... (S-5006), XVIII ს.

1653. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყუა: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1654. სამ: თვე: ვლეს: ღმერთსა: მათებრ: სხვა: ნურა: ნუ: დაბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღუინოსა: სუმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა:

1655. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკვეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხანი:

1656. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანესვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიბლესია: მათ: მოახსენეს: სით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ჰინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია:

1657. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ჰინდოეთით: მომავლობა: მაგრა: თავი: უმეცარ: ყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ჰინდოური: არაბულად: ყუეს: უბნობა:

1658. უბრძანეს: გუითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ჰინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ჰინდოეთს: რისხვა: ზეცისა: დიდსა: და: წურილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის: მსგავსი: წუეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა:

1659. თუით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ჰინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი: მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტანალვა: ღაწუ: ბადახშ: ყორან: თმიანი:

1660. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყვარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამის: დასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ჰინდოეთი: გარდაჰქარდა:

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს:

1661. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თუითცა: მოკუდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არად: ვარგა: იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხუაგან: დარგა:

1662. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიც: წაჴდა: ჰინდოეთს: გაჴდა: მთუარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღმერთო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად:

1663. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონოქმნილი: ძებნისა: ვად: შეიცვალა: ჰინდოეთს: ჴმა: წინწილისა: ებნისა: ცოტასა: ხანსა: გავესძლო: დება: სახმილთა: გზნებისა: აწ: თვითცა: მოკუდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა:

1664. რა: ვაჭარმან: ესე: სიტყუა: თქუა: საქმენი: გააკვლადნა: ქალმან: დიდნი: დაიკივლნა: ფიცხლა: თავსა: მოიჴადნა: ტარიელცა: დაიზახნა: დაფარულნი: გააცხადნა: ნარგისთაგან: ნაწუიმარი: ღუარი: ადგა: თოვლი: გადნა

1665. მომკალ: ქალსა: თავ: მოჴდილსა: თუ: მზე: ვითა: ეურჩოსა: სული: ვარდსა: დავამსგავსე: თავშიშველი: ყაყაჩოსა: თუ: ბრძენიცა: მაქებარი: მისი: იჴმობს: ვირებ: ჩოსა: ჰგავს: თუ: ტყუბი: მარგალიტი: ზის: ბროლისა: ჴარჴანჩოსა:

1666. ქალი: საბრალოდ: მამასა: სტირს: ბულბულისა: მსგავსია: თმა: გაიგლიჯა: გაყარა: ღაწუი: ცრემლითა: ავსია: ვარდი: შექნილა: ზაფრანად: ლალი: მართ: ვითა: მხავსია: მზესა: ღრუბელი: ეფარვის: ამად: ნათელი: დავსია:

1667. იხოჭს: და: იგლეჯს: ზახილით: ტირს: სიტყუა: ჴაფი: უარე: სისხლი: და: წყალი: თვალთაგან: სდის: ცრემლი: გარე: უარე: მოვჰჴეო: შენთვის: მამაო: შვილი: ყოველთა: უარე: ვერა: გმსახურე: ასულმან: ვერცა: რა: შეგაგუარე:

1668. ჩემთუის: ბნელქმნილო: მამაო: ნათელო: თვალთა: ჩემთაო: ჩემთა: რა: გაცნევს: ამბავსა: გულისა: მონაცემთაო: მზეო: რად: ღა: გაქვს: სინათლე: რადღა: ანათობ: თემთაო: რად: არ: დაიქეც: ქუეყანავ: რადღა: ჰმართიხარ: ზე: მთაო:

1669. ტარიელ: მოსთქუამს: გამზრდელო: ჰაი: ჰაი: რა: საქმე: მსმენია: მიკუირს: თუ: მზეღა: რად: ჰნათობს: რად: არა: დაუჩენია: მზე: მოჰკუე: ყოვლთა: სულდგმულთა: სოფელი: აღარ: შენია: ღმერთსა: მიჰმადლე: შემინდევ: რაცა: შენ: ჩემგან: გწყენია:

1670. მაშინ: გაჰჴდეს: ყველაკანი: მტირალად: და: ცრემლთა: მღურელად: დიდი: ხანი: მოიტირეს: თავისთავის: გაუყრელად: ავთანდილ: და: ფრიდონ: ტირან: გულსადაგად: არ: თუ: ჭრელად: მაგრა: ექმნნეს: სულსა: მღებელ: კათოლიკოს: მაწყუერელად: