... (S-5006), XVIII ს.

1498. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღვარნეს: ამას: გვანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: მზე: რა: ვარდსა: შემოადგეს: დაშვენდენ: და: შუქნი: არნენ: აქანამდის: ჭირნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

1499. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ: გარდაჭდობილნი: კულავ: შეეწებნეს: ჴშირ: ჴშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წარდგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი:

1500. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშველთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყუითა: მით: ნარნარითა: ორივე: ერთგან: უბნობდეს: ტურფითა: საუბარითა:

1501. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯვება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშვლეს: ითხეს:

1502. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალკერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: პოვნეს: საჭურჭლენი: აწმცა: თვალვა: ვით: ითქმოდა:

1503. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოვეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თვალები: თვალი: ყველაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესუეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1504. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყუანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგვრა: ძნელია: ზღვათა: ქალაქსა: დამართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია: თქუეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გუაც: მისი: გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა:

1505. ზღვათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მომყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახვართა: მსობელი: მწადიან: გნახნე: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1506. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქუეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: მუქფად: რა: გიძღვნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1507. მოდი: გვნახენ: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღვნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

1508. თქუენ: უბრძანე: ჩემმაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ჴსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭვრეტასამცა: სხვადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1509. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა: წესია: გული: გაჰკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა: მისცა: მადლი: და: დიდება: ღმერთსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისვლა: სხვასაღა: მხმობელსა:

1510. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქმნა: ქორწილისა: მათისა: მას: მოაქუს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა:

1511. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა: გარდახდეს: მდაბლად: აკოცეს: გარესწყდეს: ჯარსა: სპათასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა:

1512. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხვია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერხი: პირი: ყელი: იტყუის: ღმერთო: რა: გმსახურო: გამინათლდა: რადგან: ბნელი: ვცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი:

1513. ქალი: ფატმანს: ეხვეოდა: ტკბილად: იტყუის: არ: გამწყრალი: ღმერთმან: გული: გამინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემომადგნა: ვარდი: ვით: ვჩან: არდამზრალი:

1514. ზღვათა: მეფე: გარდაიხდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შვიდსა: უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაპანტულსა: ზედან: სცვეთენ: ვითა: ჴიდსა:

1515. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღვნა: გუირგუინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: მრთელისა: ყვითლისა: მეტად: ხასისა: კულავ: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ახლითა:

1516. ნესტანდარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შემკული: თვალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბადახშითა: და: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალყმანი: პირითა: ელვა: მკრთალითა: მათნი: მჭურეტელნი: დაიწვნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა: