... (S-5006), XVIII ს.

1690. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია: რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქუაბია: შეგცოდე: მომკალ: მე: ხუალემ: რამცა: ვინ: მიასაბია:

1691. ვიაჯი: მომკალ: მე: ხუალემ: ყუელაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ვაზირი: ხუთასი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: წყალია: სპა: უბრალოა: ნუ: დაჰხოც: ამად: ვტირ: გულმხურვალია:

1692. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვხოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა: ღმერთი: ალხენს: შეხვეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1693. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტუერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესჴნეს: რისხვასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელსა: კულა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1694. ბრძენმან: ვინმე: მოსწავლემან: საკითხავი: ესე: ვპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე:

1695. ტარიელ: მოტკბა: ღმრთისავე: მსგავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაგჴოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმან: თუ: ლია: წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყველაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1696. თაყუანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღმერთსა: შევედრეს: ზახილით: სვე: მათი: გააძლიერეს: თავები: დაჴსნეს: სიკუდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴრმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს:

1697. ტარიას: ჭურეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ჰინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1698. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა: ყუელაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყველა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრთა: სრვიდა:

1699. მოეგებნიან: ტარიელს: შორიშორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ჰინდოთა: მათ: იცნეს: აალამიან: ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქუეს: თუ: ღალატსა: ლამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1700. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩუენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო: გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1701. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მიდამო: სრბანია: სრულად: მჭვრეტლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანისბანია: ჴმამაღლად: ჴმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხვა: მაღალმან: აწ: მოგვცა: წყალობანია:

1702. კარნი: გაახუნეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია: ტირან: ორნივე: ქალყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია:

1703. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თუალთაგან: ცეცხლთაგან: უფრო: ცხელია: თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოჰფოცხუდა: ბროლისა: საფოცხელია:

1704. რა: ნახნა: ხასნი: ვაზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კულა: დაიზახნა: ტარიელ: უფროსნი: დანაკივლნია: სისხლი: და: ცრემლი: თვალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდეს: ყელსა: მოეჭუდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1705. დიდებულნი: მოეხუივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: რტონი: შთამოსცუივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნა: კაცთა: ვერ: ვხედვიდი: გაცინებით: მოღიმართა:

1706. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომა ზრახვად: ღმერთმან: რისხვა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახვად: გუმართებს: რომე: მადლი: მივსცეთ: აღარა: გუცალს: გლოვა:ახვად:

1707. ტარიელ: ზედა: მოიჭდნა: მხურვალთა: ცრემლთა: მდენელმან: იტყუის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელი: აწ: დამწუა: მე: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქუენი: სიცოცხლე: მალხინა: ღმერთმან: ობოლთა: მლხენელმან:

1708. ქალმან: დედასა: შესტირნა: ჰაი: ჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: შესამოსლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: არა: ზის: მასსა: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოჰჴოცნა: ეტყუის: დადუმდი: ბედაო:

1709. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგეთათ: გაჴდა: ალვისა: მთხელები: დარეჯანს: ეტყუის: რაღა: ვთქუათ: სიტყუები: ბედით: ხელები: ჩუენ: ყოვლთა: გვმართებს: ნეტარძი: ათასი: არერთხელები: