შევმართენ: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბათენია: