... (S-5006), XVIII ს.

1633. მეფესა: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ჰინდოთა: ქალისა: სიყუარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: სძალისა: რომე: სძღვნა: არა: ეგების: თქმა: არცა: ნაათალისა: თუითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გუირგუინები: თუალისა:

1634. კულა: უძღუნა: ძღუენი: ორთავე: მსგავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თუალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კულა: მარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კუერცხი: ტრედისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მსგავსი: ქედისა:

1635. ფრიდონს: უძღვნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავშედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძვირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ინდოთ: მეფე: თაყუანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1636. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თუისანი: თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: სძღუნიან: უცხონი: თუალნი: ლალისა: ქუისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1637. ტარიელ: ჰგუანდის: ვარდსა: და: იყვის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოელად: მტერთა: აქუს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოველად:

1638. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭუ: მოქცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კულავ: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღმრთისა: ნებამან:

1639. როსტევანს: ჰკადრა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭურეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყუე: სწადით: ლაშქრითა: დიდითა: თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1640. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყუები: ორები: მან: უთხრა: აგრე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახალ: შეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1641. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყუარსო: გამწირა: იყო: ამისად: მსახავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუხდების: ახ: ავად:

1642. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქვევასა: უბრძანა: ვიტყვი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წუევსა:

1643. შეყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხვარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველ: ჭმულია:

1644. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დადფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი:

1645. მთუარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათად: საჭვრეტლად: მჭვრეტელმან: ჴამს: თავი: იქედგოროსა:

1646. მათთავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: წებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყუელთა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1647. ნესტანდარეჯან: თქუა: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნევდი: მამცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: შენთუის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: ბნდებოდი:

1648. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცულად: სიკუდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1649. კულა: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლა: თვალნი: იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყვანი: ნაათალნი:

1650. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1651. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცებით: იტყვის: თუ: თქვენი: სიახლე: მიჩს: აქამდისცა: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით:

1652. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე: უბრძანა: თქვენთვის: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩნდეს: სალა: მე: