... (S-5006), XVIII ს.

1536. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყუის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხუდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წახდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თვალთა: მილსა:

1537. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1538. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუს: მათ: აბჯარია: მოიჯრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია: მათად: საჭურეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1539. გადაჴდეს: დაფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხვეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1540. მათ: ქალყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრძოწეული: წითელყუითლითა: თუალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთუის: ყუითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდეს: მჭურეტელი: ვცან: მათი: სულდალეული:

1541. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდეს: ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღვნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტანდარეჯანს: უშვენის: ღიმილი: ჩენა: კბილისა:

1542. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კვერცხი: ბატისა: კულავ: ერთი: თვალი: სამსგავსო: მზისა: შუქმონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1543. კულავ: უძღუნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგვლად: დათლილისა: თუალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კულავ: მოაქვ: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ხელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა:

1544. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხუილითა: ავთანდილს: უძღვნაყველაი: არა: სიტყუითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტვირითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყუითა: ტკბილითა:

1545. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყუედდის: ჩაღანა: და: ჩანგი: ხმასა: აჰა: მიხვდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა:

1546. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღეერთ: სიტყუები: გულისა: არს: გული: თქუენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1547. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქუს: ნაცვლად: მისისა: მოჴმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნის: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება:

1548. უთხრა: ძმაო: რა: გარდიხდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღმერთი: მოგცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1549. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეხმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები:

1550. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შვენოდა: მხიარულობა: თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკლულობა:

1551. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცა: რა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა: მას: ზედა: შველა: რად: მინდა: რად: მეჭუ: რასაცა: თნებითა:

1552. რა: მოვა: ჩემთუის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღმერთი: იწადებს: მომივლენ: გულის: საჴმილთა: ლხენანი: მაშინვე: დამხვდნენ: მოკვდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1553. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქუენად: სამონოდ: შობილი: ღმერთმან: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი:

1554. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყუარელისა: შენისა: ეგე: არს: მგზავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა: მუნა: მე: ჴმალი: არ: მიკვეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა: